"საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის - იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს!" - აღნიშნული კომენტარი “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პატივს არ სცემს ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო, ეს წესი და რიგი არ უნდა გახდეს.
“ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის ადვილად არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. აქ ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს და ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რა ვრცელია ეს შევარდნაძის სია , ეე, სად იწყება და უსასრულოა , აღარ მთავრდება , კაცო !
აშშ სახ დეპარტამენტის პრეს სპიკერის განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით იყო ზომიერი და კორექტული. მან გამოსვლისას მრავალ სხვა საკითხთან ერთად სააკაშვილიც ახსენა და თქვა რომ საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ტვ მთავარმა რა თქმა უნდა ისე "სქლად" დაადო ხმა რომ თარგმანში ორიგინალი დამალა ))) ეს ახალგამოჩეკილი დემოკრატიები, ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან როგორც ჩანს ჯერ ბოლომდე ვერ გარკვეულან იმაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენული სახელმწიფოს კანონმდებლობის პატივისცემა.