მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აიღე ტყვია და მესროლე რა..." - პროკურატურა ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავას მიერ პატიმრის წამების უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, რომელშიც მას გაუპატიურებით ემუქრებიან და ქაღალდის შეჭმას აიძულებენ
"აიღე ტყვია და მესროლე რა..." - პროკურატურა ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავას მიერ პატიმრის წამების უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, რომელშიც მას გაუპატიურებით ემუქრებიან და ქაღალდის შეჭმას აიძულებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (მეტ­სა­ხე­ლად "ქი­ლე­რა“) ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა მოს­თხო­ვეს. ქარ­და­ვა და მუ­ხა­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­კა­ვე­ბულს აი­ძუ­ლებ­დნენ ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა სხვა პი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტე­რაქ­ტის და­გეგ­მვა­ში. მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სა­გა­მო­ძე­ბო ორ­გა­ნომ ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია მუ­ხა­ძეს, ქარ­და­ვა­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის სა­უ­ბა­რი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით,საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ პირს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად ჩა­უ­დეს.

"სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­იყ­ვა­ნეს ცი­ხის ე.წ. "კა­რან­ტინ­ში“, სა­დაც აყუ­რე­ბი­ნეს, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­დნენ სექ­სუ­ა­ლუ­რად ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მი­მართ, რის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბულს და­ე­მუქრნენ, რომ თუ სა­სურ­ველ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას არ მის­ცემ­და, მა­საც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ პა­ტი­მარს არა­ერ­თხელ მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მე­გის ქარ­და­ვას მი­თი­თე­ბით, არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­წე­რა.

წა­მე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის და მე­გის ქარ­და­ვას­თვის არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სად ამომ­წუ­რა­ვი, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა პა­ტი­მა­რი აი­ძუ­ლეს შე­ე­ჭა­მა ის ფურ­ცე­ლი, რო­მელ­ზეც მისი ჩვე­ნე­ბა იყო და­წე­რი­ლი.

სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად, იგი შე­იყ­ვა­ნეს ერთ-ერთ სა­კან­ში, სა­დაც ნიღ­ბებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სხვა პა­ტიმ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­უ­წყვეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც კა­მე­რით გა­და­ი­ღეს.

2011 წლის მა­ი­სი­დან 2012 წლის თე­ბერ­ვლის თვემ­დე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თხელ იქნა და­კი­თხუ­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხდე­ბო­და მისი და­პი­რის­პი­რე­ბა ე.წ. ტე­რაქ­ტში თით­ქოს­და მხი­ლე­ბულ სხვა პი­რებ­თან. ერთ-ერთი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად მე­გის ქარ­და­ვამ პა­ტი­მარს თავ­ზე და­ა­დო პის­ტო­ლე­ტი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით დახ­ვრე­ტის იმი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ცე­მის, წა­მე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გაგ­რძე­ლე­ბის ში­შით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ხელი მო­ე­წე­რა მისი მწა­მებ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის­თვის.

"ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის, მე­გის ქარ­და­ვას და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან პა­ტი­მარ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტის გამო, მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის წა­მე­ბის შე­დე­გად მის­გან მი­ი­ღეს ე.წ. ტე­რაქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა,ასე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის არარ­სე­ბო­ბის გამო, არ და­წყე­ბუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა და პა­ტიმ­რის მი­მართ ტე­რაქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მე­გის ქარ­და­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. და­კა­ვე­ბი­სას მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღეს არა­ერ­თი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლე­ბიც გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­დან.

და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პა­ტი­მარ­მა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2013 წელს, და­ტო­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

ვი­ნა­ი­დან ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, - წა­მე­ბი­სათ­ვის - ბრალ­დე­ბა მას და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1441-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით. ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ცხრი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 160 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
1

მიარჭეთ 15 წელი!!!

უხ თქვენი
0

პირადად ვიჯექი "დ" კორპუსზე და ზუსტად ვიცი რაც ხდებოდა, ნაგავი მელაძე რომ შეცვალეს 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ( შეცვალეს უბრალოდ და შიდა პატიმრობა ჰქონდა) და მოეთრა ეგ ნაგავი მუხაძე, მაგრად მახსოვს მთელი კორპუსები დაგვანგრიეს ცემაში, სიცილის გამო ცემით ცეკვავდნენ, მე რა დანაშაულიც მქონდა კი ბატონო ღირსი ვიყავი და ვიხდიდი ჩემს სასჯელს, მაგრამ ეგენი ყველაზე დიდი დამნაშავეები იყვნენ და დათარეშობდნენ როგორც უნდოდათ. სულ ორი ადამიანი მახსოვს მაგ რეჟიმიდან ნორმალური, ერთი იყო ილოს ვეძახდით ეგრეა წოდებული (კლუჩნიკი) და მეორეს სახელი არ მახსოვს ასპინძიდან იყო და კორპუსიდან ადვოკათებთან გადაჰყავდა ხალხი, დანარჩენები ვინც იყვნენ ყველას მიეზღვება. კობას განსაკუთრებით (სამეგრელოდან) "კლუჩნიკი" იყო მაგრამ სიამოვნებდა როცა პატიმარს სცემდა, არადა მაგას კამერაში შესვლა ეკრძალებოდა ვითომ.

ავტორი:

"აიღე ტყვია და მესროლე რა..." - პროკურატურა ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავას მიერ პატიმრის წამების უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, რომელშიც მას გაუპატიურებით ემუქრებიან და ქაღალდის შეჭმას აიძულებენ

"აიღე ტყვია და მესროლე რა..." - პროკურატურა ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავას მიერ პატიმრის წამების უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, რომელშიც მას გაუპატიურებით ემუქრებიან და ქაღალდის შეჭმას აიძულებენ

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება მოსთხოვეს. ქარდავა და მუხაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით დაკავებულს აიძულებდნენ ჩვენება მიეცა სხვა პირების შესახებაც, რომლებიც თითქოს მასთან ერთად მონაწილეობდნენ ტერაქტის დაგეგმვაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკავებულს გაუპატიურებით დაემუქრნენ.

აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად საგამოძებო ორგანომ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ასახულია მუხაძეს, ქარდავასა და ბრალდებულს შორის საუბარი.

პროკურატურის მტკიცებით,საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

"სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. "კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.

"ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.

დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, - წამებისათვის - ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.