საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?
"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, 3 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი, გი­ორ­გი (გაგა) მა­მი­საშ­ვი­ლი, ვინც და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლად მი­ი­ჩენ­ვა, გაქ­ცე­უ­ლია და მას პო­ლი­ცია ეძებს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს უკავ­შირ­დე­ბა და ის წლე­ბის წინ და­ი­წყო. სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის შე­დე­გად, ძმებ მეტ­რე­ვე­ლე­ბის გარ­და, და­იჭ­რა ზუ­რაბ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლიც. სა­მი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი მცხე­თა­ში, „"ჯე­ოჰოს­პი­ტა­ლის“ კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც ექი­მი აცხა­დებს, ორ მათ­განს მცხე­თის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია გუ­შინ­ვე ჩა­უ­ტარ­და, ერთს კი - დღეს. "სამი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. ორს გუ­შინ­ვე ჩა­უ­ტარ­და სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით ოპე­რა­ცია, ერთს - დღეს. ამ ეტაპ­ზე მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რია. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში აქვთ ჭრი­ლო­ბე­ბი, მუ­ცელ­სა და კი­დუ­რებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) და­ი­წყო, რაც სა­მი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge-ს დაჭ­რი­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, რომ ძმე­ბი მეტ­რე­ვე­ლე­ბი და მა­მი­საშ­ვი­ლი ად­რეც რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­პი­რის­პირ­დნენ ფი­ზი­კუ­რად ერ­თმა­ნეთს.

"ორი­ვე მხა­რეს თონე აქვს წე­რო­ვან­ში. მათ მუდ­მი­ვად სა­ცხო­ბის გამო ჰქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი. კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის ჩხუ­ბის და და­პი­რის­პი­რე­ბის თემა იყო ასე­თი: მე თუ ვკე­ტავ თო­ნეს, შენ რა­ტომ უნდა იმუ­შა­ოო, საყ­ვე­დუ­რობ­და მა­მი­საშ­ვი­ლი. მათი თო­ნე­ე­ბი არც ისე ახლო-ახ­ლოა და რა აჩხუ­ბებ­დათ, არ მეს­მის. ეს გაგა ჯერ მი­ვარ­დნი­ლა ძმებ­თან, უჩხუ­ბი­ათ, მერე სახ­ლში გაქ­ცე­უ­ლა და ია­რა­ღი გა­მო­უ­ტა­ნია. ის მე­სა­მე დაჭ­რი­ლი - ზურა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია, ქუ­ჩა­ში, სკამ­ზე იჯდა თა­ვის­თვის, ინ­ვა­ლი­დი კა­ცია, ისე­დაც ყა­ვარ­ჯნე­ბით და­დი­ო­და. მას ბრმა ტყვია მოხ­ვდა, გა­გამ ერთი ძმა მუ­ცელ­ში დაჭ­რა, მე­ო­რე - ფე­ხებ­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, სა­მი­ვე­ნი გა­დარ­ჩნენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მა­მი­საშ­ვი­ლი გაქ­ცე­უ­ლია, მაგ­რამ სად და­ი­მა­ლე­ბა? მას მარ­ტო სამ­ჯერ არა, ბევ­რჯერ გა­უს­რო­ლია. ბეწ­ვზე გა­დარ­ჩნენ მარ­კე­ტი­დან გა­მო­სუ­ლი სხვა მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ერთი ნა­ბი­ჯით გა­მო­ას­წრეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველას ვისაც ეკუთვნის:
2

და სამივე დაჭრილი სასიცოცხლო ჩვენებით დასახმარებლად და სამკურნალოდ ერთ ჰოსპიტალში მიიყვანეს ???....

!!
7

ჯეოჰოსპიტალში როგორ შეძლება ნორმალურად იმკურნალო., ჩათვალეთ რომ ცალი ფეხი ადამიანს სამარეში აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

წეროვანის დევნილთა დასახლებაში სისხლიანი დაპირისპირებისას, 3 ადამიანი დაიჭრა. საქმის მთავარი ფიგურანტი, გიორგი (გაგა) მამისაშვილი, ვინც დანაშაულში ბრალდებულად მიიჩენვა, გაქცეულია და მას პოლიცია ეძებს. როგორც მეზობლები ამბობენ, დამნაშავესა და დაჭრილებს შორის კონფლიქტი ბიზნესინტერესებს უკავშირდება და ის წლების წინ დაიწყო. სისხლიანი გარჩევის შედეგად, ძმებ მეტრეველების გარდა, დაიჭრა ზურაბ მეგრელიშვილიც. სამივე დაშავებული მცხეთაში, „"ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც ექიმი აცხადებს, ორ მათგანს მცხეთის კლინიკაში ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, ერთს კი - დღეს. "სამი პაციენტი შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით. ორს გუშინვე ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია, ერთს - დღეს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. სხეულის სხვადასხვა უბნებში აქვთ ჭრილობები, მუცელსა და კიდურებში“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდარის გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ambebi.ge-ს დაჭრილების მეზობელი უყვება, რომ ძმები მეტრეველები და მამისაშვილი ადრეც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს.

"ორივე მხარეს თონე აქვს წეროვანში. მათ მუდმივად საცხობის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. კონკურენტებს შორის ჩხუბის და დაპირისპირების თემა იყო ასეთი: მე თუ ვკეტავ თონეს, შენ რატომ უნდა იმუშაოო, საყვედურობდა მამისაშვილი. მათი თონეები არც ისე ახლო-ახლოა და რა აჩხუბებდათ, არ მესმის. ეს გაგა ჯერ მივარდნილა ძმებთან, უჩხუბიათ, მერე სახლში გაქცეულა და იარაღი გამოუტანია. ის მესამე დაჭრილი - ზურა მეგრელიშვილი საერთოდ არაფერ შუაშია, ქუჩაში, სკამზე იჯდა თავისთვის, ინვალიდი კაცია, ისედაც ყავარჯნებით დადიოდა. მას ბრმა ტყვია მოხვდა, გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში. მადლობა ღმერთს, სამივენი გადარჩნენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. მამისაშვილი გაქცეულია, მაგრამ სად დაიმალება? მას მარტო სამჯერ არა, ბევრჯერ გაუსროლია. ბეწვზე გადარჩნენ მარკეტიდან გამოსული სხვა მეზობლები, რომლებმაც ერთი ნაბიჯით გამოასწრეს შემთხვევის ადგილიდან".