საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ რე­ლი­გი­ურ მსა­ხურ­თა შო­რის აზ­რის სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი აიც­რა, ნა­წი­ლი კი კო­რო­ნა­ვირუ­სის აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გია.

იმუ­ნი­ზა­ცი­ის მა­გა­ლი­თი მრევლს სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რებ­მა მის­ცეს. ისი­ნი თა­ვა­დაც აიცრ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დეს.

მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი ბარ­თლო­მე­ო­სი სტამ­ბოლ­ში წლის და­სა­წის­ში აიც­რა, ვაქ­ცი­ნა მას 2021 წლის 28 იან­ვარს გა­უ­კე­თეს. პატ­რი­არ­ქმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ხელმღვა­ნე­ლებს და ყვე­ლა ექიმს, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ წინა ხაზ­ზე იბ­რძვის. მან თქვა, რომ ილო­ცებ­და, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა დრო­უ­ლად აცრა.

ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია ათო­ნე­ლი ბე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი - რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, მთა­ზე მდე­ბა­რე მო­ნას­ტრე­ბი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხოა, რად­გან ბე­რე­ბის 75% იმუ­ნუ­რია - მათი ნა­წი­ლი კო­ვი­დით და­ა­ვად­და, დიდი ნა­წი­ლი კი აიც­რა.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აიც­რა, რო­მის პაპი იყო - ფრან­ცის­კემ პირ­ვე­ლი დოზა 14 იან­ვარს ბე­ნე­დიქ­ტე XVI-სთან ერ­თად გა­ი­კე­თა. ფრან­ცის­კემ აღ­ნიშ­ნა - რო­დე­საც რის­კავ შენს ჯან­მრთე­ლო­ბას, რის­კავ შენი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­საც.

მან მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აიც­რა და­ლაი ლა­მაც - ტი­ბე­ტის სუ­ლი­ერ­მა ლი­დერ­მა ვაქ­ცი­ნა მარ­ტის და­სა­წყის­ში ინ­დო­ეთ­ში გა­ი­კე­თა და მო­უ­წო­და მსოფ­ლი­ოს, „გა­მო­ე­ჩი­ნათ სი­მა­მა­ცე და აც­რი­ლიყ­ვნენ“.

23 ივ­ლისს აცრა სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თა ირა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა აია­თო­ლა ხა­მე­ნე­ი­მაც. მან სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ექი­მებს, მეც­ნი­ე­რებს და მკვლევ­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღენ­დე, 254 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ggg
0

უკაცრავად და შენ ხომ სულ ქრისტეს მცნებებით ცხოვრობ?

beso
2

 

ათინოგენე მადლიერი იყავი ღმერთის წინაშე, რომ მოიკვეთე ამ ეკლესიიდან, რადგან შენს სხეულში არაფერი ისეთი ვერ დავინახე, რასაც სამყაროს ღვთაებრიობის დანახვაზე მიყავს კაცი და კიდევაც გიხაროდეს, ეგებ წახვიდე ამის იქით სწორად. >>>>>>>>>>>>>> >>>>>>>>>>>>>>>მიკვირს პოზიორობა დალაი ლამასი, სხვა კი ჩემთვის ცალსახააა ამათ ქრისტესთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ და კვერთხი ცოდნისა ამათვის მარტივად ჯოხია, ძალაუფლების ჯოხი, რომელიც თავში უნდა ურტყას კაცმა თითოეული კაცის სიკვდილზე. გიხაროდეთ, რაც აქაურებია ისაა სხვაც და ამათან შნერსონობაც პრავედნიკობა იქნება, აბა რაა!? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ რელიგიურ მსახურთა შორის აზრის სხვადასხვაობა გამოიწვია. სასულიერო პირების დიდი ნაწილი აიცრა, ნაწილი კი კორონავირუსის აცრის წინააღმდეგია.

იმუნიზაციის მაგალითი მრევლს სასულიერო ლიდერებმა მისცეს. ისინი თავადაც აიცრნენ და საზოგადოებასაც ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სტამბოლში წლის დასაწისში აიცრა, ვაქცინა მას 2021 წლის 28 იანვარს გაუკეთეს. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო ცენტრის ხელმღვანელებს და ყველა ექიმს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის. მან თქვა, რომ ილოცებდა, მსოფლიოში ყველას მოეხერხებინა დროულად აცრა.

ვაქცინირებულია ათონელი ბერების დიდი ნაწილი - როგორც ადგილობრივი მედია წერს, მთაზე მდებარე მონასტრები მომლოცველებისთვის უსაფრთხოა, რადგან ბერების 75% იმუნურია - მათი ნაწილი კოვიდით დაავადდა, დიდი ნაწილი კი აიცრა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რომის პაპი იყო - ფრანცისკემ პირველი დოზა 14 იანვარს ბენედიქტე XVI-სთან ერთად გაიკეთა. ფრანცისკემ აღნიშნა - როდესაც რისკავ შენს ჯანმრთელობას, რისკავ შენი და სხვა ადამიანების სიცოცხლესაც.

მან მსოფლიო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა დალაი ლამაც - ტიბეტის სულიერმა ლიდერმა ვაქცინა მარტის დასაწყისში ინდოეთში გაიკეთა და მოუწოდა მსოფლიოს, „გამოეჩინათ სიმამაცე და აცრილიყვნენ“.

23 ივლისს აცრა საჯაროდ გაიკეთა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმაც. მან საჯაროდ გადაუხადა მადლობა ექიმებს, მეცნიერებს და მკვლევრებს, საზოგადოებას კი ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა, პანდემიის დაწყებიდან დღენდე, 254 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა იმსხვერპლა 5 მილიონზე მეტი ადამიანი.