საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს" - მიტროპოლიტი იოსები სააკაშვილს მიმართავს და მის სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
"თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს" - მიტროპოლიტი იოსები  სააკაშვილს მიმართავს და მის სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

"მივ­მარ­თავ ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, თქვენ დღეს ისე ახ­ლოს ხართ ღმერ­თთან, რო­გორც არას­დროს,"- ასე მი­მარ­თავს შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს.

ამას­თან, მიტ­რო­პო­ლიტ იო­სე­ბის მი­მარ­თვის ად­რე­სა­ტია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, რო­მელ­საც სთხოვს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­თა­ნა­დო სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც მიტ­რო­პო­ლი­ტი აცხა­დებს, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოც.

შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ზი­ა­რე­ბის ფაქტსაც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის მას მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი გან­მარ­ტავს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა სწო­რედ ის იყო, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან აღ­სა­რე­ბა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა და ის ქრის­ტეს სის­ხლი­სა და ხორ­ცის­თვის ეზი­ა­რე­ბი­ნა. მი­სი­ვე თქმით, ცი­ხე­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის მარ­ხვის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა, რად­გან ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ხვა გან­საც­დე­ლია.

“მოკ­რძა­ლე­ბით მივ­მარ­თავ ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, თქვენ დღეს ისე ახ­ლოს ხართ ღმერ­თთან, რო­გორც არას­დროს. თქვენ დღეს ისეთ გან­საც­დელ­ში ხართ, საკ­მა­რი­სია ღმერ­თს სთხო­ვოთ და ილო­ცოთ სამ­შობ­ლოს­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, რომ ღმერ­თი მყი­სი­ე­რად შე­გის­რუ­ლებთ თქვენს თხოვ­ნას, ლოც­ვას მთე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია.

ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს, რად­გა­ნაც მან აღას­რუ­ლა უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ქრის­ტი­ა­ნი­სა, აღ­სა­რე­ბა ჩა­ი­ბა­რა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან და ბო­ლოს აზი­ა­რა იესო ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს. ასე­ვე მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზის ცი­ხე­ში ან სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, სრუ­ლე­ბი­თაც არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მარ­ხვა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ხვა გან­საც­დე­ლია და მის მი­მართ გან­კი­თხვა სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა.

უფა­ლი ბრძა­ნებს: რო­დე­საც მო­ვალ მე­ო­რედ გან­სჯად ცხო­ველ­თა და მკვდარ­თა, კა­ცობ­რი­ო­ბას გავ­ყოფ ორ ნა­წი­ლად, ერთს მარ­ჯვნივ და­ვი­ყე­ნებ, ხოლო მე­ო­რეს მარ­ცხნივ ჩემ­სა. მარ­ჯვნივ მდგომთ ვე­ტყვი: მო­ვე­დით ჩემ­და კე­თილ­მორ­წმუ­ნე­ნო, რა­მე­თუ მში­ე­რი ვი­ყა­ვი, პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი, ავად­მყო­ფი ვი­ყა­ვი, დევ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი და თქვენ მოხ­ვე­დით ჩემ­და ნუ­გე­ში­ნი­მე­ცით, გვერ­დში და­მი­დე­ქით, და­მეხ­მა­რეთ და და­იმ­კვიდ­რეთ ად­გი­ლი მა­მა­ჩე­მის მიერ თქვენ­და გამ­ზა­დე­ბუ­ლი, ხოლო მარ­ცხნივ მდგომთ ვე­ტყვი: წარ­ვე­დით ჩემ­გან ბო­როტ­ნო მო­ნა­ნო,რა­მე­თუ მში­ერ ვი­ყა­ვი, სა­პა­ტიმ­რო­ში ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ავად ვი­ყა­ვი, დევ­ნულ ვი­ყა­ვი, თქვენ კი არ მოხ­ვე­დით, ნუ­გე­ში არ მო­მე­ცით, დამ­ცი­ნო­დით, გან­მი­კი­თხავ­დით და ასე შემ­დეგ, ამი­ტომ გე­ტყვით თქვენ, წარ­ვე­დით ჩემ­გან ბო­როტ­ნო და წყე­ულ­ნო მო­ნა­ნო გა­რეს­კნელ­სა.

ამ სი­ტყვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღმერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბით იცავს და უს­მენს იმ ადა­მი­ანს, ვინც გან­საც­დელ­შია, ვინც დევ­ნი­ლია სამ­შობ­ლოს­გან, ვინც ავა­დაა და სხვა.

