საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თიკოს სახლისა“ და „სუმატოს“ კოლაბორაცია - განვითარების უნიკალური პროგრამა ბავშვებისთვის
„თიკოს სახლისა“ და „სუმატოს“ კოლაბორაცია - განვითარების უნიკალური პროგრამა ბავშვებისთვის

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი „თი­კოს სახ­ლი“ და მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კის სკო­ლა „სუ­მა­ტო“ ერ­თობ­ლივ პრო­ექტს იწყე­ბენ. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შვე­ბის (არამ­ხო­ლოდ) გან­ვი­თა­რე­ბა და მათი სკო­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბაა. პრო­ექ­ტი უნი­კა­ლუ­რი იმით, რომ ამ კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შექ­მნი­ლი პროგ­რა­მა ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დე­ბის ნა­ზა­ვი იქ­ნე­ბა. თა­ნაც, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კონ­კრე­ტუ­ლი მე­თო­დე­ბის სინ­თე­ზის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტში რო­გორც „თი­კოს სახ­ლის“, ასე­ვე „სუ­მა­ტო +“ მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

რო­გო­რია არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და დახ­ვე­წაც გა­და­წყდა, რა კონ­კრე­ტულ სი­ახ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზებს ეს პროგ­რა­მა ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს და რი­თია ის უნი­კა­ლუ­რი? ჩვენს კი­თხვებს „თი­კოს სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თიკო ზე­ნა­იშ­ვი­ლი და „სუ­მა­ტოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ინგა ნო­დია პა­სუ­ხო­ბენ.

თიკო ზე­ნა­იშ­ვი­ლი -ჩვენს სახ­ლში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა 5-დან 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ბავ­შვის სრულ მომ­ზა­დე­ბას სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის. რაც გუ­ლის­ხმობს ბავ­შვე­ბის სამი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას, ესე­ნია : შე­მეც­ნე­ბით-კოგ­ნი­ტუ­რი სფე­რო, წვრი­ლი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა.

ფი­ზი­კუ­რი მზა­ო­ბა გუ­ლის­ხმობს მსხვი­ლი და წვრი­ლი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა წვრი­ლი, ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის სრულ­ყო­ფას, რაც არა მარ­ტო წე­რი­თი, არა­მედ სა­მე­ტყვე­ლო უნა­რე­ბის დახ­ვე­წის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კოგ­ნი­ტუ­რი მზა­ო­ბა ნიშ­ნავს იმას, რო ბავ­შვის უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა აღ­ქმის, ყუ­რა­დღე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბის, მე­ტყვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

ემო­ცი­უ­რი სფე­როს გან­სა­ვი­თა­რებ­ლად სა­ჭი­როა, ბავ­შვს სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რო.მას უნდა შე­ეძ­ლოს ჯგუფ­თან ადაპ­ტა­ცია,უფ­როს­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რა­საც ამ პროგ­რა­მით ვა­კე­თებთ, არის ის, რომ ბავ­შვს აღარ ეში­ნია წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის. ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბულ­ნი იყ­ვნენ. სკო­ლის დროს, პირ­ველ კლას­ში, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლად აღიქ­ვა­მენ იმას, რაც კარ­გად არ გა­მოს­დით. ჩვე­ნი სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა კი, სწო­რედ ამას აგუ­ებს ბავ­შვს - შე­იძ­ლე­ბა, პირ­ველ ჯერ­ზე რა­ი­მე არ გა­მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ შე­უძ­ლია. სა­ჭი­როა, კი­დევ სცა­დოს, რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ პროგ­რა­მა­ში მთლი­ან სი­ტყვა­თა მე­თო­დია. ამ ასა­კის პა­ტა­რას უნდა შე­ეძ­ლოს ფო­ნე­მა გა­და­იყ­ვა­ნოს გრა­ფე­მა­ში. მან სი­ტყვა უნდა გა­ნი­ცა­დოს, შე­ა­ფა­სოს რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტი. მთლი­ან სი­ტყვა­თა მე­თო­დი 20 სი­ტყვას მო­ი­ცავს, რო­მელ­თა დას­წავ­ლას­თან ერ­თად ბავ­შვი შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. უვი­თარ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ცნე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, მდიდ­რდე­ბა ლექ­სი­კა, უად­ვილ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის, აზ­რე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია არტ-თე­რა­პი­ულ ტექ­ნი­კებ­თან. რაც ქმნის სა­სი­ა­მოვ­ნო, თა­ვი­სუ­ფალ და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს, სა­დაც პა­ტა­რა ხა­ლი­სით ერ­თვე­ბა.

-რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ამ პროგ­რა­მის დახ­ვე­წა­ზე „სუ­მა­ტოს­ტან“ ერ­თად გე­მუ­შა­ვათ და რა­ტომ არის მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა ის, რაც არ­სე­ბულ პროგ­რა­მას უფრო სრულ­ყო­ფილს გახ­დის?

-მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა ბავ­შვის შე­მეც­ნე­ბით-კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა. ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ამ მე­დოდ­ში ის გახ­ლავთ, რომ ტვი­ნის ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს შე­თან­ხმე­ბულ მუ­შა­ო­ბას უწყობს ხელს. ეს არის ტვი­ნის ერ­თგვა­რი მა­სა­ჟო­რი, რო­მე­ლიც ავი­თა­რებს მეხ­სი­ე­რე­ბას, ყუ­რა­დღე­ბას და წარ­მო­სახ­ვას . გარ­და ამი­სა, მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა ნი­ჭე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, სი­ახ­ლე­ე­ბის შე­მეც­ნე­ბა­სა და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ბავ­შვებს. ის არა მხო­ლოდ კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როს, არა­მედ მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი­ცაა. ამი­ტო­მაც მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კის და­მა­ტე­ბამ ჩვე­ნი პროგ­რა­მა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი გა­ხა­და არა მარ­ტო ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, არა­მედ მათ­თვი­საც ვი­საც გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ტი­პის შე­ფერ­ხე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

-კონ­კრე­ტუ­ლად, რა არის მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა და რით გან­სხვავ­დე­ბა ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არი­თე­ტი­კის­გან, რო­მელ­საც ყვე­ლა სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან?

ინგა ნო­დია: -მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­და­როთ მუ­სი­კას რი­ცხვე­ბის სამ­ყა­რო­ში. როცა ბავ­შვი მუ­სი­კა­ზე მიგ­ვყავს, ის ჯერ ნო­ტებს ხე­დავს და სიმ­ბო­ლო­ებს აღიქ­ვამს, შემ­დეგ კი, კლა­ვი­შებ­ზე გა­და­აქვს და მე­ლო­დი­ას ქმნის. ჩვენ რი­ცხვე­ბის სამ­ყა­რო­ში ვო­პე­რი­რებთ. ბავ­შვი ან­გა­რი­შობს სო­რო­ბან­ზე (იგი­ვე აბა­კუ­სი - სა­ან­გა­რი­შო მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მენ­ტა­ლურ არით­მე­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა) და ხე­დავს კო­ჭე­ბის გან­ლა­გე­ბას, პო­ზი­ცი­ას. ამ დროს, ნე­ი­რო­ნუ­ლი კავ­ში­რე­ბით, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო­ე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, რის შე­დე­გა­დაც, სო­რო­ბან­ზე მი­ღე­ბულ პა­სუხს ბავ­შვი არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით წერს .

გარ­და იმი­სა, რომ მარ­ჯვე­ნი­დან მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო­ზე სიმ­ბო­ლო­კის გა­და­ტა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბავ­შვი წერს პა­სუხს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად. იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ რი­ცხვე­ბის აკ­რე­ფას კალ­კუ­ლა­ტორ­ზეც ვერ მო­ას­წრებს.

-რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კის სკო­ლის და­ფუძ­ნე­ბა?

-ყვე­ლა­ფე­რი 2016 წელს და­ვი­წყეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­რე­ბი, რო­გორც სა­გა­ნი, მე­სა­მე კლა­სი­დან ის­წავ­ლე­ბო­და, ისიც მხო­ლოდ გარ­კვე­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. უფრო პა­ტა­რე­ბის­თვის უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩემი ბავ­შვე­ბის­თვის კი მე სულ მსგავს პროგ­რა­მებს ვე­ძებ­დი. 2016 წელს და­მი­კავ­შირ­დნენ მოს­კო­ვი­დან და ყა­ზა­ხე­თი­დან ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა - მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კა. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტთა გუნ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, მათი დახ­მა­რე­ბით, აქა­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მენ­ტა­ლუ­რი არით­მე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­მემ­ზა­დე­ბი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი სა­კა­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან არც ვი­ცო­დი, თუ ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი: ფსი­ქო­ლო­გი, მა­თე­მა­ტი­კო­სი, სპეც პე­და­გო­გი თუ სხვა. სა­ბო­ლო­ოდ, 50 შერ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­დან მხო­ლოდ 5 დარ­ჩა და „სუ­მა­ტო + “-მაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო.

