პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი
"ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

"ვწყვეტ ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბას და არ შევ­წყვეტ ამ პრო­ტესტს სა­ნამ არ შე­ას­რუ­ლე­ბენ თო­ლო­რა­ი­ას უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს"- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

ამას­თან სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტარ­დეს, რაც გუ­ლის­ხმობს შეხ­ვედ­რე­ბის შე­ზღუდ­ვას და ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩა­მორ­თმე­ვას.

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ეს არის მათი პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის დას­კვნა­ზე.

“დღეს დი­ლით გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის დას­კვნა, რო­მელ­მაც და­ა­ჯა­რი­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო.

და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ათ­ში ამ გან­ცხა­დე­ბი­დან, ჩემს სა­კან­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლად შე­მო­ვი­და მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­შიც ამო­ვი­ცა­ნი ჩემი წა­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. მათ გა­მო­მი­ცხა­დეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავ­კა­რი წნე­ვის აპა­რატს თავ­დაც­ვის მიზ­ნით, როცა მი­პი­რებ­დნენ ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­და­წყვი­ტა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს შეხ­ვედ­რე­ბის შე­ზღუდ­ვას და ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩა­მორ­თმე­ვას.

ამის შემ­დეგ, დე­და­ჩემს, რო­მელ­საც ჰქონ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვა შე­მოს­ვლი­სა და ჩემი მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი აც­დე­ვი­ნებ­დნენ ქუ­ჩა­ში და და­აბ­რუ­ნეს უკან თბი­ლის­ში. ასე­ვე, არ უშ­ვებ­დნენ ჩემს პი­რად ექიმს და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ არ ჩა­ე­რია ჰოს­პიტ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ეს არის მათი პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის დას­კვნა­ზე. მათ კი არ აი­ღეს ჩემი ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი კად­რე­ბი, არა­მედ შუ­რის­ძი­ე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

ამი­ტომ, მე ვწყვეტ ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბას და არ შევ­წყვეტ ამ პრო­ტესტს სა­ნამ არ შე­ას­რუ­ლე­ბენ თო­ლო­რა­ი­ას უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, არ გა­ა­უქ­მე­ბენ ე.წ. დის­ციპ­ლი­ნა­რულ ზო­მებს და არ გა­ნა­ახ­ლე­ბენ ჩემ­თან მნახ­ვე­ლე­ბის ნორ­მა­ლურ დაშ­ვე­ბას!”, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იძუ­ლე­ბით შე­სახ­ლე­ბის კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რო­მელ­შიც ის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ში აწე­უ­ლი, წელს ზე­მოთ შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იძუ­ლე­ბით გა­დაჰ­ყავთ, „ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვია“.

მკითხველის კომენტარები / 124 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი პატრიოტი
9

ასეთი ნაძირლები როგორ ხართ,ქოცმაცუნებო.საზღვარი არ აქვს .თქვენს უტიფრობას.ღმერთი არ გწამთ?

არჩილი
3

ოღონდ ეგ არ ქნა არ დაგვღუპო :DDD

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

"ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

"ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამასთან სააკაშვილის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარდეს, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

სააკაშვილის შეფასებით, ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე.

“დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ.

ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!”, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება, რომელშიც ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ხელში აწეული, წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში იძულებით გადაჰყავთ, „ღირსების შემლახავია“.