პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“ - რას სწერს "ინტერპრესნიუსს" კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქალი
"სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“ - რას სწერს "ინტერპრესნიუსს" კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქალი

კას­პში, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის და­ფარ­ვის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე რუს­თა­ვის მე-5 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წე­რილს უგ­ზავ­ნის.

წე­რილ­ში ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე სა­ა­გენ­ტოს კი­თხვებს პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბის, თუმ­ცა რო­გორც ამ­ტკი­ცებს, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ამ ეტა­პამ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს და სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბაც კი არ მის­ცა, მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბრალ­დე­ბებ­საც პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბამ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუ­თხით ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა.

ბრალ­დე­ბულს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის სა­სა­მარ­თლო მას გა­ამ­ტყუ­ნებს, თუმ­ცა, რო­გორც ის აცხა­დებს, ამის შემ­დეგ "თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და და­ის­ვე­ნებს, ვი­ნა­ი­დან შვი­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა“.

წე­რილ­ში ჩხა­ი­ძე ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბა­ზეც სა­უბ­რობს.

"პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა რა თქმა უნდა რთუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ორი პა­ტა­რა ბი­ჭის დედა ხარ და ამ დროს პრო­კუ­რა­ტუ­რა გარე სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გიკ­რძა­ლავს, აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს და­რეკ­ვის, ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბის და გაგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბა. 7 თვეა ბავ­შვე­ბი არ მი­ნა­ხავს, მათი ხმაც კი არ გა­მი­გია. ერ­თა­დერ­თხელ - ად­ვო­კატ­მა, დის­ტან­ცი­უ­რი პრო­ცე­სის დროს ტე­ლე­ფო­ნი­დან და­მა­ნა­ხა მათი სა­ხე­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ამ ხსნის მან­ძილ­ზე, ჩემი კავ­ში­რი სამ­ყა­როს­თან მხო­ლოდ და მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბო­და, მა­შინ, რო­დე­საც ჩემს სა­ნა­ხა­ვად შე­მო­დი­ან და მიყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გორ არი­ან ჩემი პა­ტა­რე­ბი და ჩემი ოჯა­ხი. ამას­თან, რთუ­ლია, რო­დე­საც ერთ ოთახ­ში ხარ ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამა­საც შე­ვეჩ­ვიე და პრო­ცე­სი რომ მაქვს და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ვტო­ვებ ჩემს ოთახს, ცუ­დად ვარ და ერთი სული მაქვს ჩემს სა­კან­ში დავ­ბრუნ­დე. ვიცი, რომ მალე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და­მე­ნიშ­ნე­ბა სას­ჯე­ლი და და­ვის­ვე­ნებ, გარ­კვე­ულ­წი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბი. ერთი სული მაქვს დამ­თავ­რდეს პრო­ცე­სე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნოს სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი და მო­მეხ­სნას ეს სა­ში­ნე­ლი აკ­რძალ­ვა, რათა ვნა­ხო ჩემი შვი­ლე­ბი და ჩემი მშობ­ლე­ბი“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ა­ში მისი ქმრის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ფიქ­რობ­და თუ არა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, რო­გორც ამას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ეუბ­ნე­ბო­და, ჩხა­ი­ძე პა­სუ­ხობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მა­შინ­ვე უამ­ბო, რო­გორც კი ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ი­ბა­რეს.

"ჩემი მე­უღ­ლის მკვლე­ლი მკვლე­ლო­ბის ღა­მეს­ვე დაბ­რუნ­და, ამი­ტომ ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი. უნდა მეც­ნო­ბე­ბი­ნა მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. რო­გორც კი და­მი­ბა­რეს, იმა­ვე დღეს გა­მომ­ძი­ე­ბელს პირ­ველ­მა მე მო­ვუ­ყე­ვი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ჩემი მო­ნა­ყო­ლის სის­წო­რე და­დას­ტურ­და კი­დეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

მე ჩემ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ვურ­ბი­ვარ. ძა­ლი­ან ბევ­რს ჰქონ­და ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი და ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის მი­ზა­ნი იყო სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა და მად­ლო­ბა ღმერ­თს, დამ­ტკიც­და, რომ ჩემი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია“, - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ მი­ი­ღო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რა­ტომ გა­რე­ცხა მე­უღ­ლის კუთ­ვნი­ლი სის­ხლი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ჩხა­ი­ძე აცხა­დებს, რომ "მან­ქა­ნა მას არ გა­უ­რე­ცხავს და ის ბრალ­დე­ბულ კა­ხიშ­ვი­ლის და ღუ­ნაშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მა გა­რე­ცხეს“.

და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბრალ­დე­ბებ­საც პა­სუ­ხობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ღუ­ნაშ­ვი­ლი მან და კა­ხიშ­ვილ­მა ერ­თად მოკ­ლეს.

"რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ჩვენ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა ვარ­ჩი­ეთ. თუმ­ცა, ერთი რამ ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია და­გიდსტუ­როთ - ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მე, ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძეს არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. მკვლე­ლო­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქმის, 6 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი გა­მო­ძი­ე­ბას­თან, უს­მენ­დნენ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ჩემს გარ­შე­მო, თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­პო­ვეს, რაც ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან ჩემ შემ­ხებ­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და. პი­რი­ქით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მო­ი­რი­ცხა ჩემი მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვით გა­მო­ი­რი­ცხა ჩემი მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში რა­ი­მე სა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­დას­ტურ­და, რომ ნო­და­რი მოკ­ლუ­ლია არა სახ­ლში, არა­მედ სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ მე მის­თვის არა­ფე­რი ჩა­მირ­ტყამს. სა­სა­მარ­თლო­ში ჩემი ად­ვო­კა­ტის კი­თხვებ­ზე ექ­სპერ­ტმა ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა, რი­თაც გა­მო­ი­რი­ცხა ჩემი მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ექ­სპერ­ტმა თქვა, რომ შე­საძ­ლოა, თავ­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით გა­თი­შუ­ლი­ყო ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წა­მით მა­შინ, როცა მე მაბ­რა­ლებ­დნენ, თით­ქოს, ნო­და­რი გავ­თი­შე, კა­ხიშ­ვილს ვთხო­ვე გა­თი­შუ­ლი კა­ცის სხვა­გან წაყ­ვა­ნა და მოკ­ვლა. ასე­ვე ექ­სპერ­ტმა ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩემ მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არის არას­წო­რი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან სურ­დათ მკვლე­ლო­ბის დაბ­რა­ლე­ბა, მაგ­რამ მჯე­რო­და, რომ ვერ და­მიმ­ტკი­ცებ­დნენ იმას, რაც არ ჩა­მი­დე­ნია“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ რა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სათ­ქმე­ლი ქალს, რო­მე­ლიც რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი გი­სო­სებს მიღ­მა თა­ვად აღ­მოჩ­ნდა, ჩხა­ი­ძე აცხა­დებს, რომ "მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ან­თან არა­ვინ უნდა იცხოვ­როს“.

"ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ არ და­უშ­ვან იგი­ვე შეც­დო­მა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის, წა­მე­ბის მსხვერ­პლი. თით­ქმის ყო­ველ­დღე ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ, მე კი შვი­ლე­ბის გამო ვით­მენ­დი ამ კოშ­მარ­ში ცხოვ­რე­ბას. მე ყვე­ლა ქალს ვურ­ჩევ, რომ არ გა­ი­მე­ო­რონ იგი­ვე შეც­დო­მა, რაც მე, იბ­რძო­ლონ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის­თვის და ერთი დღეც არ იცხოვ­რონ მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ან­თან. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვი­საც თა­ვი­დან­ვე სჯე­რო­და, რომ მე ჩემი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 მარტს, კას­პში 34 წლის ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი მე­გო­ბა­რი, 30 წლის მა­მა­კა­ცი - ზუ­რაბ კა­ხიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ღუ­ნაშ­ვილს ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მომ­ხდა­რი­დან რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე - 31 წლის ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

თუ იცოდი, რომ ქმარი მოგიკლეს, და ისიც იცოდი ვინ მოკლა, კი არ უნდა გეთქვა უნდა გეყვირა, მეცოდები მთელი გულით ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდი, ახალგაზრდა გოგო ხარ, 2 შვილის დედა, საციხოდ მართლა მეცოდბი, მაგრამ უპატიებელი ჩაიდინე, ვინც ქმარი მოგიკლა თვალები უნდა დაგეთხარა იმისტვის, ჩუმად არ უნდა ყოფილიყავი.

ირმას
3

გაცილდი მერე ამ ცოდვაში თავს, როგორ იგდებ ან ამ ტვირთით როგორ უნდა იცხოვრო, წარმოგიდგენია? ამ თემაზე გადაცემებს, რომ ვუყურე ისეთი ძლიერი მამის შვილია, ის ბიჭი ამას ვერ დააშანტაჟებდა და თუ დააშანტაჟებდა მამა ამ საქმეს მოუგვარებდა. ისე გაიძახიან ტელევიზიით ცნობილი ბიზნესმენი არისო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“ - რას სწერს "ინტერპრესნიუსს" კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქალი

"სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“ - რას სწერს "ინტერპრესნიუსს" კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქალი

კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან "ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

წერილში ქეთევან ჩხაიძე სააგენტოს კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა როგორც ამტკიცებს, მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ეტაპამდე დუმილის უფლებით სარგებლობს და სასამართლოში ჩვენებაც კი არ მისცა, მოკლულის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებამ მკვლელობაში მონაწილეობის კუთხით ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

ბრალდებულს მოლოდინი აქვს, რომ დანაშაულის დაფარვისთვის სასამართლო მას გაამტყუნებს, თუმცა, როგორც ის აცხადებს, ამის შემდეგ "თავისუფალი იქნება და დაისვენებს, ვინაიდან შვილების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა“.

წერილში ჩხაიძე ციხეში ცხოვრებაზეც საუბრობს.