მა­შინ ჩვენ­თან მსგავ­სი რამ არ არ­სე­ბობ­და. ჩემი კომ­პა­ნი­აც სწო­რედ ამ პროგ­რა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სავ­რცე­ლებ­ლად და­არ­სდა. თა­ვი­დან 1-ელი­დან მე-8 კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და­ვი­წყეთ პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბა, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებს მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­ღებ­დით, ისიც მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით. შე­დე­გებ­მა გაგ­ვა­ო­ცა. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შვე­ბის მი­ღე­ბაც დაგ­ვე­წყო. შე­ვი­მუ­შა­ვეთ მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც სწო­რად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად, 5 წლის ასა­კის მცი­რე ჯგუ­ფე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და მორ­გე­ბუ­ლი . ჩვენ არ ვას­წავ­ლით იმ მე­თო­დე­ბით, რო­გო­რი­თაც ისი­ნი ან­გა­რიშს სკო­ლა­ში ის­წავ­ლი­ან, სკო­ლა მათ­თვის ახა­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით ისი­ნი მზად იქ­ნე­ბი­ან , რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და­ი­ნა­ხონ, გა­ი­გონ და შეს­ძლონ 1 კლას­ში. ჩვენ ვა­ვი­თა­რებთ სმე­ნით მეხ­სი­ე­რე­ბას, თვა­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­სა და ზო­გა­დად, ხან­გრძლი­ვი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარს, სტრე­სის მარ­თვას, ვას­წავ­ლით სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად, ვზრდით ქარ­თვე­ლებს ია­პო­ნუ­რი შრო­მის მოყ­ვა­რე­ო­ბით, ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ნი­ჭის და ტემ­პე­რა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა წე­რას. მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ სო­რო­ბა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით, 5 წლის მოს­წავ­ლეს არ ევა­ლე­ბა მა­გა­ლით­ზე პა­სუ­ხის არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით ჩა­წე­რა.

რად­გან ყვე­ლა ბავ­შვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა, მათ ერთი და იგი­ვე სა­ვარ­ჯი­შო მის­ცე. ზოგი, პი­რო­ბი­თად, 5-ის ფარ­გლებ­ში ან­გა­რი­შობს, ზოგი - მეტს, ზო­გიც კი - გა­ცი­ლე­ბით დიდი რი­ცხვე­ბით ოპე­რი­რებს. არას­დროს არ უნდა შე­ვა­და­როთ ერთი ბავ­შვი მე­ო­რეს. თი­თო­ე­ულ მათ­განს უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, არა ერ­თმა­ნეთს, არა­მედ სა­კუ­თარ თავს აჯო­ბონ და წა­ვიდ­ნენ იმა­ზე წინ, ვიდ­რე დღეს არი­ან.

ამ 6-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­მეხ­ვე­წა არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა და მი­მე­სა­და­გე­ბი­ნა ის ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თვის. ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ ამ სა­კი­თხზე და ვთვლი , რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვარ­გოთ ჩვე­ნი პროგ­რა­მა ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს.

-თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, რო­გორ იმოქ­მე­და პან­დე­მი­ამ ბავ­შვებ­ზე და არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თქვენ­თან ონ­ლა­ინ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა?

-პან­დე­მი­ამ დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა პა­ტა­რე­ბიც. მარ­თა­ლია, სახ­ლში სხე­დან, ინ­ტერ­ნე­ტიც არის და ონა­ლინ თა­მა­შე­ბიც, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია, მათი დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­დე­ბა და გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა, ჩვენ ონ­ლა­ინ მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დი­ხა­ნია გვაქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გი და მისი ალღო, ზუს­ტად შე­იც­ნოს, თუ რა შე­უძ­ლია ბავ­შვს. სხვა­თა შო­რის, ჩვენ პან­დე­მი­ამ­დე და­ვი­წყეთ ონა­ლინ მუ­შა­ო­ბა, რად­გან მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. სწავ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბევ­რი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბიც გვყავს. ჩვენს პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი უცხო­ეთ­ში მყო­ფი ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მათი ნაც­ნო­ბი არა­ერ­თი უცხო­ე­ლი და­ა­კავ­ში­რეს ჩვენ­თან, ამი­ტომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ენა­ზე და დროს გვი­წევს.

-რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სა­პარტნი­ო­როდ „თი­კოს სახ­ლი“ და არის თქვე­ნი მი­ზა­ნი?

-ცნო­ბი­ლია თი­კოს გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის მისი სტი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მი­ზანს, გვსურს, რომ ბავ­შვე­ბი უფრო სხარ­ტე­ბი გავ­ხა­დოთ არა მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­გან­ში და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნი კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. აი რა­ტომ თიკო.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„თიკოს სახლისა“ და „სუმატოს“ კოლაბორაცია - განვითარების უნიკალური პროგრამა ბავშვებისთვის

„თიკოს სახლისა“ და „სუმატოს“ კოლაბორაცია - განვითარების უნიკალური პროგრამა ბავშვებისთვის

ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი „თიკოს სახლი“ და მენტალური არითმეტიკის სკოლა „სუმატო“ ერთობლივ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანი სკოლამდელი ბავშვების (არამხოლოდ) განვითარება და მათი სკოლისათვის მომზადებაა. პროექტი უნიკალური იმით, რომ ამ კოლაბორაციით შექმნილი პროგრამა ბავშვებთან მუშაობაში ყველაზე ეფექტური და დახვეწილი მეთოდების ნაზავი იქნება. თანაც, ეს საქართველოში ამ კონკრეტული მეთოდების სინთეზის პირველი შემთხვევაა.

რასაკვირველია, ამ ერთობლივ პროექტში როგორც „თიკოს სახლის“, ასევე „სუმატო +“ მოსწავლეები ჩაერთვებიან.

როგორია არსებული პროგრამა, რომლის განვითარება და დახვეწაც გადაწყდა, რა კონკრეტულ სიახლეებს შესთავაზებს ეს პროგრამა ბავშვებსა და მათ მშობლებს და რითია ის უნიკალური? ჩვენს კითხვებს „თიკოს სკოლის“ დამფუძნებელი თიკო ზენაიშვილი და „სუმატოს“ დამფუძნებელი ინგა ნოდია პასუხობენ.

თიკო ზენაიშვილი -ჩვენს სახლში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის პროგრამა 5-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის, რომელიც გულისხმობს ბავშვის სრულ მომზადებას სასკოლო გამოწვევებისთვის. რაც გულისხმობს ბავშვების სამი სფეროს განვითარების სტიმულირებას, ესენია : შემეცნებით-კოგნიტური სფერო, წვრილი მოტორული უნარების განვითარება და სოციალურ-ემოციური მზაობა.

ფიზიკური მზაობა გულისხმობს მსხვილი და წვრილი მოტორული უნარების განვითარებას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წვრილი, ნატიფი მოტორული უნარების სრულყოფას, რაც არა მარტო წერითი, არამედ სამეტყველო უნარების დახვეწისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კოგნიტური მზაობა ნიშნავს იმას, რო ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები ასაკის შესაბამისად იყოს განვითარებული. ამაში იგულისხმება აღქმის, ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების ფუნქციონირების განვითარების ხელშეწყობა.

ემოციური სფეროს განსავითარებლად საჭიროა, ბავშვს სოციალური უნარები განუვითარო.მას უნდა შეეძლოს ჯგუფთან ადაპტაცია,უფროსთან და თანატოლებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამ პროგრამით ვაკეთებთ, არის ის, რომ ბავშვს აღარ ეშინია წარუმატებლობის. ამ ასაკში ძალიან უნდათ, რომ ყველაფერში წარმატებულნი იყვნენ. სკოლის დროს, პირველ კლასში, ემოციურად ძალიან რთულად აღიქვამენ იმას, რაც კარგად არ გამოსდით. ჩვენი სასკოლო მზაობის პროგრამა კი, სწორედ ამას აგუებს ბავშვს - შეიძლება, პირველ ჯერზე რაიმე არ გამოუვიდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია. საჭიროა, კიდევ სცადოს, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მთლიან სიტყვათა მეთოდია. ამ ასაკის პატარას უნდა შეეძლოს ფონემა გადაიყვანოს გრაფემაში. მან სიტყვა უნდა განიცადოს, შეაფასოს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. მთლიან სიტყვათა მეთოდი 20 სიტყვას მოიცავს, რომელთა დასწავლასთან ერთად ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს. უვითარდება შემოქმედებითი და ცნებითი აზროვნება, მდიდრდება ლექსიკა, უადვილდება საკუთარი ემოციების, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ეს ყველაფერი ინტეგრირებულია არტ-თერაპიულ ტექნიკებთან. რაც ქმნის სასიამოვნო, თავისუფალ და კომფორტულ გარემოს, სადაც პატარა ხალისით ერთვება.

