სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა - შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება" - მარიამ ჯიშკარიანი
"სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა - შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება" - მარიამ ჯიშკარიანი

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა, ამ­ჟა­მად წამ­ყვა­ნია ნე­ი­რო­მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მი - შე­სარ­ჩე­ვია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ნე­ი­რო­მე­ტა­ბო­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია", - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ჯიშ­კა­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მის, მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში მისი გა­დაყ­ვა­ნა.

რო­გორც ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკურ­ნალ ექიმ­თან და კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა.

"მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა, ამ­ჟა­მად წამ­ყვა­ნია ნე­ი­რო­მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მი. ჩვენ დავ­ტო­ვეთ ჩვე­ნი დას­კვნა. რა თქმა უნდა, გავ­სინ­ჯეთ პა­ცი­ენ­ტი და შე­ვის­წავ­ლეთ ახა­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ კონ­სულ­ტა­ცია დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და გარ­კვე­უ­ლი ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით დავ­წე­რეთ კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ხით.

ვფიქ­რობთ, შეხ­ვედ­რა მო­ვი­თხო­ვოთ რო­გორც მკურ­ნალ ექიმ­თან, ასე­ვე სხვა კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებ­თან, ვი­ნა­ი­დან მდგო­მა­რე­ო­ბა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო და ვფიქ­რობთ, სა­ჭი­რო­ებს მულ­ტიპრო­ფი­ლურ კო­რე­გი­რე­ბას, - ეს რომ იყოს პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი და რო­გორც პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი, შე­სარ­ჩე­ვია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ნე­ი­რო­მე­ტა­ბო­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

რე­ფი­დინ­გის პრო­ცე­სი არ არის ამო­წუ­რუ­ლი, ამი­ტომ დღეს, უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბო დაგ­ვხვდა მდგო­მა­რე­ო­ბა ნე­ი­რო­მე­ტა­ბო­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენს დას­კვნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც გაგ­რძელ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის თუ არა, არ ვიცი, მო­სა­ძებ­ნია. თუმ­ცა, პა­ცი­ენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, თა­ვის­თვის სა­უ­კე­თე­სო სერ­ვი­სი შე­არ­ჩი­ოს და მი­ი­ღოს მკურ­ნა­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბოა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი, უი და ვაი...
0

ეს აფერისტი ქსლი ,,ნაც. ხროვის ვაი ექიმი,, სასწრაფოდ მიეცით პასუხისგებაში სამედიცინო დასკვნის გაყალბების გამო, ანუ აშკარად ცრუობს ,,დორბლიანს,, უხანგრძლივაბს გორში (კურორტზე) ყოფნის ვადას.

სიმართლე
0

კი ნამდვილად საყურადღებოა, ბავშვობაში ისე არ აფრენდა ეხლა რომ აფრენს, ძაან გაუტია და იქნებ საერთო კამერაში გადაიყვანოთ იქ კარგად მიხედავენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა - შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება" - მარიამ ჯიშკარიანი

"სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა - შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება" - მარიამ ჯიშკარიანი

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი - შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია", - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა. ჯიშკარიანის შეფასებითვე, მნიშვნელოვანია შესაბამის, მულტიპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანა.

როგორც ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასევე აუცილებელია, მკურნალ ექიმთან და კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი დასკვნა. რა თქმა უნდა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია, ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით.

ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან, ვინაიდან მდგომარეობა არის საყურადღებო და ვფიქრობთ, საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას, - ეს რომ იყოს პროგრამა მინიმუმი და როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული, ამიტომ დღეს, უფრო საყურადღებო დაგვხვდა მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მიმართულებით. ჩვენს დასკვნაში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის სამკურნალო დაწესებულება, სადაც გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია, ასეთი დაწესებულება საქართველოში არის თუ არა, არ ვიცი, მოსაძებნია. თუმცა, პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა, თავისთვის საუკეთესო სერვისი შეარჩიოს და მიიღოს მკურნალობა, ვინაიდან მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.