საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე
"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რაც მეტს ისა­უბ­რებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და სა­სა­მარ­თლო რაც უფრო გამჭვირ­ვა­ლედ უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ცესს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახა­ლი თა­ო­ბა კარ­გად და­ი­ნა­ხავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ პარ­ტი­ას­თან აქვს საქ­მე და ვინ არის ამ პარ­ტი­ის რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ა­კე­თა.

თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და რო­გორც ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს, რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ქვე­ყა­ნას და ვინ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია. გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­ვის­მი­ნეთ, ნათ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვერ­ტი­კა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო.

დღეს ვუ­ყუ­რებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე აქვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის დროს იყო ჩა­დე­ნი­ლი, ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ებს ამო­ფა­რე­ბუ­ლი, ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მან­ტი­ის ქვეშ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ღებ­ვას და მის გა­ნახ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ.

მისი გა­ნახ­ლე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი! ის სა­უბ­რობ­და რო­გორც ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი, ვისი და­ვა­ლე­ბი­თაც ღამ­ღა­მო­ბით ბიზ­ნე­სებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იბა­დებ­დნენ, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს იძუ­ლე­ბით ჩუქ­ნიდ­ნენ, ვისი და­ვა­ლე­ბი­თაც გაქ­რა და და­ი­ღუ­პა ასო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, ხოლო ასო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­ე­რა. ამის გა­თეთ­რე­ბა და გა­და­ღებ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1ოო
0

ვინმემ რომ გირჩიოს არავინ არა გყავს.

ვახტანგი. 69 წლის-s
7

პატივცემულო,,იმდენი ახალი გადასახადი და ჯარიმები დაგვიწესეს (რაც მანამდე არ არსებობდა--ტექ-დათვალიერება,საპენსიო ბეგარა,ტაქსების ბეგარა,ფასიანი სადგომები და ა.შ...),რომ სკვერების გახსნა და ბაღების შეღებვაც არ უნდა გააკეთონ????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ისაუბრებს სასამართლო სხდომაზე და სასამართლო რაც უფრო გამჭვირვალედ უზრუნველყოფს პროცესს, საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალი თაობა კარგად დაინახავს, სინამდვილეში როგორ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის რეალური ლიდერი", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, რომლის განახლება შეუძლებელია.

“ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს, რეალურად როგორი ადამიანი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. განცხადებები, რაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ელიტური კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ინსტიტუტების ვერტიკალური კონტროლი პრეზიდენტის მხრიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო.

დღეს ვუყურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, რომელთაც ასევე აქვთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რაც სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ჩადენილი, ზოგიერთი ტელევიზიებს ამოფარებული, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მანტიის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და მის განახლებას ცდილობენ.

მისი განახლება არის შეუძლებელი! ის საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, ვისი დავალებითაც ღამღამობით ბიზნესებს პროკურატურაში იბადებდნენ, როცა ადამიანები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს იძულებით ჩუქნიდნენ, ვისი დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით ადამიანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ხოლო ასობით ადამიანი წამებას დაექვემდებაერა. ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.