ღმერ­თი ბრძა­ნებს: მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და მტვირ­თმძი­მე­ნი, რა­მე­თუ მშვიდ ვარ და მდა­ბალ სუ­ლი­თა და ჰპო­ვოთ გან­სვე­ნე­ბაი სულ­თა თქვენ­თა.

აგ­რეთ­ვე შე­გახ­სე­ნებთ სა­ხა­რე­ბის ერთ დე­ტალს, სა­დაც მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი მი­დის იესო ქრის­ტეს­თან და ეუბ­ნე­ბა, და­ბა­დე­ბი­დან ათი­ვე მცნე­ბას ვი­ცავ და რა მაკ­ლია მე, რათა და­ვიმ­კვიდ­რო სა­სუ­ფე­ვე­ლი ღმრთი­სა, უფა­ლი კი ეუბ­ნე­ბა, გა­ყი­დე ყვე­ლა­ფე­რი, და­უ­რი­გე ავად­მყო­ფებს, გლა­ხა­კებს და შე­მო­მი­დექ მე. ეს კი ვერ შეძ­ლო მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო, ვერ შე­ე­ლია თა­ვის სიმ­დიდ­რეს. მი­უბ­რუნ­და უფა­ლი თა­ვის მო­ცი­ქუ­ლებს და ეუბ­ნე­ბა ის: ისე, რო­გორც აქ­ლე­მი ვერ გაძ­ვრე­ბა ნემ­სის ყუნ­წში, ასე­ვე მდი­და­რი ვე­რა­სო­დეს ვერ შევა სა­სუ­ფე­ველ­სა ღმრთი­სა­სა.ხოლო მდი­დარ­თა, მე­ფე­თა, ამ­პარ­ტა­ვან­თა, შე­უ­წყნა­რე­ბელ­თა, დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე­თა ამა სოფ­ლი­სა­თა, ეუბ­ნე­ბა ღმერ­თი მა­ცხო­ვა­რი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, რომ მე არ მოვ­სულ­ვარ, რათა თქვენ გა­გა­მარ­თლოთ, არა­მედ თქვენ თვი­თონ გა­ი­მარ­თლეთ თავი თქვე­ნი, მე თქვენ არ გჭირ­დე­ბით და ის სიმ­დიდ­რე, ფული თუ სხვა იმი­ტომ მო­გე­ცით, რომ და­ეხ­მა­როთ სამ­შობ­ლოს, გლა­ხა­კებს, ღა­რი­ბებს, ავად­მყო­ფებს, თქვენ კი მთე­ლი იმე­დი და სა­სო­ე­ბა თქვენს სიმ­დიდ­რე­სა, კომ­ფორტზე და კა­რი­ე­რა­ზე გაქვთ დაყ­რდნო­ბი­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს სიმ­დიდ­რე თა­ვი­სი ჰგო­ნი­ათ. ერთ დღეს წა­არ­თმევს ღმერ­თი, მის სულს წა­იყ­ვანს და ვის დარ­ჩე­ბა მისი სიმ­დიდ­რე?

ნუ აგ­რო­ვებთ დე­და­მი­წა­ზე ოქ­როს, ვერ­ცხლს და ფულს, რად­გა­ნაც ჟან­გი, მატ­ლი და ქურ­დე­ბი მო­ი­პა­რა­ვენ, არა­მედ თვე­ნი სიმ­დიდ­რე ზე­ცა­ში შე­აგ­რო­ვეთ, სა­დაც არც ჟან­გი, არც მატ­ლი და არც ქურ­დე­ბი შე­ჭა­მენ თქვენს სიმ­დიდ­რეს, ბრძა­ნებს უფა­ლი იესო ქრის­ტე ანუ გვე­უბ­ნე­ბა,რომ ვა­კე­თოთ სი­კე­თე და მთლი­ა­ნად შევ­წი­როთ ჩვე­ნი თავი.

ქრის­ტი­ა­ნო­ბა არის ვი­ცხოვ­როთ სხვის­თვის, ვი­ცხოვ­როთ სამ­შობ­ლოს­თვის და ერ­თმა­ნე­თის­თვის და რო­გორც ღმერ­თი მოკ­ვდა, თავი შე­წი­რა ჩვენ­თვის, ასე­ვე უნდა მოვ­კვდეთ ქრის­ტეს გუ­ლის­თვის, სამ­შობ­ლოს­თვის, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის.

ვაი თქვენ­და ფა­რი­სე­ველ­ნო, სა­დუ­კე­ველ­ნო და მწიგ­ნო­ბარ­ნო, რა­მე­თუ სა­სუ­ფევ­ლის კა­რებ­ში დგა­ხართ, არც თქვენ შე­დი­ხართ და არც სხვას არ აძ­ლევთ უფ­ლე­ბას (ანუ აბ­რკო­ლებთ), რომ და­იმ­კვიდ­რონ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღმრთი­სა. ამი­ტომ გე­უბ­ნე­ბით მე თქვენ, ბრძა­ნებს უფა­ლი: მო­ნა­ნუ­ლი ავა­ზა­კე­ბის, ქურ­დე­ბის, მრუ­შე­ბის, მკე­ლობ­ლე­ბის და სხვა ცოდ­ვის ჩამ­დენ­თა მი­მართ, ისი­ნი შევ­ლენ სა­სუ­ფე­ველ­ში, რა­მე­თუ მირ­წმუ­ნეს და მა­ღი­ა­რეს მე მა­მი­ჩე­მის წი­ნა­შე, ხოლო თქვენ განგდე­ბულ იქ­ნე­ბით გა­რეს­კნელ­სა.

მე კი­დევ ერთხელ მინ­და ვთხო­ვო ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჩემ სა­კუ­თარ თავ­საც, გვე­ში­ნო­დეთ ღმერ­თის, უფა­ლი იესო ქრის­ტეს ამ სი­ტყვე­ბის გვე­ში­ნო­დეს, რომ ჩვენ არ შეგ­ვე­ხოს ღმრთის მრის­ხა­ნე­ბა, გვე­ში­ნო­დეს დევ­ნუ­ლი, ღა­რი­ბი, ცი­ხე­ში მყო­ფი, ავად­მყო­ფი, გან­საც­დელ­სა შინა მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის, რა­მე­თუ ისი­ნი იესო ქრის­ტეს მსგავ­სნი არი­ან და ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან ღმერ­თთან.

მოკ­რძა­ლე­ბით კი­დევ ერთხელ ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­და­იყ­ვა­ნეთ ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­თა­ნა­დო სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში,მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბით თქვენ, ყვე­ლა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, - აცხა­დებს შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
2

ეჰ მამაო, ამ დონეზე თვალებში ნაცრის შეყრა გაგონილა? ამის შემდეგ ვინ რა უნდა დაგიჯეროს!!!

ქეთინო
3

არცერთი სასულიერო, ან საერო პირის არაფერი დაიჯერება, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანების წამების ფაქტებს არ აპროტესტებდა და ახლაც სხვა პატიმრებისგან სააკაშვილს გამოჰყოფს. ასე რომ, ან მაშინ აშავებდა, ან ახლა. ნებისმიერ შემთხვევაში ეგეთი სამოქალაქო, თუ სასულიერო პირი თავად დამნაშავეა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს" - მიტროპოლიტი იოსები სააკაშვილს მიმართავს და მის სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

"თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს" - მიტროპოლიტი იოსები  სააკაშვილს მიმართავს და მის სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

"მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს,"- ასე მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

ამასთან, მიტროპოლიტ იოსების მიმართვის ადრესატია საქართველოს ხელისუფლებაც, რომელსაც სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლებაც და მთლიანად საქართველოც.

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტსაც ეხმაურება და აღნიშნულისთვის მას მადლობას უხდის. როგორც მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობა სწორედ ის იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან აღსარება ჩაებარებინა და ის ქრისტეს სისხლისა და ხორცისთვის ეზიარებინა. მისივე თქმით, ციხესა და საავადმყოფოში მყოფი ადამიანისთვის მარხვის დაცვა სავალდებულო არაა, რადგან ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია.

“მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანი, რომელიც ზის ციხეში ან საავადმყოფოშია, სრულებითაც არ არის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.

