საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა თოდუას კლინიკაში
მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა თოდუას კლინიკაში

მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის დროს, ხში­რად, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი ართროპ­ლას­ტი­კა, ანუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­სრის პრო­თე­ზით ჩა­ნაც­ვლე­ბაა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბი­სა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­თე­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ის დღეს­დღე­ო­ბით ნაკ­ლე­ბად ტრავ­მა­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­აა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი კი გა­ცი­ლე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და ხან­მოკ­ლე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მენჯ-ბარ­ძა­ყის ართროპ­ლას­ტი­კის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს თო­დუ­ას კლი­ნი­კას. გარ­და ამი­სა, ის მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტებს ყო­ველ­წლი­უ­რად სთა­ვა­ზობს სი­ახ­ლე­ებს. სწო­რედ ამი­ტომ, თა­ნა­მედ­რო­ვე ართროპ­ლას­ტი­კა­ზე უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბის დროს და რა ეტაპ­ზე ხდე­ბა სა­ჭი­რო მენჯ-ბარ­ძა­ყის ართროპ­ლას­ტი­კა?

ართროპ­ლას­ტი­კას სახ­სრის და­ზი­ა­ნე­ბის (ართრო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა)დროს მივ­მარ­თავთ ხოლ­მე. ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც სახ­სარ­ში პა­თო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებს იწ­ვევს და სა­სახ­სრე ზე­და­პი­რებს აზი­ა­ნებს. მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის პა­თო­ლო­გია შე­იძ­ლე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი იყოს, ტრავ­მის შე­დე­გად შე­ძე­ნი­ლი ან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხრტი­ლის ცვე­თით ან სახ­სარ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი ნიშ­ნე­ბი 50 წლის ასა­კი­დან იჩენს ხოლ­მე თავს.

სახ­სრის და­ზი­ა­ნე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე ტკი­ვი­ლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, დრო­დად­რო შე­იძ­ლე­ბა მას მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვაც მოჰ­ყვეს. სა­ბო­ლო­ოდ კი, სახ­სა­რი მისი ჩვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვარ­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტი სა­ერ­თოდ ვე­ღარ იყე­ნებს მას. მისი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი ეცე­მა.

და­ზი­ა­ნე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით ან ართროს­კო­პი­ით – ხრტი­ლის მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი კო­რექ­ცი­ით ვცდი­ლობთ. ართროპ­ლას­ტი­კის ანუ სახ­სრის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრულ ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა კი დგე­ბა მა­შინ, რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბა უკვე შორსწა­სუ­ლია.

ხში­რად, სწო­რედ ასეთ დროს მოგ­ვმარ­თა­ვენ ხოლ­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გარ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აღარ გვაქვს. ასე­ვე, ჩი­ვი­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით შე­იძ­ლე­ბა სხვა სახ­სრე­ბიც და­ვა­ზი­ა­ნოთ და სა­ბო­ლო­ოდ სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბაც გახ­დეს სა­ჭი­რო. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტებ­მა ექიმს დრო­უ­ლად მი­მარ­თონ.

რამ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა ართროპ­ლას­ტი­კა? რამ­დე­ნად გა­ა­მარ­ტი­ვა ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა?

ართროპ­ლას­ტი­კა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა და, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვი ოპე­რა­ცია არ არის. თუმ­ცა, თუ ზუს­ტად შე­ვა­ფა­სებთ და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხს, სწო­რად შე­ვარ­ჩევთ პრო­თე­ზის მო­დი­ფი­კა­ცი­ა­სა და კომ­პო­ნენ­ტებს, მით უფრო ნაკ­ლე­ბად და­ვა­ზი­ა­ნებთ ქსო­ვი­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცესს და ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვაგ­რო­ვოთ. ეს გვეხ­მა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ვუდ­გეთ პა­ცი­ენტს და მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კა შე­ვი­მუ­შა­ვოთ.

გარ­და ამი­სა, მენჯ-ბარ­ძა­ყის პრო­თე­ზი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­მარ­ტი­ვა უახ­ლეს­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა წინსვლებ­მა, რა­საც თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ვნერ­გავთ. ასე­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ფრანგ კო­ლე­გებ­თან, რო­მელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც მუდ­მი­ვად ვხვე­წთ ოპე­რა­ცი­ულ ტექ­ნი­კას და ორ­თო­პე­დი­ის ფრან­გულ ხაზს ვან­ვი­თა­რებთ.

რო­გორც ვი­ცით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმპლან­ტე­ბის ხა­რისხსაც. რა­ტომ არის ეს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

იმპლანტზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც უფრო ხა­რის­ხი­ა­ნია ის, მით უფრო სრულ­ყო­ფი­ლია სახ­სრის მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ხა­რის­ხი გან­სა­ზღვრავს მის ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ო­ბის რე­სურსსაც. ამი­ტომ, ჩვენ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის – ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე იმპლან­ტებს ვი­ყე­ნებთ.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში ჩვენს კლი­ნი­კა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის იმპლან­ტი, რო­მე­ლიც E ვი­ტა­მი­ნი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ის უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­თე­ზის მდგრა­დო­ბას და ამ­ცი­რებს ცვე­თის ხა­რისხს. ამას­თან ერ­თად, ის სახ­სარ­ში­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა­სა და მიკ­რო­ან­თე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

რო­გო­რია ართროპ­ლას­ტი­კის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი?

პა­ცი­ენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, მე­ო­რე დღეს­ვე ვა­აქ­ტი­უ­რებთ მე-4, მე-5 დღეს ვწერთ კლი­ნი­კი­დან და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი მე­თო­დის­ტთა ჯგუ­ფი მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას უდ­გენს, რა დრო­საც მათი ასა­კის, სქე­სის, სხე­უ­ლის მა­სის, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ხდე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ რამ­დე­ნად უნდა დატ­ვირ­თონ სახ­სა­რი, რო­გორ გა­და­ად­გილ­დნენ სწო­რად, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გეგ­მით კი ეს პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი და ხან­მოკ­ლეა.

NS

ავტორი:

მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა თოდუას კლინიკაში

მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა თოდუას კლინიკაში

მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაზიანების დროს, ხშირად, ყველაზე ეფექტური გამოსავალი ართროპლასტიკა, ანუ დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლებაა. საბედნიეროდ, უახლესი მეთოდებისა და მაღალი ხარისხის პროთეზების მეშვეობით, ის დღესდღეობით ნაკლებად ტრავმატული ოპერაციაა, რეაბილიტაციის პროცესი კი გაცილებით უმტკივნეულო და ხანმოკლე.

საქართველოში მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკის დიდი გამოცდილება აქვს თოდუას კლინიკას. გარდა ამისა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით პაციენტებს ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეებს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ართროპლასტიკაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, გიორგი კვარაცხელიას დავუკავშირდით.

რა ტიპის დაზიანების დროს და რა ეტაპზე ხდება საჭირო მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა?

ართროპლასტიკას სახსრის დაზიანების (ართროზული დაზიანება)დროს მივმართავთ ხოლმე. ეს არის დაავადება, რომელიც სახსარში პათოლოგიურ პროცესებს იწვევს და სასახსრე ზედაპირებს აზიანებს. მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ტრავმის შედეგად შეძენილი ან დროთა განმავლობაში ხრტილის ცვეთით ან სახსარში არსებული სხვა კომპონენტების დაზიანებით გამოწვეული. ამ შემთხვევაში მისი ნიშნები 50 წლის ასაკიდან იჩენს ხოლმე თავს.

სახსრის დაზიანება საწყის ეტაპზე ტკივილით გამოიხატება, დროდადრო შეიძლება მას მოძრაობის შეზღუდვაც მოჰყვეს. საბოლოოდ კი, სახსარი მისი ჩვეული მდგომარეობიდან ვარდება და პაციენტი საერთოდ ვეღარ იყენებს მას. მისი სიცოცხლის ხარისხი ეცემა.

დაზიანების საწყის ეტაპზე პრობლემის მოგვარებას მედიკამენტოზური მკურნალობით ან ართროსკოპიით – ხრტილის მცირეინვაზიური კორექციით ვცდილობთ. ართროპლასტიკის ანუ სახსრის ნაწილობრივი ან სრულ ჩანაცვლების საჭიროება კი დგება მაშინ, როდესაც დაზიანება უკვე შორსწასულია.

ხშირად, სწორედ ასეთ დროს მოგვმართავენ ხოლმე პაციენტები და ქირურგიული ჩარევის გარდა ალტერნატივა აღარ გვაქვს. ასევე, ჩივილების უგულებელყოფით შეიძლება სხვა სახსრებიც დავაზიანოთ და საბოლოოდ სხვა სპეციალისტების დახმარებაც გახდეს საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ექიმს დროულად მიმართონ.

რამდენად რთული პროცედურაა ართროპლასტიკა? რამდენად გაამარტივა ის თანამედროვე ტექნოლოგიებმა?

ართროპლასტიკა ქირურგიული ჩარევაა და, შესაბამისად, მარტივი ოპერაცია არ არის. თუმცა, თუ ზუსტად შევაფასებთ დაზიანების ხარისხს, სწორად შევარჩევთ პროთეზის მოდიფიკაციასა და კომპონენტებს, მით უფრო ნაკლებად დავაზიანებთ ქსოვილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დიაგნოსტირების პროცესს და ვცდილობთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია შევაგროვოთ. ეს გვეხმარება ინდივიდუალურად მივუდგეთ პაციენტს და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შევიმუშავოთ.

გარდა ამისა, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება მნიშვნელოვნად გაამარტივა უახლესმა ტექნოლოგიურმა წინსვლებმა, რასაც თოდუას კლინიკაში აქტიურად ვნერგავთ. ასევე, ვთანამშრომლობთ ფრანგ კოლეგებთან, რომელთა რეკომენდაციებითაც მუდმივად ვხვეწთ ოპერაციულ ტექნიკას და ორთოპედიის ფრანგულ ხაზს ვანვითარებთ.

როგორც ვიცით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტების ხარისხსაც. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

იმპლანტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც უფრო ხარისხიანია ის, მით უფრო სრულყოფილია სახსრის მუშაობის მექანიზმი. ხარისხი განსაზღვრავს მის ხანგრძლივად მუშაობის რესურსსაც. ამიტომ, ჩვენ უმაღლესი ხარისხის – ევროპული და ამერიკული სტანდარტების მქონე იმპლანტებს ვიყენებთ.

დაახლოებით ერთ თვეში ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება ფრანგული წარმოების იმპლანტი, რომელიც E ვიტამინითაა გაჯერებული. ის უზრუნველყოფს პროთეზის მდგრადობას და ამცირებს ცვეთის ხარისხს. ამასთან ერთად, ის სახსარშივე უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების დაბალანსებასა და მიკროანთებების პრევენციას.

როგორია ართროპლასტიკის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი?

პაციენტებს, ძირითადად, მეორე დღესვე ვააქტიურებთ მე-4, მე-5 დღეს ვწერთ კლინიკიდან და რეაბილიტაცია სახლის პირობებში მიმდინარეობს. ჩვენი მეთოდისტთა ჯგუფი მათ ინდივიდუალურ გეგმას უდგენს, რა დროსაც მათი ასაკის, სქესის, სხეულის მასის, ცხოვრების სტილის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება ხდება. პაციენტები სწავლობენ რამდენად უნდა დატვირთონ სახსარი, როგორ გადაადგილდნენ სწორად, მათზე მორგებული გეგმით კი ეს პროცესი გაცილებით მარტივი და ხანმოკლეა.

NS