სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?
გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი" ქრის­ტი­ან ლინ­დნე­რი, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ოლაფ შოლ­ცი და "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" ლი­დე­რი ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი

გერ­მა­ნი­ა­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა დას­რულ­და: სამ­მა გერ­მა­ნულ­მა პარ­ტი­ამ - სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა, თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა და "მწვა­ნე­ებ­მა“ ქვეყ­ნის ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ­ლის ლი­დე­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ოლაფ შოლ­ცი იქ­ნე­ბა. კო­ა­ლი­ცი­ას ხა­ტოვ­ნად "შუქ­ნი­შა­ნი“ უწო­დეს, მას­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით: წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2021 წლის 26 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი ბუნ­დეს­ტა­გის (პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის) შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, მე-2 - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა, მე-3 - "მწვა­ნე­ებ­მა“ და მე-4 - "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა“. და რად­გან ან­გე­ლა მერ­კე­ლის პარ­ტი­ამ - "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა“ - უარი გა­ნა­ცხა­დეს ახალ მთავ­რო­ბა­ში შეს­ვლა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თეს "მწვა­ნე­ებ­თან“ და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან“.

გერ­მა­ნი­ის სამი პარ­ტი­ის მიერ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ფაქ­ტი ნიშ­ნავს, რომ ორ­პარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა სა­ბო­ლო­ოდ წარ­სულს ჩა­ბარ­და: როცა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ერ­თმა­ნეთს ორი დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ცვლი­და - მე­მარ­ჯვე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი ბლო­კი (ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ქრის­ტი­ან-სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი) და მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ოლაფ შოლ­ცი

ახლა გერ­მა­ნე­ლი და ევ­რო­პე­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის წი­ნა­შე კი­თხვა ჩნდე­ბა, რო­მელ­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი არ არის: რამ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რი და უნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტე­ბის­გან (სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან), მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის­გან ("მწვა­ნე­ე­ბის­გან“) და მე­მარ­ჯვე­ნე ლი­ბე­რა­ლე­ბი­სა­გან (თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან) იქ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი?

მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­მად­გენ­ლო­ბის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, თუ რო­მე­ლი პარ­ტია რო­მელ სფე­როს გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას.

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­სათ­ვის გა­ნი­სა­ზღვრა შემ­დე­გი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და სტრუქ­ტუ­რე­ბი: კან­ცლე­რი და მისი კან­ცე­ლა­რია, ში­ნა­გა­ნი და სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბი, თავ­დაც­ვა, მშე­ნებ­ლო­ბა და სა­ბი­ნაო სფე­რო, შრო­მა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჯან­დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა; "მწვა­ნე­თა“ პარ­ტი­ი­სათ­ვის - ეკო­ნო­მი­კა და კლი­მა­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა; თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­სათ­ვის - ფი­ნან­სე­ბი, იუს­ტი­ცია, ტრან­სპორ­ტი, გა­ნათ­ლე­ბა.

სხვა­თა შო­რის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ წო­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად სწო­რედ გერ­მა­ნი­ის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კაც.

  • მა­ინც რო­გო­რი ჩანს გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კონ­ტუ­რე­ბი?

მხო­ლოდ ერო­კავ­შირ­თან ერ­თად... მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბით

კან­ცლე­რო­ბის კან­დი­და­ტი ოლაფ შოლ­ცი, ისე­ვე რო­გორც სხვა პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­დნენ და თუ მა­ინც რა­ი­მეს ამ­ბობ­დნენ, იგი­ვე კურ­სის დეკ­ლა­რი­რე­ბას ახ­დენ­დნენ, რა­საც მა­ნამ­დე ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი ან­გე­ლა მერ­კე­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და. ოლაფ შოლ­ცის მთა­ვა­რი თე­ზი­სი ასე­თია: "გერ­მა­ნი­ამ ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ერ­თო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უნდა გა­ა­ტა­როს“.

ამას­თა­ნა­ვე, მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო წევ­რე­ბის პო­ზი­ცი­ებს თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, აშ­კა­რაა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი, ალ­ბათ, მა­ინც მოხ­დე­ბა: პროგ­ნო­ზე­ბის მი­ხედ­ვით, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს "მწვა­ნე“ ქალ­ბა­ტონს ანა­ლე­ნა ბერ­ბოკს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, რო­მელ­საც რუ­სე­თი, რბი­ლად თუ ვი­ტყვით, "გულ­ზე არ ეხა­ტე­ბა“. ფრაუ ანა­ლე­ნას ამის­თვის ორი მი­ზე­ზი აქვს: პირ­ვე­ლი - "მწვა­ნე­ე­ბი“ პრინ­ცი­პუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­დი­ან, რო­მე­ლიც და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს ეფუძ­ნე­ბა - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას; მე­ო­რე - "მწვა­ნე­ე­ბი“ ტრა­დი­ცი­უ­ლად ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან, ეკო­ლო­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის მომ­ხრე­ნი. მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სუ­ლი გა­ზის მილ­სა­დე­ნე­ბი "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დე­ბი“.

ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი

  • "აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“?!

ა) რუ­სე­თი

მე-20 სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის ერიხ მა­რია რე­მარ­კის წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბის ("და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“) ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას თუ მო­ვახ­დენთ, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ გერ­მა­ნი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის "აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტი“ უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა. "აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტში“ ვგუ­ლის­ხმობთ, რუ­სეთს, რო­მე­ლიც პრუ­სი­ი­სა და ოტო ფონ ბის­მარ­კის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გერ­მა­ნე­ლე­ბი­სათ­ვის საკ­მაო თავ­სა­ტეხს წარ­მო­ად­გენს.

გერ­მა­ნე­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი მოს­კო­ვის მი­მართ ბერ­ლი­ნის კურ­სის სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბას არ ელო­დე­ბი­ან. არა­ვის­თვის და­სა­მა­ლი არაა, რომ გერ­მა­ნე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი ადრე მოს­კო­ვის მი­მართ უფრო მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კის გამო გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის რთუ­ლი გახ­და რუ­სე­თი­სად­მი მე­გობ­რო­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა ან მოქ­მე­დე­ბა ლო­ზუნ­გით - "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სი“ ("business as usual").

ოლაფ შოლ­ცი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უკვე გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რად ჩავ­თვა­ლოთ, უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იქ­ცე­ვა, ვიდ­რე მისი ყო­ფი­ლი პარ­ტი­უ­ლი შეფი გერ­ჰარდ შრე­დე­რი, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში რუ­სეთს "სრულ­ფა­სო­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის“ მქო­ნე ქვეყ­ნად მი­ი­ჩევ­და, შემ­დეგ კი, 2016 წელს იმა­ვე "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის "გა­ზპ­რო­მის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი - გაზ­სა­დენ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-1“-ის მე­ნე­ჯე­რი გახ­და, 2017 წელს კი და­წი­ნა­ურ­და - ნავ­თობ-გა­ზის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის "როს­ნავ­თო­ბის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა.

კო­ა­ლი­ცი­ურ შე­თან­ხმე­ბა­ში გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ რეპ­რე­სი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს, ზღუ­დავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. იმავდრო­უ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ გა­უქ­მდეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 22 წლამ­დე რუსი ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის.

ბ) უკ­რა­ი­ნა და ბე­ლა­რუ­სი

კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნია შე­ეც­დე­ბა და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ხელი აა­ღე­ბი­ნოს რუ­სეთს ან­ტი­უკ­რა­ი­ნულ ქმე­დე­ბებ­ზე და ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თოს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა­ზე. მაგ­რამ ერ­თია - რა არის ჩა­წე­რი­ლი სამმხრივ დო­კუ­მენ­ტში და მე­ო­რეა - რა სურს უკ­რა­ი­ნას, ანუ რას მოს­თხოვს კი­ე­ვი ბერ­ლინს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით.

რა თქმა უნდა, უპირ­ვე­ლე­სად სა­კი­თხი ეხე­ბა რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზიტს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გერ­მა­ნი­ის მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აშშ-რუ­სე­თის ლი­დე­რე­ბის ჟე­ნე­ვის შეხ­ვედ­რის წინ კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი ვა­შინგტონ­ში ჯო ბა­ი­დენს მო­ე­ლა­პა­რა­კა, რომ აშშ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბას ხელს არ შე­უშ­ლი­და, ხოლო თა­ვის მხრივ გერ­მა­ნია რუ­სეთს და­ი­თან­ხმებ­და ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ზის ტრან­ზიტ­ზე უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით. მაგ­რამ რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლებს გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა და კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის და­პი­რე­ბას?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის უკვე გა­უჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი და ამი­ტომ ამას წი­ნათ მო­მა­ვალ კან­ცლერს და­პი­რე­ბა შე­ახ­სე­ნა, - უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა თქვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ყო­თო. მან ასე­ვე მო­ი­თხო­ვა, რომ ბერ­ლინ­მა ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს მოს­კოვ­ზე, რათა დონ­ბა­სის სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თოს "ნორ­მან­დი­ის ფორ­მა­ტის“ ჩარ­ჩო­ებ­ში.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ოლაფ შოლცს "ყელ­ში ამო­უ­ვი­დეს“ უკ­რა­ი­ნის მუდ­მი­ვი წუ­წუ­ნი და მა­შინ, როცა გერ­მა­ნი­ას თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბიც ბევ­რი აქვს, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბა "ჩა­მო­ა­ლა­ბო­რან­ტოს“.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლა­რუსს, გერ­მა­ნი­ის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა მხარს უჭერს ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და ყვე­ლა პო­ლი­პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბერ­ლი­ნი ასე­ვე არ იწო­ნებს პუ­ტინ-ლუ­კა­შენ­კოს და­ახ­ლო­ე­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის კურსს არ შეც­ვლის, მა­შინ გერ­მა­ნია შე­ეც­დე­ბა მინ­სკის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გა­ამ­კაც­როს.

დ) სა­ქარ­თვე­ლო - "აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის“ ჩარ­ჩო­ებ­ში

კო­ა­ლი­ცი­ურ შე­თან­ხმე­ბა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ასა­ხუ­ლია გერ­მა­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მხო­ლოდ "აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის“ ჩარ­ჩო­ებ­ში - ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის თვალ­საზ­რი­სით. რო­გორც სამმხრივ დო­კუ­მენ­ტშია ნათ­ქვა­მი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის“ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­მა გა­აგ­რძე­ლონ რე­ფორ­მე­ბი სა­მარ­თლი­სა და ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ებ­ში. ამ ქვეყ­ნე­ბის მიერ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბას საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბერ­ლი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან.

იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ გერ­მა­ნი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბა კვლავ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მობს თა­ვი­სი კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა და გან­მტკი­ცე­ბას რო­გორც პო­ლი­ტი­კის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ებ­ში. რა თქმა უნდა, მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი გერ­მა­ნი­ის მო­მა­ვა­ლი კან­ცლე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­თან, აგ­რეთ­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კის ან­ტი­რუ­სუ­ლი და ან­ტი­პუ­ტი­ნუ­რი გან­წყო­ბა.

რო­გორც გერ­მა­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (DGAP) ბერ­ლი­ნე­ლი ექ­სპერ­ტი სარა პა­გუნ­გი ამ­ბობს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ "მწვა­ნე­ე­ბი“ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ არა მარ­ტო რუ­სეთს, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს: "შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მოხ­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­რე­ვა - მოს­კო­ვი­დან სხვა დე­და­ქა­ლა­ქე­ბის­კე­ნაც“.

აქვე ვი­ტყვით, რომ თით­ქმის სა­ერ­თოდ არ არის მო­ნა­ცე­მე­ბი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს თვი­თონ ფრაუ ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი და მისი მო­მა­ვა­ლი გა­რე­მოც­ვა. ალ­ბათ, ერთი მხრივ, გერ­მა­ნი­ის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირშს და მე­ო­რე მხრივ - სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს გერ­მა­ნი­ა­ში ლე­ვან იზო­რი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მო­უ­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი უწყე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის წი­ნა­შე.

  • კი­დევ ვინ რო­მელ პოსტს ჩა­ი­ბა­რებს...

