პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე
"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე

"ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ჭი­რონ, ამის პრობ­ლე­მას პი­როვ­ნუ­ლად მე, ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ “ლე­ლოს” ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მას შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მას­თან ერ­თად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე.

“ნა­თე­ლია, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ დას­კვნა დიდი ხნის წინ არის და­წე­რი­ლი და სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ არც ის და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რე .

დღეს და­ი­კი­თხა ამ საქ­მის ორი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი. კი­დევ ერთხელ ახ­სნეს დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი და უცებ და­ვი­ნა­ხეთ, რომ 30-გვერ­დი­ა­ნი საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა მზად არის. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რაც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს, სი­მარ­თლის დად­გე­ნა. წი­ნას­წარ არის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ეს არის ტი­პი­უ­რი საბ­ჭო­უ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­თუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მი­ა­ქა­ნებს, მი­ა­ქა­ნებს კი არა, უკვე ღრმად ვართ შე­სუ­ლი დე­პო­ში. ამი­ტომ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დავ­ტო­ვე პრო­ცე­სი. ამ პრო­ცესს საქ­მე არ აქვს არა­ნა­ირ სა­მარ­თალ­თან და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან. სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა ვინც არის იუ­რის­ტი და ვინც არ არის. ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ ამ საქ­მეს არ ჰყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გარ­და, არ ჰყავს მომ­ჩი­ვა­ნი, არა­ნა­ი­რი ფუ­ლის მით­ვი­სე­ბა არ ყო­ფი­ლა და რაც მთა­ვა­რია არა­ნა­ი­რი “ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა” არ ყო­ფი­ლა, იმი­ტომ, რომ თან­ხა “თი­ბი­სი ბან­კის” ფი­ლი­ა­შიც კი არ წა­სუ­ლა, ბან­კის სა­თაო ოფი­სის შე­ნო­ბაც კი არ და­უ­ტო­ვე­ბია და ან­გა­რი­შე­ბი. ყვე­ლას მინ­და მოგ­მარ­თოთ, აქ იმა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, რომ ჩვენ სა­სა­მარ­თლო­ში სამი წე­ლია დავ­დი­ვართ, თუ არ გვინ­და, რომ ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ, მა­შინ ასე­თი სა­სა­მარ­თლო და ასე­თი პრო­კუ­რა­ტუ­რა არ უნდა გვქონ­დეს. თუ გვინ­და, რომ ჭა­ობ­ში ვი­ყოთ მერე ვი­ღა­ცას არ უნდა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია, რა­ტომ არის ქვე­ყა­ნა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი და რა­ტომ ტო­ვე­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ ქვე­ყა­ნას, იმი­ტომ, რომ სა­მარ­თა­ლი სა­დაც არ არის, იქ არ არის ინ­ვეს­ტი­ცია.

ინ­ვეს­ტი­ცია სა­დაც არ არის, იქ არ არის სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ამი­ტომ, რა მო­ლო­დი­ნი მაქვს? ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ჭი­რონ, ამის პრობ­ლე­მას პი­როვ­ნუ­ლად მე, ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა. ამ სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟი თუ არ გა­ვა­კე­თეთ და რა­ღაც ახა­ლი არ და­ვი­წყეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ახ­ლის და­წყე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დად­გე­ნა და ისე­თი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის შექ­მნაა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქეს და რი­გით ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ მას არ და­ჩაგ­რავს სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
1

უნამუსობის მწვერვალი!

შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ჭი­რონ, გაგვაპატიურონ, გვაწამონ, ბიზნესი წაგვართვან, მოგკვლან და ა.შ.

ამ ხელისუფლებამ ამის მაგვარი რამე გააკეთა? რაღაც არ მახსენდება წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით.

ვინ დაიჭირეს?

კარგი რა! სინდისაც კარგი საქონელია.

პ.ს. სააკაშვილის დედ-მამას ბიზნესი წაართვეს? არა.

პროკოფი კესარიელი
0

არა, მაგას ერი ვერ გადაიტანს

ავტორი:

"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე

"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე

"ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება" - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში მასთან ერთად დაზარალებული არის ბადრი ჯაფარიძე.

“ნათელია, ყველამ დაინახა, რომ დასკვნა დიდი ხნის წინ არის დაწერილი და საერთოდ არ აინტერესებდათ არც ის დამაზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ძალიან დეტალურად გავიარე .

დღეს დაიკითხა ამ საქმის ორი მთავარი მოქმედი პირი, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. კიდევ ერთხელ ახსნეს დეტალურად ყველაფერი და უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მზად არის. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას, რაც იყო მოსალოდნელი საერთოდ არ აინტერესებს, სიმართლის დადგენა. წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი, ეს არის ტიპიური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს, მიაქანებს კი არა, უკვე ღრმად ვართ შესული დეპოში. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე პროცესი. ამ პროცესს საქმე არ აქვს არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან. საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი არგუმენტები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაინახა ვინც არის იურისტი და ვინც არ არის. ყველამ დაინახა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა და რაც მთავარია არანაირი “ფულის გათეთრება” არ ყოფილა, იმიტომ, რომ თანხა “თიბისი ბანკის” ფილიაშიც კი არ წასულა, ბანკის სათაო ოფისის შენობაც კი არ დაუტოვებია და ანგარიშები. ყველას მინდა მოგმართოთ, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ სასამართლოში სამი წელია დავდივართ, თუ არ გვინდა, რომ ასეთ საქართველოში ვიცხოვროთ, მაშინ ასეთი სასამართლო და ასეთი პროკურატურა არ უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, რომ ჭაობში ვიყოთ მერე ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რატომ არის ქვეყანა გაჭირვებული, გაღატაკებული და რატომ ტოვებენ ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ სამართალი სადაც არ არის, იქ არ არის ინვესტიცია.

ინვესტიცია სადაც არ არის, იქ არ არის სამუშაო ადგილი. ამიტომ, რა მოლოდინი მაქვს? ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება. ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და რაღაც ახალი არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა. ახლის დაწყება, პირველ რიგში, სამართლიანობის დადგენა და ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, სადაც მოქალაქეს და რიგით ადამიანს ექნება განცდა, რომ მას არ დაჩაგრავს სახელმწიფო მანქანა”, - განაცხადა ხაზარაძემ.