უფალი ბრძანებს: როდესაც მოვალ მეორედ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, კაცობრიობას გავყოფ ორ ნაწილად, ერთს მარჯვნივ დავიყენებ, ხოლო მეორეს მარცხნივ ჩემსა. მარჯვნივ მდგომთ ვეტყვი: მოვედით ჩემდა კეთილმორწმუნენო, რამეთუ მშიერი ვიყავი, პატიმარი ვიყავი, ავადმყოფი ვიყავი, დევნული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემდა ნუგეშინიმეცით, გვერდში დამიდექით, დამეხმარეთ და დაიმკვიდრეთ ადგილი მამაჩემის მიერ თქვენდა გამზადებული, ხოლო მარცხნივ მდგომთ ვეტყვი: წარვედით ჩემგან ბოროტნო მონანო,რამეთუ მშიერ ვიყავი, საპატიმროში ვიტანჯებოდი, ავად ვიყავი, დევნულ ვიყავი, თქვენ კი არ მოხვედით, ნუგეში არ მომეცით, დამცინოდით, განმიკითხავდით და ასე შემდეგ, ამიტომ გეტყვით თქვენ, წარვედით ჩემგან ბოროტნო და წყეულნო მონანო გარესკნელსა.

ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს, ვინც განსაცდელშია, ვინც დევნილია სამშობლოსგან, ვინც ავადაა და სხვა.

ღმერთი ბრძანებს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მტვირთმძიმენი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ სულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.

აგრეთვე შეგახსენებთ სახარების ერთ დეტალს, სადაც მდიდარი ადამიანი მიდის იესო ქრისტესთან და ეუბნება, დაბადებიდან ათივე მცნებას ვიცავ და რა მაკლია მე, რათა დავიმკვიდრო სასუფეველი ღმრთისა, უფალი კი ეუბნება, გაყიდე ყველაფერი, დაურიგე ავადმყოფებს, გლახაკებს და შემომიდექ მე. ეს კი ვერ შეძლო მდიდარმა ადამიანმა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო, ვერ შეელია თავის სიმდიდრეს. მიუბრუნდა უფალი თავის მოციქულებს და ეუბნება ის: ისე, როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ასევე მდიდარი ვერასოდეს ვერ შევა სასუფეველსა ღმრთისასა.ხოლო მდიდართა, მეფეთა, ამპარტავანთა, შეუწყნარებელთა, დიდებისმოყვარეთა ამა სოფლისათა, ეუბნება ღმერთი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომ მე არ მოვსულვარ, რათა თქვენ გაგამართლოთ, არამედ თქვენ თვითონ გაიმართლეთ თავი თქვენი, მე თქვენ არ გჭირდებით და ის სიმდიდრე, ფული თუ სხვა იმიტომ მოგეცით, რომ დაეხმაროთ სამშობლოს, გლახაკებს, ღარიბებს, ავადმყოფებს, თქვენ კი მთელი იმედი და სასოება თქვენს სიმდიდრესა, კომფორტზე და კარიერაზე გაქვთ დაყრდნობილი.

სამწუხაროა, რომ მდიდარ ადამიანებს სიმდიდრე თავისი ჰგონიათ. ერთ დღეს წაართმევს ღმერთი, მის სულს წაიყვანს და ვის დარჩება მისი სიმდიდრე?

ნუ აგროვებთ დედამიწაზე ოქროს, ვერცხლს და ფულს, რადგანაც ჟანგი, მატლი და ქურდები მოიპარავენ, არამედ თვენი სიმდიდრე ზეცაში შეაგროვეთ, სადაც არც ჟანგი, არც მატლი და არც ქურდები შეჭამენ თქვენს სიმდიდრეს, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე ანუ გვეუბნება,რომ ვაკეთოთ სიკეთე და მთლიანად შევწიროთ ჩვენი თავი.

ქრისტიანობა არის ვიცხოვროთ სხვისთვის, ვიცხოვროთ სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის და როგორც ღმერთი მოკვდა, თავი შეწირა ჩვენთვის, ასევე უნდა მოვკვდეთ ქრისტეს გულისთვის, სამშობლოსთვის, კაცობრიობისთვის.

ვაი თქვენდა ფარისეველნო, სადუკეველნო და მწიგნობარნო, რამეთუ სასუფევლის კარებში დგახართ, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ), რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი: მონანული ავაზაკების, ქურდების, მრუშების, მკელობლების და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში, რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე, ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას, ჩემ საკუთარ თავსაც, გვეშინოდეთ ღმერთის, უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება, გვეშინოდეს დევნული, ღარიბი, ციხეში მყოფი, ავადმყოფი, განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების, რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.

მოკრძალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში,მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა, მთელი საქართველო“, - აცხადებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.