პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გელა ჩარ­კვი­ა­ნი 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის იყო დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

"გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი და უძ­ვირ­ფა­სე­სი მამა. ჩვენც და ქვე­ყა­ნა­მაც და­კარ­გა გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი - გელა ჩარ­კვი­ა­ნი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თე­ო­ნა ჩარ­კვი­ა­ნი.

გელა ჩარ­კვი­ა­ნის კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან იწყე­ბა, სა­დაც 1976 წლი­დან 1994 წლამ­დე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. 1984 წლი­დან 1992 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ურ­თერ­თო­ბა­თა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო.

1980-იანი წლებ­ში და 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გელა ჩარ­კვი­ან­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აშშ-ის, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის მთავ­რო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის ახლო კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

1992 წლი­დან 2003 წლამ­დე ჩარ­კვი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი იყო. ჩარ­კვი­ა­ნი 2005 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ირ­ლან­დი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 2006 წლი­დან ელჩი იყო. მან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­წყვი­ტა.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თა, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­თა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ruska
0

ძალიან სამწუხარო ამბავია, ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი წავიდა...

ბ-ნი გელა ჩემი ლექტორი იყო, ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ მის ლექციებს.

ნათელში იყის მისი სული!...

მერიკო
0

უდუდესი დანაკარგია, ასეთები იშვიაად იბადებიან....სიტყვები არ მყოფნის მწუხარების გამოსახატავად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

"გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი" - წერს სოციალურ ქსელში თეონა ჩარკვიანი.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.