საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა
თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან 18 წლის­თავ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ხვალ ცო­ცხალ ჯაჭვს გა­მარ­თა­ვენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­ლე­წამ­ყვან­მა და ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, აქ­ცი­ას ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის სახე ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა და ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე დას­რულ­დე­ბა.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის თქმით­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ით ისი­ნი კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ეს დღე ახ­სოვთ და ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი დღის გამო მად­ლო­ბას გა­და­უხ­დი­ან.

"15:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ვარ­დე­ბის მო­ედ­ნამ­დე აქ­ცია და­ი­წყე­ბა. ამ აქ­ცი­ას ორი მი­ზე­ზი აქვს - ერ­თის მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სულ ცდი­ლობს ეს დღე და­აკ­ნი­ნოს, გა­ა­უ­ფე­რუ­ლოს, მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უ­კარ­გოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­უბ­ნე­ბით, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ მისი მნიშ­ვნე­ლო­ბაც და ამ დღის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. მე­ო­რე მხრივ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნდა იცო­დეს, რომ ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბე­ბის მად­ლობ­ლე­ბი ვართ, რად­გან რო­გორც წესი, კრი­ტი­კა ეს­მის მუ­დამ შო­რი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა გა­ვა­გო­ნებთ მად­ლო­ბა­საც.

ეს იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, არ იქ­ნე­ბა მსვლე­ლო­ბე­ბი, სიმ­ბო­ლუ­რი მარ­შრუ­ტი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ვარ­დე­ბის მო­ედ­ნამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

შე­უ­ერ­თდე­ბი­ან თუ არა აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, უც­ნო­ბია. თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ყვე­ლა მსურ­ველს ცო­ცხალ ჯაჭვში ჩა­სად­გო­მად ეპა­ტი­ჟე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

ერთხელ ხახლისთვისაც მოწყეთ პროტესტი! ხალხი რომ შიმძილით კვდება

გაზდრილი ფასებისთვის

 

მიტომ არ სჯერავტ თქვენი!

გეყოთ მისა გრიშა და ბორიას ზახილი ხალხო!

 

საქართველოს ის რესურსები აქვს რომ მდიდრები უნდა ყოთ! რა ნავტორბი წყალი მთელს შუა აღმოსავლეტდს არ აქვს და მალე სულ აღარ ენბეთ და მერე უყურეთ ხალხის შემოდინება თქვენ კი ხალხის ცხოვრების დონე რომ გააუმჯობესოთიმის მაგივრად ბიუჯეტს თქვლეფთ და თან ერთმანეტს ჭამთ! 

ტქვენ ყველას ციხე და ჩაუშესკუ არ აგცდებათ იცოდეთ!როდემდე მოგითმენთ ხალხი!

 

!
0

ის იყოს ნანუკა, ვინ ნანუკას ჯაჭვში ჩაებას!

ავტორი:

თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ხვალ ცოცხალ ჯაჭვს გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ტელეწამყვანმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

ჟორჟოლიანის თქმითვე, აღნიშნული აქციით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ და ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.

"15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს - ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული ამბების მადლობლები ვართ, რადგან როგორც წესი, კრიტიკა ესმის მუდამ შორიდან. შესაბამისად, ახლა გავაგონებთ მადლობასაც.

ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, არ იქნება მსვლელობები, სიმბოლური მარშრუტი აქვს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ აქციას პოლიტიკოსები, უცნობია. თუმცა, ორგანიზატორები ყველა მსურველს ცოცხალ ჯაჭვში ჩასადგომად ეპატიჟებიან.