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე არ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნის კან­დი­და­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი" ქრის­ტი­ან ლინ­დნე­რი. იგი­ვე პარ­ტი­ი­დან იქ­ნე­ბი­ან იუს­ტი­ცი­ი­სა და ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრე­ბიც - მარ­კო ბუშ­მა­ნუ და ფოლ­კერ ვი­სინ­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლო­ვან უწყე­ბებს - ში­ნა­გან საქ­მე­თა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებს, მათ არ­ჩევ­ნებ­ში მეტი ხმე­ბის მიმ­ღე­ბი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. მათ ხელ­ში იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როც - ჯან­დაც­ვი­სა და შრო­მის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. მშე­ნებ­ლო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზეც სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

რად­გან ჯან­დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო ვახ­სე­ნეთ, აქვე ვი­ტყვით, რომ ახალ მთავ­რო­ბას და­გეგ­მი­ლი აქვს სა­ათ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გაზ­რდა დღე­ვან­დე­ლი 9,6 ევ­რო­დან 12 ევ­რომ­დე 2022 წელს. გა­მო­რი­ცხუ­ლია პენ­სი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა და სა­პენ­სიო ასა­კის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 67 წელს შე­ად­გენს.

და­გეგ­მი­ლია გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის გა­ი­ო­ლე­ბა: არ იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნან­დელ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი, ანუ და­იშ­ვე­ბა ორ­მა­გი მო­ა­ქალ­ქე­ო­ბა. ასე­ვე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ის პას­პორ­ტის მი­ღე­ბის პი­რო­ბაც - საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5 წლით ცხოვ­რე­ბა და არა 8 წლით, რო­გორც დღე­საა. გარ­და ამი­სა, იმ მიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა ბი­ნად­რო­ბის უვა­დო უფ­ლე­ბის მი­ცე­მას პირ­დე­ბა და ა.შ. ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა და მისი გა­ყიდ­ვა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­ში.

  • კლი­მა­ტის სა­მი­ნის­ტრო!?

კო­ა­ლი­ცი­უ­რი პროგ­რა­მის ერთ-ერთ მთა­ვარ პუნ­ქტს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გებ­თან ბრძო­ლა წარ­მო­ად­გენს - 2030 წლი­სათ­ვის გერ­მა­ნი­ა­ში მთლი­ა­ნად და­ი­ხუ­რე­ბა ქვა­ნახ­შირ­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო­სად­გუ­რე­ბი, ხოლო 2040 წლი­სათ­ვის - ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით სარ­გებ­ლო­ბა. ასე­ვე 2030 წლი­სათ­ვის აღარ იმოძ­რა­ვე­ბენ ბენ­ზინ­ზე და დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. თუმ­ცა არა­ვინ იცის, შეს­რულ­დე­ბა თუ არა ეს მო­თხოვ­ნა - გერ­მა­ნი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბა ხომ თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მხო­ლოდ 2025 წლამ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

მთავ­რო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა - კლი­მა­ტის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო (ან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა და მას და­ე­მა­ტე­ბა სი­ტყვე­ბი "კლი­მა­ტის დაც­ვის“). მი­ნის­ტრის ან მისი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას "მწვა­ნე­თა“ პარ­ტი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე რო­ბერ ხე­ბა­კი და­ი­კა­ვებს.

ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი და რო­ბერ ხე­ბა­კი

ქვა­ნახ­ში­რის ენერ­გე­ტი­კის ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან ერ­თად, კლი­მა­ტის დათ­ბო­ბას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, ახალ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას სურს, რომ ენერ­გე­ტი­კა­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გო­წყა­რო­ე­ბის წილი 80%-მდე გა­ა­ფარ­თო­ვოს (გა­სუ­ლი წლის 45%-თან შე­და­რე­ბით), ხოლო ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვეყ­ნის გზებ­ზე 2030 წლი­სათ­ვის 15 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ზარ­დოს. ასე­ვე ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, შემ­ცირ­დე­ბა ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით და თვითმფრი­ნა­ვე­ბით და პი­რი­ქით - გა­იზ­რდე­ბა რკი­ნიგ­ზით.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ჩარ­ჩო­ებ­ში გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ის 2% და­ეთ­მო­ბა ქა­რის გე­ნე­რა­ტო­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ხოლო ყო­ვე­ლი ახალმშე­ნებ­ლო­ბის (კორ­პუ­სე­ბის) სა­ხუ­რავ­ზე მზის ბა­ტა­რე­ე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა.

  • შემ­დეგ რა?

გერ­მა­ნი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვიდ­რე მთავ­რო­ბა მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს, მა­ნამ­დე პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს შო­რის მიღ­წე­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, ანუ მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის პროგ­რა­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­მი­ვე პარ­ტი­ამ უნდა მო­ი­წო­ნოს. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა 4-5 დე­კემ­ბერს არის და­გეგ­მი­ლი, "მწვა­ნე­ე­ბი“ კი მხო­ლოდ პარ­ტი­ის წევ­რებს გა­მოჰ­კი­თხა­ვენ.

კან­ცლე­რის არ­ჩე­ვა ბუნ­დეს­ტაგ­ში 8 დე­კემ­ბერს არის და­გეგ­მი­ლი. იმა­ვე დღეს ახალ კან­ცლერს და მის მი­ნის­ტრებს თა­ვი­ანთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რი და­ნიშ­ნავს და მათ­გან ფიცს მი­ი­ღებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ვე დღეს­ვე ფე­დე­რა­ლუ­რი კან­ცლე­რის უწყე­ბა­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლი საქ­მე­ებს ოლაფ შოლცს გა­დას­ცემს.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ყველაზე გამოუცდელი, უსუსური და უუნარო მთავრობა მოევლინა გერმანიას. მერკელის შემდეგ შოლცი - სასაცილოა, ბერბოკი საერთოდ, რომ არა ეს მოდური მწვანე დღის წესრიგი პოლიტიკაში ვერასოდეს ვერ მოვიდოდა. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს, გერმანიის ახალი მთავრობა ამერიკის დაკრულზე უკეთესად იცეკვებს.

ალექს
0

ჩვენშ ვეშაპს სამი თავი აქვს , ბევრი კი უთავო ვეშაპია , აწი ამოუვა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?

გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?
  • ფოტოკოლაჟზე მარცხნიდან მარჯვნივ: "თავისუფალი დემოკრატი" ქრისტიან ლინდნერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი და "მწვანეთა პარტიის" ლიდერი ანალენა ბერბოკი

გერმანიაში ანგელა მერკელის მმართველობის ეპოქა დასრულდა: სამმა გერმანულმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და "მწვანეებმა“ ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს, რომლის ლიდერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება. კოალიციას ხატოვნად "შუქნიშანი“ უწოდეს, მასში შემავალი პარტიების პოლიტიკური ფერების მიხედვით: წითელი, ყვითელი, მწვანე.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 26 სექტემბერს გამართული ბუნდესტაგის (პარლამენტის არჩევნების) შედეგად მიღებული ხმების რაოდენობით სოციალ-დემოკრატებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მე-2 - ქრისტიან-დემოკრატებმა, მე-3 - "მწვანეებმა“ და მე-4 - "თავისუფალმა დემოკრატებმა“. და რადგან ანგელა მერკელის პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატებმა“ - უარი განაცხადეს ახალ მთავრობაში შესვლაზე და ოპოზიციაში გადავიდნენ, სოციალ-დემოკრატებმა მოლაპარაკება გამართეს "მწვანეებთან“ და "თავისუფალ დემოკრატებთან“.

გერმანიის სამი პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ფაქტი ნიშნავს, რომ ორპარტიული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა: როცა ქვეყნის სათავეში ერთმანეთს ორი დიდი პოლიტიკური ძალა ცვლიდა - მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკი (ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირები) და მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია.

ანგელა მერკელი და ოლაფ შოლცი

ახლა გერმანელი და ევროპელი მიმომხილველების წინაშე კითხვა ჩნდება, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი გაცემული არ არის: რამდენად სტაბილური და უნარიანი იქნება მთავრობა, რომელიც მემარცხენე ცენტრისტებისგან (სოციალ-დემოკრატებისგან), მემარცხენეებისგან ("მწვანეებისგან“) და მემარჯვენე ლიბერალებისაგან (თავისუფალი დემოკრატებისგან) იქნება შედგენილი?

მოლაპარაკების შედეგად გერმანიის მთავრობის სავარაუდო შემადგენლობის კონტურები გამოიკვეთა. ასევე ცნობილი გახდა, თუ რომელი პარტია რომელ სფეროს გაუწევს კურირებას.

სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის განისაზღვრა შემდეგი საპასუხისმგებლო თანამდებობები და სტრუქტურები: კანცლერი და მისი კანცელარია, შინაგანი და საგარეო საქმეები, თავდაცვა, მშენებლობა და საბინაო სფერო, შრომა და სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა; "მწვანეთა“ პარტიისათვის - ეკონომიკა და კლიმატი, საგარეო საქმეები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა; თავისუფალი დემოკრატიული პარტიისათვის - ფინანსები, იუსტიცია, ტრანსპორტი, განათლება.

სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას ევროკავშირში, გარკვეულწილად სწორედ გერმანიის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული მთელი ევროკავშირის პოლიტიკაც.

  • მაინც როგორი ჩანს გერმანიის საგარეო პოლიტიკის კონტურები?

მხოლოდ ეროკავშირთან ერთად... მცირე ცვლილებებით

კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი, ისევე როგორც სხვა პარტიების ლიდერები, საარჩევნო კამპანიის დროს საგარეო პოლიტიკაზე ცოტას ლაპარაკობდნენ და თუ მაინც რაიმეს ამბობდნენ, იგივე კურსის დეკლარირებას ახდენდნენ, რასაც მანამდე ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი ახორციელებდა. ოლაფ შოლცის მთავარი თეზისი ასეთია: "გერმანიამ ევროკავშირთან შეთანხმებული საერთო საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს“.

ამასთანავე, მომავალი მთავრობის სავარაუდო წევრების პოზიციებს თუ გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ცვლილებები, ალბათ, მაინც მოხდება: პროგნოზების მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს "მწვანე“ ქალბატონს ანალენა ბერბოკს ჩააბარებენ, რომელსაც რუსეთი, რბილად თუ ვიტყვით, "გულზე არ ეხატება“. ფრაუ ანალენას ამისთვის ორი მიზეზი აქვს: პირველი - "მწვანეები“ პრინციპული საგარეო პოლიტიკის გატარების მოთხოვნით გამოდიან, რომელიც დასავლურ ფასეულობებს ეფუძნება - ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას; მეორე - "მწვანეები“ ტრადიციულად ბუნების დამცველები არიან, ეკოლოგიური პოლიტიკის გატარების მომხრენი. მათთვის მიუღებელია რუსული გაზის მილსადენები "ჩრდილოეთის ნაკადები“.

ანალენა ბერბოკი

  • "აღმოსავლეთის ფრონტი უცვლელია“?!

ა) რუსეთი

მე-20 საუკუნის ცნობილი გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის წიგნის სახელწოდების ("დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) ინტერპრეტაციას თუ მოვახდენთ, შეიძლება ვთქვათ, რომ გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის "აღმოსავლეთის ფრონტი“ უცვლელი იქნება. "აღმოსავლეთის ფრონტში“ ვგულისხმობთ, რუსეთს, რომელიც პრუსიისა და ოტო ფონ ბისმარკის დროიდან მოყოლებული, გერმანელებისათვის საკმაო თავსატეხს წარმოადგენს.

გერმანელი მიმომხილველები მოსკოვის მიმართ ბერლინის კურსის სერიოზულ ცვლილებას არ ელოდებიან. არავისთვის დასამალი არაა, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები ადრე მოსკოვის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილად ითვლებოდნენ, ვიდრე ქრისტიან-დემოკრატები, მაგრამ ბოლო წლებში მოსკოვის პოლიტიკის გამო გერმანელი პოლიტიკოსებისათვის რთული გახდა რუსეთისადმი მეგობრობის გამომჟღავნება ან მოქმედება ლოზუნგით - "ჩვეულებრივი ბიზნესი“ ("business as usual").

ოლაფ შოლცი, რომელიც შეიძლება უკვე გერმანიის კანცლერად ჩავთვალოთ, უფრო განსხვავებულად იქცევა, ვიდრე მისი ყოფილი პარტიული შეფი გერჰარდ შრედერი, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთს "სრულფასოვანი დემოკრატიის“ მქონე ქვეყნად მიიჩევდა, შემდეგ კი, 2016 წელს იმავე "დემოკრატიული“ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის "გაზპრომის“ თანამშრომელი - გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მენეჯერი გახდა, 2017 წელს კი დაწინაურდა - ნავთობ-გაზის უმსხვილესი კომპანიის "როსნავთობის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კოალიციურ შეთანხმებაში გაკრიტიკებულია რუსეთის ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს, ზღუდავს ადამიანის უფლებებს. იმავდროულად გათვალისწინებულია, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი 22 წლამდე რუსი ახალგაზრდებისათვის.

