სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით
ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ინალ არ­ძინ­ბა და­ნიშ­ნეს. "მი­ნის­ტრად" და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვე­შუ, მან უკვე მო­ა­ხერ­ხა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტე­ბის აკ­რძალ­ვა და მოს­კოვ­სა და სოჭ­ში ვი­ზი­ტი. ასე­ვე გა­ე­როს გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვე­ბელ წევ­რად დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბას ითხოვს.

მან ასე­ვე თბი­ლი­სის­გან ძა­ლის არ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა მო­ი­თხო­ვა. ამით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას გეგ­მავს. ინალ არ­ძინ­ბას თქმით, სო­ხუ­მი ამას პირ­და­პირ საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს.

  • "მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, ხელი მო­ა­წე­როს ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. აფხა­ზე­თი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა. ჩვენ არ ვა­პი­რებთ არა­ვის­ზე შე­ტე­ვას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ ჩვენს სამ­შობ­ლოს, ხალ­ხს და მშობ­ლი­ურ მი­წას", - აცხა­დებს დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

ინალ არ­ძინ­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ­თა აზრი თა­ვი­დან­ვე ორად გა­ი­ყო. ზო­გი­ერ­თის მო­საზ­რე­ბით, მისი რუ­სუ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რაც ბევ­რის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს - 32 წლის ინალ არ­ძინ­ბა დიდი ხა­ნია აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რაა, ოღონდ ყო­ველ­თვის კრემ­ლი­სა და რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ორ­ბი­ტა­ზე ტრი­ა­ლებ­და.

არ­ძინ­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ვე­ლი იყო, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახალ­გაზ­რდა ინალ არ­ძინ­ბა უფრო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის აქ­ტი­უ­რი, რაც კარ­გად ეს­მით აფხა­ზეთ­ში.

რე­გი­ონ­ში, სა­დაც წლე­ბია სა­ეკ­ლე­სიო გან­ხეთ­ქი­ლე­ბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით არ სარ­გებ­ლობს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მარ­ჯვე­ნა ხელი, ბე­სა­რი­ონ აპ­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია ქა­და­გებს, რომ აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მო­საზ­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბი­ან დო­რო­თეი დბა­რის (აფხა­ზე­თის ე. წ. წმინ­და მიტ­რო­პო­ლი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი) გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ.

შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის არც რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლე­სა და ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი ინალ არ­ძინ­ბას კად­რი იყო მი­სა­ღე­ბი, მით უფრო, სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ინალ არ­ძინ­ბა, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სა­ვია. მა­მა­მი­სი 90-იანი წლე­ბის ე.წ. ომის გმი­რი და ვე­ტე­რა­ნი, ლეონ მე­ფის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რია. დე­და­მი­სი ბიზ­ნეს­მე­ნი, მა­ნა­ნა თარ­ბა, სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მია. ბი­ძა­მი­სი კი, "ვე­ტე­რან­თა პარ­ტი­ის ამ­ცა­ხა­რას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აფხა­ზუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი იყო. ის 2003 წელს, მოს­კოვ­ში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს.

კრემ­ლის კარ­ზე გაზ­რდილ ინალ არ­ძინ­ბას აფხა­ზუ­რი მე­დია მა­ში­ნაც აპი­ა­რებ­და, რო­დე­საც რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის ად­გი­ლას ასლნა ბჟა­ნია მო­ვი­და და რო­დე­საც ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი მო­წამ­ლეს, არ­ძინ­ბას გვა­რი კი­დევ ერთხელ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბამ ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლის" შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა, თუმ­ცა, მა­შინ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა ვერ შედ­გა. აფხა­ზე­ბი მის კან­დი­და­ტუ­რას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან, ვი­ნა­ი­დან მა­შინ ინალ არ­ძინ­ბა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, კი­რი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

უფრო ადრე კი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (აფხა­ზე­თი­სა და"ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის"რეს­პუბ­ლი­კებ­თან სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში) დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის ფა­ვო­რი­ტი იყო. ასეა ახ­ლაც... ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გის სა­კი­თხებ­ში, მისი პო­ზი­ცია მკვეთ­რად ხის­ტი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი იყო.

"ჯერ გვა­ღი­ა­რონ, შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ..." - 2015 წელს, არ­ძინ­ბა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის, აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნამ სერ­გეი შო­ი­გუს, ვლდის­ლავ სურ­კოვ­სა და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლის­თვის ის რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ კად­რად აღიქ­მე­ბა. აფხა­ზე­ბი მისი და­ნიშ­ვნის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ ინალ არ­ძინ­ბას და­ნიშნ­ვით კი­დევ უფრო ცხა­დი გახ­და, რომ ალექ­სან­დრე ან­ქვაბს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი სიმ­ბო­ლუ­რად უკა­ვია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ამ პოსტზე რუ­სუ­ლი კად­რის და­ნიშ­ვნას არ და­უშ­ვებ­და.

"ეტყო­ბა, ან­ქვაბს კო­ვიდ­მა მძი­მე კვა­ლი და­უ­ტო­ვა. სხვა ახ­სნას ვერ ვხე­დავ. ბჟა­ნია კი, ერთ დროს მკა­ფი­ოდ პრო­ა­ფხა­ზუ­რი კად­რი, თან­და­თან კრემ­ლის მსა­ხურს ემ­სგავ­სე­ბა. რა სამ­წუ­ხა­როა, ამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ში ენერ­გოკ­რი­ზი­სის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ხდე­ბა, ცოტა ხან­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკ­საც შევ­წყვეტთ..."

"ბჟა­ნი­ამ ინალ არ­ძინ­ბას პერ­სპექ­ტი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია უწო­და - რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა? რუ­სეთ­მა დაგ­ვი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრიც იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტიც და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც. ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბას კი, აფხა­ზუ­რი და მით უფრო მისი დიდი წი­ნაპ­რის­გან გა­მო­ყო­ლი­ლი მხო­ლოდ გვა­რი შე­მორ­ჩა. გულ­სატ­კე­ნია, რომ ბჟა­ნია სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის".

"რუ­სე­თი ვა-ბანკზე წა­ვი­და... კრემლში ჩვენს რე­აქ­ცი­ას ტეს­ტა­ვენ. ახლა ოპო­ზი­ცი­ამ და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა და­ა­ნა­ხონ მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, რომ აფხა­ზე­თი კად­რებს სხვი­სი კარ­ნა­ხით არ ნიშ­ნავს".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

გამოფხიზლდით ომით დაკარგული ყოველთვის ომით ბრუნდება ისტორიას არ ახსოვს სხვა გზა შეხედეთ აზერბაიჯანს უკრაინას აქაც ომის გარეშე არაფერი გამოვა შეიგნეთ ეს და მომეზადეთ!!!!!

გიორგი
0

ინალ შენ მალე გააჯვამ სოხუმიდან მე კი ჩემს სახლში მალე მივალ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის ნოემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნეს. "მინისტრად" დანიშვნის შემდეგ, რამდენიმე თვეშუ, მან უკვე მოახერხა ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის ფორმატების აკრძალვა და მოსკოვსა და სოჭში ვიზიტი. ასევე გაეროს გაუგზავნა წერილი, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრად დე ფაქტო აფხაზეთის აღიარებას ითხოვს.

მან ასევე თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა მოითხოვა. ამით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. ინალ არძინბას თქმით, სოხუმი ამას პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

  • "მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ხალხს და მშობლიურ მიწას", - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინალ არძინბას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილობრივთა აზრი თავიდანვე ორად გაიყო. ზოგიერთის მოსაზრებით, მისი რუსული კავშირების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რაც ბევრისთვის უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს - 32 წლის ინალ არძინბა დიდი ხანია აფხაზურ პოლიტიკაში აქტიური ფიგურაა, ოღონდ ყოველთვის კრემლისა და რუსეთის საპატრიარქოს ორბიტაზე ტრიალებდა.

არძინბა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მრჩეველი იყო, უკრაინის მიმართულებით. ახალგაზრდა ინალ არძინბა უფრო იდეოლოგიური მიმართულებით არის აქტიური, რაც კარგად ესმით აფხაზეთში.

რეგიონში, სადაც წლებია საეკლესიო განხეთქილება აქტუალობას არ კარგავს, დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელი, ბესარიონ აპლია, რომელიც წლებია ქადაგებს, რომ აფხაზური ეკლესიის გადარჩენა მხოლოდ რუსული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნებიან დოროთეი დბარის (აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი) გარშემო შემოკრებილი ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

შესაბამისად, მათთვის არც რუსეთის პატრიარქ კირილესა და ბესარიონ აპლიას შორის შუამავალი ინალ არძინბას კადრი იყო მისაღები, მით უფრო, საგარეო მიმართულებით.

ინალ არძინბა, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მამამისი 90-იანი წლების ე.წ. ომის გმირი და ვეტერანი, ლეონ მეფის ორდენის კავალერია. დედამისი ბიზნესმენი, მანანა თარბა, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმია. ბიძამისი კი, "ვეტერანთა პარტიის ამცახარას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აფხაზური ბატალიონის მეთაური იყო. ის 2003 წელს, მოსკოვში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

კრემლის კარზე გაზრდილ ინალ არძინბას აფხაზური მედია მაშინაც აპიარებდა, როდესაც რაულ ხაჯიმბას გადადგომა გარდაუვალი იყო. მოგვიანებით, მის ადგილას ასლნა ბჟანია მოვიდა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი მოწამლეს, არძინბას გვარი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდა არძინბამ ახალი ოპოზიციური პარტიის "აფხაზეთის მომავალის" შექმნა დააანონსა, თუმცა, მაშინ მისი პოლიტიკური კარიერა ვერ შედგა. აფხაზები მის კანდიდატურას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, ვინაიდან მაშინ ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქის, კირილის ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

უფრო ადრე კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აფხაზეთისა და"ე.წ. სამხრეთ ოსეთის"რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში) დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის ფავორიტი იყო. ასეა ახლაც... ქართულ მხარესთან დიალოგის საკითხებში, მისი პოზიცია მკვეთრად ხისტი და სეპარატისტული იყო.

"ჯერ გვაღიარონ, შემდეგ ვისაუბრებთ..." - 2015 წელს, არძინბა თავისი პოლიტიკური ხედვის, აქტიურობისა და ხისტი განცხადებების გამო, უკრაინამ სერგეი შოიგუს, ვლდისლავ სურკოვსა და სხვა პირებთან ერთად, შავ სიაში შეიყვანა.

აფხაზების ნაწილისთვის ის რუსული პოლიტიკისა და კრემლის ინტერესების გამტარებელ კადრად აღიქმება. აფხაზები მისი დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ინალ არძინბას დანიშნვით კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ალექსანდრე ანქვაბს პრემიერ-მინისტრის პოსტი სიმბოლურად უკავია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პოსტზე რუსული კადრის დანიშვნას არ დაუშვებდა.

"ეტყობა, ანქვაბს კოვიდმა მძიმე კვალი დაუტოვა. სხვა ახსნას ვერ ვხედავ. ბჟანია კი, ერთ დროს მკაფიოდ პროაფხაზური კადრი, თანდათან კრემლის მსახურს ემსგავსება. რა სამწუხაროა, ამდენი იმედგაცრუება. დღესავით ნათელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად ხდება, ცოტა ხანში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკსაც შევწყვეტთ..."

"ბჟანიამ ინალ არძინბას პერსპექტიული ინვესტიცია უწოდა - რაში გამოიხატება? რუსეთმა დაგვინიშნა მინისტრი, რომელიც მინისტრიც იქნება, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც. ახალგაზრდა არძინბას კი, აფხაზური და მით უფრო მისი დიდი წინაპრისგან გამოყოლილი მხოლოდ გვარი შემორჩა. გულსატკენია, რომ ბჟანია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის".

"რუსეთი ვა-ბანკზე წავიდა... კრემლში ჩვენს რეაქციას ტესტავენ. ახლა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაანახონ მთავარ მოკავშირეს, რომ აფხაზეთი კადრებს სხვისი კარნახით არ ნიშნავს".

ნახეთ ასევე: