მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამუშაოებზე ნებართვა რუსმა სამშვიდობოებმა გასცეს... შეუძლებელია, თავდასხმა რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო" - რატომ დაირღვა დროებითი მშვიდობა ყარაბაღში?
"სამუშაოებზე ნებართვა რუსმა სამშვიდობოებმა გასცეს... შეუძლებელია, თავდასხმა რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო" - რატომ დაირღვა დროებითი მშვიდობა ყარაბაღში?

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დრო­ე­ბი­თი მშვი­დო­ბა კი­დევ ერთხელ და­ირ­ღვა. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან მო­რი­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, რა­საც ორი­ვე მხრი­დან მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, აზერ­ბა­ი­ჯან­მა კი­დევ ახა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა.

გა­ნახ­ლე­ბულ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ორი­ვე მხა­რემ ერ­თმა­ნე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ერთი ჯა­რის­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, 13 ჯა­რის­კა­ცი აზერ­ბა­ი­ჯან­მა ტყვედ აიყ­ვა­ნა, 10 ჯა­რის­კა­ცის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი კი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. სომ­ხუ­რი თავ­დაც­ვის უწყე­ბა ასე­ვე აცხა­დებს, რომ ბოლო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­მა კი­დევ ორი პო­ზი­ცია და­კარ­გა.

ადა­მი­ა­ნურ და­ნა­კარ­გზე სა­უბ­რობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რეც. მათი გან­ცხა­დე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ შვი­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­კარ­გა, ათმა ჯა­რის­კაც­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­თან სომ­ხურ­მა ძა­ლებ­მა ქალ­ბა­ჯა­რი­სა და ლა­ჩი­ნის რა­ი­ო­ნებ­თან, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცია და­ი­წყეს, რის შე­დე­გა­დაც ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­შავ­და.

"თუმ­ცა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან ხელ­საყ­რე­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბო­და - სომ­ხუ­რი მხა­რე თავს და­ეს­ხა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ პო­ზი­ცი­ებს, მაგ­რამ ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის გა­ნი­ა­რა­ღე­ბა და და­კა­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. კერ­ძოდ, მათ სომ­ხუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა მას შემ­დეგ გა­ა­ნად­გუ­რეს, რაც სომ­ხურ­მა ძა­ლებ­მა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჯა­რის პო­ზი­ცი­ე­ბი არ­ტი­ლე­რი­ი­თა და ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბით და­ბომ­ბა" - აცხა­დებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებს, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა. "აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ მხა­რე­ებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი შე­წყდა და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა", – აცხა­დებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

გუ­შინ, მა­შინ, რო­დე­საც სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სომ­ხეთ­მა რუ­სეთს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. კერ­ძოდ, სომ­ხე­თი რუ­სეთს მი­მარ­თავ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან და­ეც­ვა.

"ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თავს და­ეს­ხა სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ას, ჩვენ ვთხოვთ რუ­სეთს, და­იც­ვას სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, 1987 წელს და­დე­ბუ­ლი (ურ­თი­ერ­თთავ­დაც­ვის) შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე" - ნათ­ქვა­მია სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, არ­მენ გრი­გო­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სო­მე­ხი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და პუბ­ლი­ცის­ტი, გორ არ­მა­თუ­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ასე­თია:

- სომ­ხეთ­მა ახ­ლა­ვე უნდა და­ტო­ვოს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­თან­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. ეს სა­კი­თხი უნდა და­ის­ვას ახ­ლა­ვე და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ. არა­ერ­თხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე არ არის... დროა, ეს ხმა­მაღ­ლა გან­ვა­ცხა­დოთ და ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არის, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის ზი­ა­ნის მეტი არა­ფე­რი მო­აქვს, სა­დაც წლე­ბია, ილა­ხე­ბა ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი, "მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რის" მიერ. რუ­სე­თი არც ერთი ნა­ბი­ჯით წინ წას­ვლის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. სომ­ხე­თი რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად სჭირ­დე­ბა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი, გა­მო­სა­ვა­ლი ასე­თია - ODKB დავ­ტო­ვოთ და და­სავ­ლე­თის­კენ, ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ...

- ამ ვი­თა­რე­ბა­ში რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად და მარ­თე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ტო­ვე­ბა?

- სომ­ხეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ისე­თი ტემ­პით მა­ტუ­ლობს, ეს გარ­და­უ­ვა­ლია... რუ­სეთ­თან დის­ტან­ცი­რე­ბის, მის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, კონ­ფლიქ­ტი არას­დროს დას­რულ­დე­ბა და მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სპე­კუ­ლა­ცია, თუ რო­მელ­მა მხა­რემ გახ­სნა ცე­ცხლი, რა­საც მუდ­მი­ვად ეწი­რე­ბი­ან სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცე­ბი, სომ­ხე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი... შუ­შას­თან ახ­ლოს, სომ­ხე­ბის და­ხოც­ვა ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ, რად­გან იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ზო­ნა­ში და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს თავ­დას­ხმა, აზერ­ბა­ი­ჯანს, რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მო­ე­წყო.

სწო­რედ რუს­მა სამ­შვი­დო­ბო­ებ­მა გას­ცეს იქ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნე­ბარ­თვა. ისი­ნი აცი­ლებ­დნენ იქ და­საქ­მე­ბულ სომ­ხებს, მაგ­რამ რო­გორც კი მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს, მა­შინ­ვე გაქ­რნენ. ამის შემ­დეგ, მათ­თან მი­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოფი­ცე­რი და მათ მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტა უბ­რძა­ნა. ამან გა­მო­იწ­ვია კონ­ფლიქ­ტი . სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ და სად გაქ­რნენ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, რო­მელ­თა ფუნ­ქცი­აც ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­აა? პა­სუ­ხი გა­სა­გე­ბია - ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი.

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ ჯა­რის­კა­ცებს სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ესხნენ თავს.

- ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ მათ უკან თურ­ქე­თის უზარ­მა­ზა­რი არ­მია დგას და მგო­ნი, არა­ვის სჯე­რა, რომ ბოლო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, სომ­ხე­თი იე­რიშ­ზე გა­და­სუ­ლი­ყო. რუ­სეთს ეს ინ­ცი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა, რათა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და­მა­ტე­ბი­თი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნა მო­ი­თხოვს, უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. და­სავ­ლეთ­მა უნდა შეც­ვა­ლოს მიდ­გო­მა და მკა­ფიო მოქ­მე­დე­ბებ­ზე უნდა გა­და­ვი­დეს, რათა სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ იგ­რძნოს, რომ მარ­ტო არ არი­ან რუ­სე­თის პი­რის­პირ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, არა­ერთ შე­ტა­კე­ბას ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მსხვერ­პლით დას­რულ­დე­ბა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ამე­რი­კამ "დე­მოკ­რა­ტი­ის სა­მი­ტში" სომ­ხე­თი მი­იწ­ვია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი და თურ­ქე­თი კი არა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სამ­მა ქვე­ყა­ნამ გა­და­წყვი­ტა ამე­რი­კა­სა და სომ­ხე­თის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, ვინ არის რე­გი­ონ­ში მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე. თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მო­საზ­რე­ბა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სურ­ვი­ლი, რომ სომ­ხე­თის გავ­ლით სატ­რან­ზი­ტო გზა, ე. წ. ზან­გე­ზუ­რის დე­რე­ფა­ნი მო­ი­პო­ვოს, რი­თაც ყა­რა­ბაღს სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სახ­მე­ლე­თო გზას გა­და­უ­კე­ტავს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის ანარ მა­მა­დის მო­საზ­რე­ბით კი, მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს და სომ­ხეთს ასუს­ტებს, რად­გან მას შეს­წევს ძალა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს.

"ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს ის, რაც ამ დღე­ებ­ში სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე მოხ­და. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან ორი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და და­ი­წყონ დის­კუ­სია სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ა­ზე, რათა ასე­თი შე­ტა­კე­ბე­ბი შემ­დეგ­ში მა­ინც ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

არ ვიცი, რა არ­გუ­მენ­ტებს ეყ­რდნო­ბო­და სომ­ხე­თი, რო­დე­საც თავ­დას­ხმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, მი­ვი­ღებთ ასეთ სუ­რათს - ორი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­მაც ვი­თომ უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა და­იც­ვან, ბევ­რად გა­იზ­რდე­ბა, ეს კი, კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ტროლს. ეს სომ­ხეთს აწყობს, ჩვენ - არა" - ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
14

ამონაწერი ვიკიპედიიდან: სიტყვა „ყარაბაღი“ ორი სიტყვის შეერთებით არის შექმნილი, — „ყარა“-სა და „ბაღ“-ისგან, — რომლებიც, შესაბამისად, თურქული და სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს „შავ ბაღს“.

ძნელია იმის თქმა ისტორიულად ვის ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღი.

რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პერიოდებში ეს მიწები შედიოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, კერძოდ ყოფილი ელიზავეტპოლის (დღევანდელი განჯა) გუბერნიაში (ოლქში).

ინკვიზიტორი
9

აზერები ყველას ყიდულობენ. პრინციპში მართალებიც არიან! ასეა, თუ ისეა, თავიანთი მიწები უნდა დაიბრუნონ. სომხებს კიდე თავიანთი ჰაიასტანი ისრაელი ეგონათ და რუსეთი, აშშ.

ავტორი:

"სამუშაოებზე ნებართვა რუსმა სამშვიდობოებმა გასცეს... შეუძლებელია, თავდასხმა რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო" - რატომ დაირღვა დროებითი მშვიდობა ყარაბაღში?

"სამუშაოებზე ნებართვა რუსმა სამშვიდობოებმა გასცეს... შეუძლებელია, თავდასხმა რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო" - რატომ დაირღვა დროებითი მშვიდობა ყარაბაღში?

როგორც მოსალოდნელი იყო, მთიანი ყარაბაღის დროებითი მშვიდობა კიდევ ერთხელ დაირღვა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მორიგი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, აზერბაიჯანმა კიდევ ახალი პოზიციები დაიკავა.

განახლებულ საომარ მოქმედებებში ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დაპირისპირების შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 13 ჯარისკაცი აზერბაიჯანმა ტყვედ აიყვანა, 10 ჯარისკაცის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. სომხური თავდაცვის უწყება ასევე აცხადებს, რომ ბოლო დაპირისპირების შემდეგ, სომხეთმა კიდევ ორი პოზიცია დაკარგა.

ადამიანურ დანაკარგზე საუბრობს აზერბაიჯანული მხარეც. მათი განცხადებით, დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ათმა ჯარისკაცმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან სომხურმა ძალებმა ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებთან, ფართომასშტაბიანი პროვოკაცია დაიწყეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაშავდა.

"თუმცა, მოწინააღმდეგის მხრიდან ხელსაყრელი სიმაღლეების დასაკავებლად სამხედრო ოპერაცია გრძელდებოდა - სომხური მხარე თავს დაესხა აზერბაიჯანულ პოზიციებს, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგეების განიარაღება და დაკავება მოახერხეს. კერძოდ, მათ სომხური სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ გაანადგურეს, რაც სომხურმა ძალებმა, აზერბაიჯანის ჯარის პოზიციები არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით დაბომბა" - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა. "აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად შეიარაღებული შეტაკებები შეწყდა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გუშინ, მაშინ, როდესაც სომხურ-აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა, სომხეთმა რუსეთს ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, სომხეთი რუსეთს მიმართავდა აზერბაიჯანისგან დაეცვა.

"ვინაიდან აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, 1987 წელს დადებული (ურთიერთთავდაცვის) შეთანხმების საფუძველზე" - ნათქვამია სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებაში.

სომეხი სამოქალაქო აქტივისტი და პუბლიცისტი, გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ასეთია:

- სომხეთმა ახლავე უნდა დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია. ეს საკითხი უნდა დაისვას ახლავე და ძალიან მკაფიოდ. არაერთხელ დავინახეთ, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის... დროა, ეს ხმამაღლა განვაცხადოთ და ეს ორგანიზაცია არის, რომელსაც ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, სადაც წლებია, ილახება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, "მთავარი მოკავშირის" მიერ. რუსეთი არც ერთი ნაბიჯით წინ წასვლის უფლებას არ გვაძლევს. სომხეთი რეგიონში გავლენების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად სჭირდება. ამ სიტუაციაში კი, გამოსავალი ასეთია - ODKB დავტოვოთ და დასავლეთისკენ, ნატოში ინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ...

- ამ ვითარებაში რამდენად რეალურად და მართებულად მიგაჩნიათ ამ ორგანიზაციის დატოვება?

- სომხეთში ანტირუსული განწყობები ისეთი ტემპით მატულობს, ეს გარდაუვალია... რუსეთთან დისტანცირების, მისგან მომავალი საფრთხეების შეფასების გარეშე, კონფლიქტი არასდროს დასრულდება და მუდმივად იქნება სპეკულაცია, თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი, რასაც მუდმივად ეწირებიან სომეხი ჯარისკაცები, სომხეთის ინტერესები... შუშასთან ახლოს, სომხების დახოცვა ინსპირირებული იყო როგორც რუსული, ასევე აზერბაიჯანული მხარის მიერ, რადგან იქ სამუშაოები მიმდინარეობდა რუსი სამშვიდობოების კონტროლირებად ზონაში და შეუძლებელია, ეს თავდასხმა, აზერბაიჯანს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე მოეწყო.

სწორედ რუსმა სამშვიდობოებმა გასცეს იქ სარემონტო სამუშაოების ნებართვა. ისინი აცილებდნენ იქ დასაქმებულ სომხებს, მაგრამ როგორც კი მუშაობა დაიწყეს, მაშინვე გაქრნენ. ამის შემდეგ, მათთან მივიდა აზერბაიჯანელი ოფიცერი და მათ მუშაობის შეწყვეტა უბრძანა. ამან გამოიწვია კონფლიქტი . საინტერესოა, რატომ და სად გაქრნენ რუსი სამშვიდობოები, რომელთა ფუნქციაც ვითარების დეესკალაციაა? პასუხი გასაგებია - ეს იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

- აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათ ჯარისკაცებს სომეხი სამხედროები დაესხნენ თავს.

- ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათ უკან თურქეთის უზარმაზარი არმია დგას და მგონი, არავის სჯერა, რომ ბოლო დაპირისპირების შემდეგ, სომხეთი იერიშზე გადასულიყო. რუსეთს ეს ინციდენტი სჭირდება, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ დამატებითი რუსული ძალების შეყვანა მოითხოვს, უსაფრთხოებისთვის. დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომა და მკაფიო მოქმედებებზე უნდა გადავიდეს, რათა სომხეთის მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მარტო არ არიან რუსეთის პირისპირ. სხვა შემთხვევაში, არაერთ შეტაკებას ვიხილავთ, რომელიც აუცილებლად მსხვერპლით დასრულდება.

ერთ-ერთი ვერსიით, სიტუაციის დაძაბვის მიზეზი ის გახდა, რომ ამერიკამ "დემოკრატიის სამიტში" სომხეთი მიიწვია, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი კი არა. შესაბამისად, ამ სამმა ქვეყანამ გადაწყვიტა ამერიკასა და სომხეთისთვის ეჩვენებინა, ვინ არის რეგიონში მთავარი მოთამაშე. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება - აზერბაიჯანის სურვილი, რომ სომხეთის გავლით სატრანზიტო გზა, ე. წ. ზანგეზურის დერეფანი მოიპოვოს, რითაც ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელ სახმელეთო გზას გადაუკეტავს.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ანარ მამადის მოსაზრებით კი, მორიგი დაპირისპირება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და სომხეთს ასუსტებს, რადგან მას შესწევს ძალა, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

"ძალიან მაშფოთებს ის, რაც ამ დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა. დაუყოვნებლივ უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირები და დაიწყონ დისკუსია საზღვრის დემარკაციაზე, რათა ასეთი შეტაკებები შემდეგში მაინც ავიცილოთ თავიდან.

არ ვიცი, რა არგუმენტებს ეყრდნობოდა სომხეთი, როდესაც თავდასხმის გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მივიღებთ ასეთ სურათს - ორი ქვეყნის საზღვარზე რუსი სამხედროების რაოდენობა, რომელმაც ვითომ უსაფრთხოება უნდა დაიცვან, ბევრად გაიზრდება, ეს კი, კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტროლს. ეს სომხეთს აწყობს, ჩვენ - არა" - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"