ბ) უკრაინა და ბელარუსი

კოალიციური შეთანხმების მიხედვით, გერმანია შეეცდება დაეხმაროს უკრაინას განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე, ხელი ააღებინოს რუსეთს ანტიუკრაინულ ქმედებებზე და ძალისხმევა მიმართოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. მაგრამ ერთია - რა არის ჩაწერილი სამმხრივ დოკუმენტში და მეორეა - რა სურს უკრაინას, ანუ რას მოსთხოვს კიევი ბერლინს რუსეთთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, უპირველესად საკითხი ეხება რუსული გაზის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიაზე და გერმანიის მიერ ვალდებულების შესრულებას.

როგორც ცნობილია, აშშ-რუსეთის ლიდერების ჟენევის შეხვედრის წინ კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს მოელაპარაკა, რომ აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას ხელს არ შეუშლიდა, ხოლო თავის მხრივ გერმანია რუსეთს დაითანხმებდა ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტზე უკრაინის ტერიტორიის გავლით. მაგრამ რამდენად შეასრულებს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა და კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი წინამორბედის დაპირებას?

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის უკვე გაუჩნდა ეჭვები და ამიტომ ამას წინათ მომავალ კანცლერს დაპირება შეახსენა, - უკრაინის ენერგოუსაფრთხოება თქვენ უნდა უზრუნველყოთო. მან ასევე მოითხოვა, რომ ბერლინმა ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა დონბასის საკითხზე შეხვედრა გაიმართოს "ნორმანდიის ფორმატის“ ჩარჩოებში.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ოლაფ შოლცს "ყელში ამოუვიდეს“ უკრაინის მუდმივი წუწუნი და მაშინ, როცა გერმანიას თავისი პრობლემებიც ბევრი აქვს, უკრაინის საკითხის მნიშვნელობა "ჩამოალაბორანტოს“.

რაც შეეხება ბელარუსს, გერმანიის კოალიციური მთავრობა მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყანაში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და ყველა პოლიპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბერლინი ასევე არ იწონებს პუტინ-ლუკაშენკოს დაახლოებას. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ხელისუფლება თავის კურსს არ შეცვლის, მაშინ გერმანია შეეცდება მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები გაამკაცროს.

დ) საქართველო - "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში

კოალიციურ შეთანხმებაში გარკვეულწილად ასახულია გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივაც, თუმცა ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია მხოლოდ "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში - ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. როგორც სამმხრივ დოკუმენტშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებმა გააგრძელონ რეფორმები სამართლისა და ეკონომიკის სფეროებში. ამ ქვეყნების მიერ დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ბერლინის ურთიერთობაში აღმოსავლელ პარტნიორებთან.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გერმანიის ახალი მთავრობა კვლავ ყურადღებას დაუთმობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განვითარებას, კერძოდ, საქართველოსთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის გაფართოებასა და განმტკიცებას როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები გერმანიის მომავალი კანცლერის დამოკიდებულება რუსეთთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ანალენა ბერბოკის ანტირუსული და ანტიპუტინური განწყობა.

როგორც გერმანის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ბერლინელი ექსპერტი სარა პაგუნგი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ "მწვანეები“ ყურადღებას მიაქცევენ არა მარტო რუსეთს, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს: "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოხდება პრიორიტეტების შერევა - მოსკოვიდან სხვა დედაქალაქებისკენაც“.

აქვე ვიტყვით, რომ თითქმის საერთოდ არ არის მონაცემები იმაზე, თუ რამდენად იცნობს საქართველოს თვითონ ფრაუ ანალენა ბერბოკი და მისი მომავალი გარემოცვა. ალბათ, ერთი მხრივ, გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და მეორე მხრივ - საქართველოს ელჩს გერმანიაში ლევან იზორიას მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევთ საქართველოს ინტერესების წარმოჩენისათვის გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების ახალი ხელმძღვანელის წინაშე.

  • კიდევ ვინ რომელ პოსტს ჩაიბარებს...

ფინანსთა მინისტრის პოსტზე არჩევა-დანიშვნის კანდიდატია "თავისუფალი დემოკრატი" ქრისტიან ლინდნერი. იგივე პარტიიდან იქნებიან იუსტიციისა და ტრანსპორტის მინისტრებიც - მარკო ბუშმანუ და ფოლკერ ვისინგი.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს - შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს, მათ არჩევნებში მეტი ხმების მიმღები სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. მათ ხელში იქნება სოციალური სფეროც - ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროები. მშენებლობის მინისტრის პოსტზეც სოციალ-დემოკრატი დაინიშნება.