-რატომ გადაწყვიტეთ, ამ პროგრამის დახვეწაზე „სუმატოსტან“ ერთად გემუშავათ და რატომ არის მენტალური არითმეტიკა ის, რაც არსებულ პროგრამას უფრო სრულყოფილს გახდის?

-მენტალური არითმეტიკა ბავშვის შემეცნებით-კოგნიტური სფეროს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ყველაზე ღირებული ამ მედოდში ის გახლავთ, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას უწყობს ხელს. ეს არის ტვინის ერთგვარი მასაჟორი, რომელიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას და წარმოსახვას . გარდა ამისა, მენტალური არითმეტიკა ნიჭების აღმოჩენას, სიახლეების შემეცნებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. ის არა მხოლოდ კოგნიტური სფეროს, არამედ მოტორული უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელიცაა. ამიტომაც მენტალური არითმეტიკის დამატებამ ჩვენი პროგრამა გაცილებით ეფექტური გახადა არა მარტო ტიპური განვითარების ბავშვებისათვის, არამედ მათთვისაც ვისაც განვითარებაში გარკვეული ტიპის შეფერხებები აღენიშნება.

-კონკრეტულად, რა არის მენტალური არითმეტიკა და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი არითეტიკისგან, რომელსაც ყველა სკოლაში ასწავლიან?

ინგა ნოდია: -მენტალური არითმეტიკა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკას რიცხვების სამყაროში. როცა ბავშვი მუსიკაზე მიგვყავს, ის ჯერ ნოტებს ხედავს და სიმბოლოებს აღიქვამს, შემდეგ კი, კლავიშებზე გადააქვს და მელოდიას ქმნის. ჩვენ რიცხვების სამყაროში ვოპერირებთ. ბავშვი ანგარიშობს სორობანზე (იგივე აბაკუსი - საანგარიშო მოწყობილობა, რომელიც მენტალურ არითმეტიკაში გამოიყენება) და ხედავს კოჭების განლაგებას, პოზიციას. ამ დროს, ნეირონული კავშირებით, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები შეთანხმებულად მუშაობენ, რის შედეგადაც, სორობანზე მიღებულ პასუხს ბავშვი არაბული ციფრებით წერს .

გარდა იმისა, რომ მარჯვენიდან მარცხენა ნახევარსფეროზე სიმბოლოკის გადატანა მიმდინარეობს და ბავშვი წერს პასუხს, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ფაქტობრივად, საუბრის პარალელურად. იმდენად სწრაფად, რომ რიცხვების აკრეფას კალკულატორზეც ვერ მოასწრებს.

-როდის და რატომ გადაწყვიტეთ მენტალური არითმეტიკის სკოლის დაფუძნება?

-ყველაფერი 2016 წელს დავიწყეთ. საქართველოში უნარები, როგორც საგანი, მესამე კლასიდან ისწავლებოდა, ისიც მხოლოდ გარკვეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უფრო პატარებისთვის უნარების შესწავლა არ იყო ხელმისაწვდომი. ჩემი ბავშვებისთვის კი მე სულ მსგავს პროგრამებს ვეძებდი. 2016 წელს დამიკავშირდნენ მოსკოვიდან და ყაზახეთიდან ახლობლები, რომლებმაც მითხრეს, რომ არსებობდა ძალიან საინტერესო პროგრამა - მენტალური არითმეტიკა. ჩამოვიყვანე საქართველოში სპეციალისტთა გუნდი და გადავწყვიტე, მათი დახმარებით, აქაური მასწავლებლები მენტალური არითმეტიკის მიმართულებით გადამემზადებინა. ყველაფერი საკამაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან არც ვიცოდი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი: ფსიქოლოგი, მათემატიკოსი, სპეც პედაგოგი თუ სხვა. საბოლოოდ, 50 შერჩეული პედაგოგიდან მხოლოდ 5 დარჩა და „სუმატო + “-მაც ფუნქციონირება დაიწყო.

