მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბის გამო.

რო­გორც ზე­ლენ­სკი აღ­ნიშ­ნავს, ასო­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­უ­ლის ქვეყ­ნე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვა­ლი უც­ვლე­ლია.

"მად­ლო­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უკ­რა­ი­ნის სო­ლი­და­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მტკი­ცე გან­ცხა­დე­ბის­თვის. ჩვენ უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ სან­დო პარტნი­ო­რე­ბით. "ასო­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­უ­ლის", ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვა­ლი უც­ვლე­ლია. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ბრი­უ­სელ­ში აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის­თვის", - წერს ზე­ლენ­სკი "ტვი­ერ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

„მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს წევ­რი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­თან შექ­მნილ სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბას და ხე­ლახ­ლა და­ვა­დას­ტუ­რო უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და ერ­თგუ­ლე­ბა; მინ­და, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რო­მელ­თა­ნაც გვა­ახ­ლო­ებს ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის დაძ­ლე­ვის, ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა. მჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა გა­უძ­ლებს არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას და საფრ­თხეს და სა­კუ­თარ არ­ჩე­ულ გზას ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­აც­ვლე­ვი­ნებს. მჯე­რა, ასე­ვე, რომ მშვი­დო­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა ყვე­ლას ინ­ტე­რეს­შია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
0

ასოცირებული სამეული კი არა საზარბაზნე ხორცი ვართ

ლადო
2

ზელენსკიმ ამით ოფიციალურად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილი თქვენთვის მომინდია, რაც გინდათ ის უქენით, მისი უკრაინის მოქალაქეობა არ მაინტერესებსო.

ავტორი:

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ასოცირებული სამეულის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებით. "ასოცირებული სამეულის", ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია. ჩვენ ვემზადებით ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის", - წერს ზელენსკი "ტვიერზე".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.