სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე
"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის, დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნი“ გავ­რცელ­დე­ბა "შტორ­მი გვექ­ნე­ბა და ვირუ­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დაგ­ვივ­ლის“.

დევი ტე­ბი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი 3 კვი­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, დას­ძენს, რომ "ომიკ­რონს“ "სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი და­სა­წყი­სი აქვს“, რაც მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ძლი­ერ დაღ­ლი­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"ახლა გვექ­ნე­ბა შტორ­მი. ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დაგ­ვივ­ლის. ეს არის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი ვირუ­სი. ჯერ ერ­თა­დერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო არის ის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ჯერ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ასე­თი ფაქ­ტი. "ომიკ­რო­ნი“ 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და. ჩვენ­თან "ომიკ­რო­ნი“ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მაქ­სი­მუმ 2-3 კვი­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. მთა­ვა­რია, რომ მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ალ­ბათ, "პი­სი­არ“ ტეს­ტი მო­ა­ხერ­ხებს. სწრაფ ტეს­ტებ­ზე ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

მთა­ვა­რია, რომ "ომიკ­რონს“ ახა­სი­ა­თებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი და­სა­წყი­სი. დაღ­ლი­ლო­ბის ძლი­ე­რი სინ­დრო­მით და აგ­რე­სი­უ­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით იწყე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შტა­მი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და დევი ტა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე ცუდი იქ­ნე­ბა, თუ "დელ­ტა­სა" და "ომიკ­რო­ნის" თან­ხვედ­რა იქ­ნე­ბა.

"დელ­ტა“ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულს, თუ გან­მე­ო­რე­ბით "ომიკ­რო­ნი“ და­ე­მა­ტე­ბა, ეს და­ამ­ძი­მებს პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ეს არის ამ ეტაპ­ზე რისი თქმაც შეგ­ვიძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, რო­გორც დევი ტა­ბი­ძე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნა­ცია მუ­შა­ობს, რა­საც ის ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და "თით­ქმის არ არის"

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
1

დათრგუნულია უკვე ხალხი. აღარ არის საჭირო კოცონისთვის შეშის შეკეთება. გამუდმებული შიშით ცხოვრებასაც აზრი ეკარგება. უკვდავი არავინაა ამქვეყნად ღმერთის გარდა

ერი
0

ტყეში ყველაზე მაღალ ხეზე ყველა ვირუსი დაგვასკდეს ფეხზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე

"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში "ომიკრონი“ გავრცელდება "შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“.

დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. ამასთანავე, დასძენს, რომ "ომიკრონს“ "სერიოზული კლინიკური დასაწყისი აქვს“, რაც მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ დაღლილობაში გამოიხატება.

"ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. "ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან "ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, "პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

მთავარია, რომ "ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი. დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, ყველაზე ცუდი იქნება, თუ "დელტასა" და "ომიკრონის" თანხვედრა იქნება.

"დელტა“ ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით "ომიკრონი“ დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია“, - აღნიშნავს ტაბიძე.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, ვაქცინაცია მუშაობს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ადამინების გარდაცვალების პროცენტი ძალიან დაბალია და "თითქმის არ არის"