საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწყვიტეთ  მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება" - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
"შეწყვიტეთ  მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება" - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებს, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის №18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იძუ­ლე­ბით შეყ­ვა­ნი­სა და მისი სა­კან­ში გან­თავ­სე­ბის ფაქ­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, უწყე­ბამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ არა­ერ­თხელ იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ყვე­ლა უწყე­ბა და პირი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­კი­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­კითხს, ბოლო პე­რი­ოდ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მო­ტი­ვით. კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ ყვე­ლას, რომ მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ნა­ცემ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სას და­ცუ­ლი უნდა იქ­ნეს ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა. ამას­თან, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა, რომ­ლებ­ზეც ამ ეტაპ­ზე არ არის მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზეც, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა.

ამას­თან, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“",ბ“",ე“ და "ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღეს­ვე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის №12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან №18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და მისი №18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და მათი და­არ­ქი­ვე­ბის მო­თხოვ­ნით. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის­თვის ამ დრომ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მომ­ხდა­რა სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მათი გა­მო­თხო­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა (რო­მე­ლიც მათ შო­რის, წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას), საფრ­თხეს უქ­მნის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, შე­წყვი­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, პა­ტი­ვი სცენ ადა­მი­ა­ნის პა­ტივს, ღირ­სე­ბას და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას. ასე­ვე, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­ფა­სე­ბი­სა­გან, ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­საძ­ლო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

სახელმწიფო უწყებებს სიმართლის გამჟღავნებას უკრძალავენ, ეს მონსტრები, კი ტყუილის პროპაგანდით აბრუებენ ხალხს, აკეთებენ ყველაფერს თავისი მიზნების მისაღწევად, წარმოიდგინეთ ესენი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა დაუსჯელობის სინდრომით არიან შეპყრობილი, აბა მიშას დროს ამოეღოთ ხმა!!! 

ხოოო?
3

სექტანტებო გამოდით.... ესაა ნაშიმშილარი და დაოსებული? არ გაასაჯაროონ კი არა 24 საათიან ლაივზე უნდა ჩართონ რო გამოჩდეს ყველაფერი

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"შეწყვიტეთ  მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება" - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"შეწყვიტეთ  მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება" - რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტია აღბეჭდილი.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, უწყებამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით. იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.