მაშინ ჩვენთან მსგავსი რამ არ არსებობდა. ჩემი კომპანიაც სწორედ ამ პროგრამის საქართველოში გასავრცელებლად დაარსდა. თავიდან 1-ელიდან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დავიწყეთ პროგრამის სწავლება, სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებს მხოლოდ ინდივიდუალურად ვიღებდით, ისიც მშობლების დაჟინებული თხოვნით. შედეგებმა გაგვაოცა. შემდეგ გადავწყვიტეთ, სკოლამდელი ბავშვების მიღებაც დაგვეწყო. შევიმუშავეთ მიდგომა, რომელიც სწორად, თანმიმდევრულად, 5 წლის ასაკის მცირე ჯგუფებისთვის იქნებოდა მორგებული . ჩვენ არ ვასწავლით იმ მეთოდებით, როგორითაც ისინი ანგარიშს სკოლაში ისწავლიან, სკოლა მათთვის ახალი და სიახლეებით აღსავსე იქნება, ჩვენი დახმარებით ისინი მზად იქნებიან , რომ რაც შეიძლება მეტი დაინახონ, გაიგონ და შესძლონ 1 კლასში. ჩვენ ვავითარებთ სმენით მეხსიერებას, თვალის მეხსიერებასა და ზოგადად, ხანგრძლივი კონცენტრაციის უნარს, სტრესის მართვას, ვასწავლით სირთულეების დაძლევას საკუთარი თავის იმედად, ვზრდით ქართველებს იაპონური შრომის მოყვარეობით, ჩვენი ქართული ნიჭის და ტემპერამენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება წერას. მოტორიკის განვითარება ხდება მხოლოდ სორობანის ჩართულობით, 5 წლის მოსწავლეს არ ევალება მაგალითზე პასუხის არაბული ციფრებით ჩაწერა.

რადგან ყველა ბავშვი განსხვავებულია, არ შეიძლება, მათ ერთი და იგივე სავარჯიშო მისცე. ზოგი, პირობითად, 5-ის ფარგლებში ანგარიშობს, ზოგი - მეტს, ზოგიც კი - გაცილებით დიდი რიცხვებით ოპერირებს. არასდროს არ უნდა შევადაროთ ერთი ბავშვი მეორეს. თითოეულ მათგანს უნდა მივცეთ საშუალება, არა ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავს აჯობონ და წავიდნენ იმაზე წინ, ვიდრე დღეს არიან.

ამ 6-წლიანი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, დამეხვეწა არსებული პროგრამა და მიმესადაგებინა ის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის. ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ვთვლი , რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი პროგრამა ქართველ მომხმარებელს.

-თქვენი შეფასებით, როგორ იმოქმედა პანდემიამ ბავშვებზე და არსებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა თქვენთან ონლაინ მეცადინეობა?

-პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა პატარებიც. მართალია, სახლში სხედან, ინტერნეტიც არის და ონალინ თამაშებიც, მაგრამ შეგვიძლია, მათი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. თუ კოვიდ-რეგულაციები გამკაცრდება და გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, ჩვენ ონლაინ მეცადინეობის გამოცდილება დიდიხანია გვაქვს. მნიშვნელოვანია გამოცდილი პედაგოგი და მისი ალღო, ზუსტად შეიცნოს, თუ რა შეუძლია ბავშვს. სხვათა შორის, ჩვენ პანდემიამდე დავიწყეთ ონალინ მუშაობა, რადგან მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. სწავლება ინდივიდუალურადაც მიმდინარეობს და ბევრი მცირერიცხოვანი ჯგუფებიც გვყავს. ჩვენს პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულნი უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც მათი ნაცნობი არაერთი უცხოელი დააკავშირეს ჩვენთან, ამიტომ გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა ენაზე და დროს გვიწევს.

-რატომ აირჩიეთ საპარტნიოროდ „თიკოს სახლი“ და არის თქვენი მიზანი?

-ცნობილია თიკოს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ბავშვებთან მუშაობის მისი სტილი. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, გვსურს, რომ ბავშვები უფრო სხარტები გავხადოთ არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა საგანში და ზოგადად, ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ჩვენი მიზანი კრეატიული აზროვნების განვითარებაა. აი რატომ თიკო.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/EWdnTU-B3yI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

NS