მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში ვი­სურ­ვებ­დით, რომ სა­ერ­თოდ იყოს აკ­რძა­ლუ­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი" - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის სხდო­მას ეს­წრე­ბო­და, სა­დაც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­პატ­რი­არ­ქო კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და რიგი პუნ­ქტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მათ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხის მი­მართ. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა არა­ერ­თხელ იყო და რო­გორც იქნა, მო­ვეს­წა­რით იმას, რომ მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ექ­ტი კა­ნო­ნად იქ­ცეს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში ვი­სურ­ვებ­დით, რომ სა­ერ­თოდ იყოს აკ­რძა­ლუ­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, თუმ­ცა, დღეს ვმსჯე­ლობთ რა­ღაც ეტაპ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად, რაც შე­ზღუ­დავს ბევრ ახალ­გაზ­რდას და ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იმე­დით, მაგ­რამ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მი­დის, თა­მა­შობს, აგებს და ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ამას ოჯა­ხე­ბის­თვის.

იმე­დია, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღებს ეფექ­ტურ ფორ­მას, რო­მე­ლიც ამ სფე­როს რე­ა­ლუ­რად და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ინი­ცი­ა­ტო­რი იყო ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, ჩვენ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­პატ­რი­არ­ქო­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ვის­მი­ნეთ, რომ ჩვენს მიერ და­წყე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი ამ თე­მა­ზე პა­რა­ლე­ლუ­რად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შავ­დე­ბო­და, ჩა­ვერ­თეთ, თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ამ მუშა ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­პატ­რი­არ­ქო და სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ მოწ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი: ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი და 200- მდე დას­კვნა ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ფსი­ქი­ატ­რე­ბის შევ­კრი­ბეთ, ასე­ვე ხელ­მო­წე­რე­ბი შევ­კრი­ბეთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ რიგ პუნ­ქტებ­ში, რო­მე­ლიც დღეს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში აი­სა­ხა,"- გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს იხი­ლავს, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრისედინი
5

მერე თავად სად ითამაშებ?! იმედია შენთვის არ აიკრძალება🤩🤩 

gio
5

კაი, რა, მამაოები თამაშობენ თუ თამაშობენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები" - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომას ესწრებოდა, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქო კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში იყო ჩართული და რიგი პუნქტების შემუშავებაში მათ მიიღეს მონაწილეობა.

"ძალიან სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის.

იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს. ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე პარალელურად ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა, ჩავერთეთ, თითქმის წელიწადნახევარი ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200- მდე დასკვნა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომელიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა,"- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.