"რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით!" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენ საქართველოს აერთიანებს ზიზღი "ოპრიჩნინის“ წინააღმდეგ, რომელიც უცხოა თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ქართველი ერისთვის.
"რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს "ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ეს არის კაცი, რომელსაც თავისი მეგობრერის ოჯახების და ნათესვების მიმართ, ბევრი არაკაცური საქმე აქვს ჩადენილი.
კომენტარებს ეტყობა რომ პრემიალურია დათქმული გამარჯვებულთათვის. ვერ გაქაჩავთ, მარტივად გამოიცნობით, რადგან აკომენტარებთ ტრაფარეტულად, საჭიროა სტატიის შინაარსის კომენტირება, დამაჯერებლობისა და შენიღბვისათვის.