სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა
"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რი ვატო წე­რე­თე­ლი გა­ა­ძე­ვა ხუთი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მი­დან, სა­დაც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ოხა­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვატო წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რა დრო­საც წე­რე­თელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "მავ­ნე“ უწო­და.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა წე­რე­თელს სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შა და უთხრა, რომ "უზ­რდე­ლი ადა­მი­ა­ნია“.

"თქვენ ხართ უზ­რდე­ლი ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ გაბ­რძან­დით სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან. რო­დე­საც ზრდი­ლო­ბას ის­წავ­ლით, შე­გიძ­ლი­ათ შე­მოხ­ვი­დეთ. თქვენ ხართ მავ­ნე და უზ­რდე­ლი, ამი­ტომ გა­ი­ა­რეთ და გა­დით“, - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა ვატო წე­რე­თელს.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბას, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­დე­გად ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ ზა­რალ­ზე ისა­უბ­რა.

"ამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თულ სპორ­ტს მო­აკ­ლდე­ბა ძა­ლი­ან დიდი და­ფი­ნან­სე­ბა. გა­მო­დის, რომ ჩვენ ჩვენს სპორ­ტსმე­ნებს ვტო­ვებთ ბირ­ჟის, ლო­თო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის ამა­რა. თუ მავ­ნებ­ლო­ბა არ არის ეს, რა და­ა­შა­ვა ქარ­თულ­მა სპორ­ტმა და სპორ­ტსმე­ნებ­მა. ათი­ა­თა­სო­ბით სპორ­ტსმე­ნი გვყავს, ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი უნდა გა­მო­აკ­ლდეს ქარ­თულ სპორ­ტს. ამ­ხე­ლა ფული უნდა მო­აკ­ლოთ სპორ­ტსმე­ნებს და და­ტო­ვოთ ნარ­კო­მა­ნი­ის და ლო­თო­ბის ამა­რა.

დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა რა არის, თუ არა მე­დი­ის ჩა­წიხვლა. მო­დის ახა­ლი წელი, მე­დი­ებ­მა წლის გან­რი­გი და ბი­უ­ჯე­ტი უნდა შე­ად­გი­ნონ. ჰოპ-ჰოპ, უცებ შე­ვიკ­რი­ბოთ და გან­ვი­ხი­ლოთ, რა არის, თუ არა მე­დი­ის ჩა­წიხვლა“,- გა­ნა­ცხა­და ვატო წე­რე­თელ­მა.

სხდო­მი­დან გა­ძე­ვე­ბამ­დე ოხა­ნაშ­ვილ­მა ვატო წე­რე­თელს ზრდი­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და და გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ წე­სე­ბი და­ეც­ვა. ოხა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან გაფრ­თხი­ლე­ბა წე­რეთ­ლის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა: "თქვენ თუ გი­თა­მა­ში­ათ, ბა­ტო­ნო ანრი? არას­დროს? ან "კრის­ტალ­ზე“, ან "აჭა­რა­ზე“. რო­მე­ლი გირ­ჩევ­ნი­ათ?“.

"ბა­ტო­ნო ვატო თქვენ ხართ კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე და მგო­ნია, რომ წე­სე­ბი თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია. მო­გი­წო­დებთ ზრდი­ლო­ბის­კენ. დამ­შვიდ­დით. შე­კი­თხვა და­უს­ვით მომხსე­ნე­ბელს. მო­გი­წო­დებთ, მშვი­დად გა­ნაგ­რძოთ შე­კი­თხვე­ბის დას­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ვატო წე­რეთ­ლი­სად­მი მი­მარ­თვი­სას.

ცნო­ბის­თვის, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბის, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის, ლო­ტოს, ბინ­გოს და მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. აკ­რძალ­ვე­ბი შე­მო­დის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის ნა­წილ­ში.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი ორ კა­ნონ­ში - “რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ“ და “მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

კერ­ძოდ, იკ­რძა­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბის, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ - აღ­ნიშ­ნუ­ლი რეკ­ლა­მა იმ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბით ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­ზე­დაც დაშ­ვე­ბუ­ლია სის­ტე­მურ-ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით აზარ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბის, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის, ლო­ტოს, ბინ­გოს, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბის მო­წყო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის მო­წყო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ლო­ტოს მო­წყო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის და ბინ­გოს მო­წყო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მო­წყო­ბა;

აღ­ნიშ­ნუ­ლი რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის ან სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სპონ­სო­რო­ბის სა­ნაც­ვლო პი­რო­ბაა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
6

და იქნებ შეკრიბოს ბატონმა ანრიმ სხდომა და იმსჯელონ დაწყებული 2012-დან ,რამდენი დაპირება შეუსრულეს ხალხს-არა??-თუ ვერაა???

VVV
8

საქართველოს პირდაპირი მტერია ეგ წერეთელი. როგორაა წერეთელი ისაც გასარკვევია!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი გააძევა ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს განიხილავენ.

ოხანაშვილის გადაწყვეტილება ვატო წერეთლის განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც წერეთელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "მავნე“ უწოდა.

ანრი ოხანაშვილმა წერეთელს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ "უზრდელი ადამიანია“.

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ამიტომ გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან. როდესაც ზრდილობას ისწავლით, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. თქვენ ხართ მავნე და უზრდელი, ამიტომ გაიარეთ და გადით“, - მიმართა ოხანაშვილმა ვატო წერეთელს.

რაც შეეხება წერეთლის განცხადებას, სიტყვით გამოსვლისას მან აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების შედეგად ქართული სპორტის მოსალოდნელ ზარალზე ისაუბრა.

"ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ სპორტს მოაკლდება ძალიან დიდი დაფინანსება. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენს სპორტსმენებს ვტოვებთ ბირჟის, ლოთობის და ნარკომანიის ამარა. თუ მავნებლობა არ არის ეს, რა დააშავა ქართულმა სპორტმა და სპორტსმენებმა. ათიათასობით სპორტსმენი გვყავს, ასობით მილიონი ლარი უნდა გამოაკლდეს ქართულ სპორტს. ამხელა ფული უნდა მოაკლოთ სპორტსმენებს და დატოვოთ ნარკომანიის და ლოთობის ამარა.

დაჩქარებული წესით განხილვა რა არის, თუ არა მედიის ჩაწიხვლა. მოდის ახალი წელი, მედიებმა წლის განრიგი და ბიუჯეტი უნდა შეადგინონ. ჰოპ-ჰოპ, უცებ შევიკრიბოთ და განვიხილოთ, რა არის, თუ არა მედიის ჩაწიხვლა“,- განაცხადა ვატო წერეთელმა.

სხდომიდან გაძევებამდე ოხანაშვილმა ვატო წერეთელს ზრდილობისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა იმის თაობაზე, რომ წესები დაეცვა. ოხანაშვილის მხრიდან გაფრთხილება წერეთლის შემდეგ განცხადებას მოჰყვა: "თქვენ თუ გითამაშიათ, ბატონო ანრი? არასდროს? ან "კრისტალზე“, ან "აჭარაზე“. რომელი გირჩევნიათ?“.

"ბატონო ვატო თქვენ ხართ კომიტეტების სხდომაზე და მგონია, რომ წესები თქვენთვის ცნობილია. მოგიწოდებთ ზრდილობისკენ. დამშვიდდით. შეკითხვა დაუსვით მომხსენებელს. მოგიწოდებთ, მშვიდად განაგრძოთ შეკითხვების დასვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთლისადმი მიმართვისას.

ცნობისთვის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში.

ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში - “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

კერძოდ, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ - აღნიშნული რეკლამა იმ ვებ-გვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა;

აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა.