მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერავინო“ - ახალი ტურისტული სივრცე ყაზბეგში
"ტერავინო“ - ახალი ტურისტული სივრცე ყაზბეგში

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ცია - „ტე­რა­ვი­ნო“ გა­იხ­სნა. ის ღვი­ნის სა­დე­გუს­ტა­ციო მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც სამ სარ­თულ­ზე ღვი­ნის სა­ცავს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მა­ღა­ზია-სა­ლონს, რეს­ტო­რანს, ბარ­სა და ტე­რა­სას აერ­თი­ა­ნებს.

„ტე­რა­ვი­ნო“ მო­რი­გი ქარ­თუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა KTW ჯგუ­ფის­გან, რომ­ლის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 4 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

დღე­ი­დან ის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე KTW ჯგუ­ფის ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გილს და­ი­კა­ვებს. „ტე­რა­ვი­ნო“ დე­გუს­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბით მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. მისი სამ­ზა­რე­უ­ლო ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვე­ბის სინ­თე­ზია. თა­ვად კონ­ცეფ­ცია და დი­ზა­ი­ნი კი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია და ავ­თენ­ტუ­რად ერ­წყმის გა­რე­მოს. „ტე­რა­ვი­ნოს“ ბა­რის და ტე­რა­სის ვიტ­რა­ჟე­ბი­დან ყაზ­ბე­გის მთებ­ზე ულა­მა­ზე­სი, 360 გრა­დუ­სი­ა­ნი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა.

რეს­ტორ­ნის სივ­რცე 150 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი. ტე­რა­სას კი 100 სტუმ­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია.

„ვფიქ­რობ, თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით და დი­ზა­ი­ნით „ტე­რა­ვი­ნო“ მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ამ მხა­რის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ხელს შე­უ­წყობს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას . ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის - KTW ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტით მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის გან­ვი­თა­რე­ბას. და რაც კი­დევ უფრო მა­ხა­რებს, ჩემს გუნდთან ერ­თად, ამ რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მო­მავ­ლოდ უფრო მას­შტა­ბუ­რი გეგ­მე­ბი მაქვს. ჩვენ ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­რი­გი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვა­პი­რებთ“, - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, KTW ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

„ტე­რა­ვი­ნო­ში“ 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­თა ძი­რი­თად ნა­წილს ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

რეს­ტო­რან­ში სრუ­ლად და­ცუ­ლია Covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

R

ავტორი:

"ტერავინო“ - ახალი ტურისტული სივრცე ყაზბეგში

"ტერავინო“ - ახალი ტურისტული სივრცე ყაზბეგში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაცია - „ტერავინო“ გაიხსნა. ის ღვინის სადეგუსტაციო მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.

„ტერავინო“ მორიგი ქართული ინვესტიციაა KTW ჯგუფისგან, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეიდან ის როგორც საქართველოს, ასევე KTW ჯგუფის ტურისტულ რუკაზე დამსახურებულ ადგილს დაიკავებს. „ტერავინო“ დეგუსტაციის მიმართულებით კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოებით მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. მისი სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. თავად კონცეფცია და დიზაინი კი, მინიმალისტურია და ავთენტურად ერწყმის გარემოს. „ტერავინოს“ ბარის და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.

რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი 100 სტუმრის მიღება შეუძლია.

„ვფიქრობ, თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით „ტერავინო“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მხარის ტურიზმის განვითარებაში და ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონის ღვინის პოპულარიზაციას . ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - KTW ჯგუფის თითოეული ახალი პროექტით მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის განვითარებას. და რაც კიდევ უფრო მახარებს, ჩემს გუნდთან ერთად, ამ რეგიონთან დაკავშირებით სამომავლოდ უფრო მასშტაბური გეგმები მაქვს. ჩვენ ამავე ტერიტორიაზე მორიგი ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ“, - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

„ტერავინოში“ 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა ძირითად ნაწილს ადგილობრივი კადრები წარმოადგენენ.

რესტორანში სრულად დაცულია Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციები.

R