საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ... ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას" - აშშ-ს საელჩო
"კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ... ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას" -  აშშ-ს საელჩო

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო, კი­დევ ერთხელ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტი გა­ნაგ­რძობს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცესს სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის წინა ტალ­ღე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, რა­ზეც პარ­ლა­მენ­ტის ლი­დე­რე­ბი შე­თან­ხმდნენ" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

ამას­თან სა­ელ­ჩო წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ და­ნიშ­ვნა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო აღ­ნიშ­ნავს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხმე­ბის გა­მო­თიშ­ვა პრო­ცე­სი­დან კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა მიმ­დი­ნა­რე­ობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის გა­რე­შე.

სა­ელ­ჩო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შემ­დგო­მი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნამ­დე, მო­ვუ­წო­დებს პარ­ლა­მენტს, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნას და 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე რე­ფორ­მის წინა ტალ­ღე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და­ას­რუ­ლოს.

"ჩვენ ასე­ვე ვწუხ­ვართ, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა მიმ­დი­ნა­რე­ობს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. მა­შინ, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ და პარ­ლა­მენ­ტმა ნაჩ­ქა­რე­ვად წარ­მარ­თა მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კან­ტუ­რია. ქარ­თველ ხალ­ხს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნდა ჰქონ­დეს ხმა ამ გავ­ლე­ნი­ა­ნი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, რომ­ლე­ბიც უვა­დოდ გამ­წეს­დე­ბი­ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბად უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხმე­ბის გა­მო­თიშ­ვა ამ პრო­ცე­სი­დან კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის გა­რე­შე.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შემ­დგო­მი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნამ­დე, ჩვენ მტკი­ცედ მო­ვუ­წო­დებთ პარ­ლა­მენტს, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში და 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე და­ას­რუ­ლოს რე­ფორ­მის წინა ტალ­ღე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა­თა დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ უნდა გაგ­რძელ­დეს სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. ახლა მი­ზა­ნი უნდა იყოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნა, რომ­ლის მი­მარ­თაც ქარ­თველ ხალ­ხს ექ­ნე­ბა სრუ­ლი ნდო­ბა და რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სრულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მრა­ვა­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­სა­მარ­თლი­სა და იუ­რის­ტი­სა, რო­მე­ლიც პა­ტი­ო­სა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1111
1

დახურეთ ამერიკის საელჩო სასწრაფოდ

გიო
0

ხალხის სახელით ნუ სპეკულირებთ - საკუთარი ხალხის ხმა არ გესმით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ... ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას" - აშშ-ს საელჩო

"კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ... ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას" -  აშშ-ს საელჩო

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ" - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ამასთან საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აღნიშნავს, დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

საელჩო უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, მოვუწოდებს პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას და 2022 წლის გაზაფხულამდე რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება დაასრულოს.

"ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.