რადგან ჯანდაცვა და სოციალური სფერო ვახსენეთ, აქვე ვიტყვით, რომ ახალ მთავრობას დაგეგმილი აქვს საათში მინიმალური ანაზღაურების გაზრდა დღევანდელი 9,6 ევროდან 12 ევრომდე 2022 წელს. გამორიცხულია პენსიების შემცირება და საპენსიო ასაკის ცვლილება, რომელიც ამჟამად 67 წელს შეადგენს.

დაგეგმილია გერმანიის მოქალაქეობის მიღების გაიოლება: არ იქნება აუცილებელი წინანდელ მოქალაქეობაზე უარი, ანუ დაიშვება ორმაგი მოაქალქეობა. ასევე გამარტივებულია გერმანიის პასპორტის მიღების პირობაც - საკმარისი იქნება გერმანიის ტერიტორიაზე 5 წლით ცხოვრება და არა 8 წლით, როგორც დღესაა. გარდა ამისა, იმ მიგრანტებს, რომლებიც კანონმორჩილები იქნებიან, კოალიციური მთავრობა ბინადრობის უვადო უფლების მიცემას პირდება და ა.შ. ლეგალიზებული იქნება მარიხუანას მოხმარება და მისი გაყიდვა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

  • კლიმატის სამინისტრო!?

კოალიციური პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს კლიმატის ცვლილებების შედეგებთან ბრძოლა წარმოადგენს - 2030 წლისათვის გერმანიაში მთლიანად დაიხურება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, ხოლო 2040 წლისათვის - ბუნებრივი გაზით სარგებლობა. ასევე 2030 წლისათვის აღარ იმოძრავებენ ბენზინზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. თუმცა არავინ იცის, შესრულდება თუ არა ეს მოთხოვნა - გერმანიის ახალი მთავრობა ხომ თავის უფლებამოსილებას მხოლოდ 2025 წლამდე განახორციელებს.

მთავრობაში, სავარაუდოდ, შეიქმნება ახალი სტრუქტურა - კლიმატის დაცვის სამინისტრო (ან ეკონომიკის სამინისტრო გაფართოვდება და მას დაემატება სიტყვები "კლიმატის დაცვის“). მინისტრის ან მისი მოადგილის თანამდებობას "მწვანეთა“ პარტიის თანათავმჯდომარე რობერ ხებაკი დაიკავებს.

ანალენა ბერბოკი და რობერ ხებაკი

ქვანახშირის ენერგეტიკის ლიკვიდაციასთან ერთად, კლიმატის დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, რომ ენერგეტიკაში განახლებადი ენერგოწყაროების წილი 80%-მდე გააფართოვოს (გასული წლის 45%-თან შედარებით), ხოლო ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყნის გზებზე 2030 წლისათვის 15 მილიონამდე გაზარდოს. ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, შემცირდება ტვირთების გადაზიდვა სატვირთო ავტომანქანებით და თვითმფრინავებით და პირიქით - გაიზრდება რკინიგზით.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოებში გერმანიის ტერიტორიის 2% დაეთმობა ქარის გენერატორების მშენებლობას, ხოლო ყოველი ახალმშენებლობის (კორპუსების) სახურავზე მზის ბატარეები დამონტაჟდება.

  • შემდეგ რა?

გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე მთავრობა მუშაობას დაიწყებს, მანამდე პარტიების ლიდერებს შორის მიღწეული კოალიციური შეთანხმება, ანუ მომავალი მთავრობის პროგრამა მთლიანობაში სამივე პარტიამ უნდა მოიწონოს. სოციალ-დემოკრატებისა და "თავისუფალი დემოკრატების" კონფერენციების ჩატარება 4-5 დეკემბერს არის დაგეგმილი, "მწვანეები“ კი მხოლოდ პარტიის წევრებს გამოჰკითხავენ.

კანცლერის არჩევა ბუნდესტაგში 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. იმავე დღეს ახალ კანცლერს და მის მინისტრებს თავიანთ თანამდებობებზე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დანიშნავს და მათგან ფიცს მიიღებს. სავარაუდოდ, იმავე დღესვე ფედერალური კანცლერის უწყებაში ანგელა მერკელი საქმეებს ოლაფ შოლცს გადასცემს.

ავტორი: სიმონ კილაძე