"პენიტენციურ დაწესებულებაში ცხოვრება რა თქმა უნდა რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორი პატარა ბიჭის დედა ხარ და ამ დროს პროკურატურა გარე სამყაროსთან კომუნიკაციას გიკრძალავს, აკრძალული მაქვს დარეკვის, ამანათების მიღების და გაგზავნის უფლება. 7 თვეა ბავშვები არ მინახავს, მათი ხმაც კი არ გამიგია. ერთადერთხელ - ადვოკატმა, დისტანციური პროცესის დროს ტელეფონიდან დამანახა მათი სახეები. შესაბამისად, მთელი ამ ხსნის მანძილზე, ჩემი კავშირი სამყაროსთან მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის დახმარებით ხდებოდა, მაშინ, როდესაც ჩემს სანახავად შემოდიან და მიყვებიან, თუ როგორ არიან ჩემი პატარები და ჩემი ოჯახი. ამასთან, რთულია, როდესაც ერთ ოთახში ხარ ჩაკეტილი, მაგრამ ამასაც შევეჩვიე და პროცესი რომ მაქვს და რამდენიმე საათით ვტოვებ ჩემს ოთახს, ცუდად ვარ და ერთი სული მაქვს ჩემს საკანში დავბრუნდე. ვიცი, რომ მალე დანაშაულის დაფარვისთვის დამენიშნება სასჯელი და დავისვენებ, გარკვეულწილად თავისუფალი ვიქნები. ერთი სული მაქვს დამთავრდეს პროცესები, გამოიტანოს სასამართლომ განაჩენი და მომეხსნას ეს საშინელი აკრძალვა, რათა ვნახო ჩემი შვილები და ჩემი მშობლები“, - აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში მისი ქმრის მკვლელობის შესახებ და ფიქრობდა თუ არა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ვერავინ გაიგებდა, როგორც ამას მკვლელობაში ბრალდებული ეუბნებოდა, ჩხაიძე პასუხობს, რომ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ მაშინვე უამბო, როგორც კი ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.

"ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ამიტომ ვიყავი ძალიან შეშინებული. უნდა მეცნობებინა მაშინვე პოლიციისთვის, მაგრამ ვერ გავბედე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც კი დამიბარეს, იმავე დღეს გამომძიებელს პირველმა მე მოვუყევი მომხდარის შესახებ და ჩემი მონაყოლის სისწორე დადასტურდა კიდეც მოგვიანებით.

მე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მკვლელობაში თანამონაწილე ვყოფილიყავი. ჩემი და ჩემი ადვოკატების მიზანი იყო სიმართლის დამტკიცება და მადლობა ღმერთს, დამტკიცდა, რომ ჩემი მეუღლის მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია“, - აცხადებს ბრალდებული.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობა და რატომ გარეცხა მეუღლის კუთვნილი სისხლიანი ავტომობილი, ჩხაიძე აცხადებს, რომ "მანქანა მას არ გაურეცხავს და ის ბრალდებულ კახიშვილის და ღუნაშვილის მეგობრებმა გარეცხეს“.

დაკავებული ქალი მეუღლის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ღუნაშვილი მან და კახიშვილმა ერთად მოკლეს.

"როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასამართლო სხდომაზე ჩვენ დუმილის უფლება ვარჩიეთ. თუმცა, ერთი რამ ცალსახად შემიძლია დაგიდსტუროთ - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მე, ქეთევან ჩხაიძეს არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. მკვლელობის დღიდან მოყოლებული, თითქმის, 6 თვე მიმდინარეობდა გამოძიება, ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან, უსმენდნენ ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო, თუმცა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, რაც ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობასთან ჩემ შემხებლობას დაადასტურებდა. პირიქით, მტკიცებულებებით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში მონაწილეობა.

საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა. დადასტურდა, რომ ნოდარი მოკლულია არა სახლში, არამედ სახლიდან მოშორებით გარდაიცვალა. ასევე დადასტურდა, რომ მე მისთვის არაფერი ჩამირტყამს. სასამართლოში ჩემი ადვოკატის კითხვებზე ექსპერტმა ისეთი პასუხები გასცა, რითაც გამოირიცხა ჩემი მკვლელობაში მონაწილეობა. მაგალითად, ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლოა, თავში მიყენებული დაზიანებით გათიშულიყო ნოდარ ღუნაშვილი მხოლოდ რამდენიმე წამით მაშინ, როცა მე მაბრალებდნენ, თითქოს, ნოდარი გავთიშე, კახიშვილს ვთხოვე გათიშული კაცის სხვაგან წაყვანა და მოკვლა. ასევე ექსპერტმა ადვოკატის კითხვაზე პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ჩემ მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაცია არ არის არასწორი. მართალია, ძალიან სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“, - აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რა აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი ქალს, რომელიც როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, საბოლოოდ კი გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა, ჩხაიძე აცხადებს, რომ "მოძალადე ადამიანთან არავინ უნდა იცხოვროს“.

"ყველას ვურჩევ, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა. წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის, წამების მსხვერპლი. თითქმის ყოველდღე ვიყავი ძალადობის ქვეშ, მე კი შვილების გამო ვითმენდი ამ კოშმარში ცხოვრებას. მე ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა, რაც მე, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მე ჩემი მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მქონდა მიღებული“, - აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი.