პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ გადადგომას" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
"არ ვაპირებ გადადგომას" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

"არ ვა­პი­რებ გა­დად­გო­მას" - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა, კობა გვე­ნე­ტა­ძემ შე­სა­ბა­მის კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვას, კობა გვე­ნე­ტა­ძის თქმით, ამ სა­კი­თხზე მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს.

"რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას ანაკ­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მაქვს ამა­ზე და არა­ნა­ი­რი როლი არ არის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ეს პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს თქვე­ნი შე­ფა­სე­ბაა და უფ­ლე­ბა გაქვთ თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა გქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას ვერ უმკლავ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა და უნდა გა­დად­გეს. ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გვე­ნე­ტა­ძეს ჰკი­თხა, რო­დის აპი­რებს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას.

ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვა კი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა დას­ვა. მან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს ჰკი­თხა: "იღებთ თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ანაკ­ლი­ის პორ­ტი არ აშენ­და?“.

grisha
0

ბადრი შუბლაძეს და კობა გვენეტაძეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ ვაპირებ გადადგომას" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

"არ ვაპირებ გადადგომას" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

"არ ვაპირებ გადადგომას" - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შესაბამის კითხვაზე უპასუხა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

"რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ თქვენი შეფასება გქონდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვა კი ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დასვა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა: "იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა?“.