საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?
სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მე­რო­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვას გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რა­ი­ო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი აშ­კა­რად მნიშნ­ვე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. იქ გა­და­სახ­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა პარ­ტია "ლე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. მან წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­და­სახ­ლე­ბის გეგ­მა ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­ახ­მა­უ­რა და ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­და­ი­ტა­ნონ. მა­ლე­ვე ხა­ზა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მას თე­მურ ჭყო­ნი­აც მიჰ­ყვე­ბა. "დი­ლით თე­მურ ჭყო­ნი­ას წე­რი­ლი დამ­ხვდა - "მეც მოგ­ყვე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში, რო­გორც კი და­ი­წყებ ეგ­რე­ვე ჩა­მო­ვალ", - და­წე­რა ხა­ზა­რა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

  • რა ვი­ცით წა­ლენ­ჯი­ხა­ზე?

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მხა­რე­ში მდე­ბა­რე­ობს, მისი ფარ­თო­ბია 64 715 ჰა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი კი წა­ლენ­ჯი­ხაა, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი 1964 წელს მი­ე­ნი­ჭა. მუნ­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­დის კი­დევ ერთი ქა­ლა­ქი - ჯვა­რი და 14 სო­ფე­ლი.

მან­ძი­ლი თბი­ლი­სამ­დე - 350 კი­ლო­მეტ­რია, ზუგ­დი­დამ­დე კი - 22 კი­ლო­მეტ­რი.

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის 1-ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, წა­ლენ­ჯი­ხა­ში 23 296 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 0.6%-ია.

2021 წლის ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­თა 33.3% სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას იღებს.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კარგ წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის. არა­ერ­თი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლი თუ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა წა­ლენ­ჯი­ხას გან­სა­კუთ­რე­ბულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ­ჯე­რად გვსურს მო­გი­თხროთ კუ­რორტ სქურ­ზე, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს.

  • კუ­რორტ სქუ­რის წარ­სუ­ლი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი

ქა­ლაქ წა­ლენ­ჯი­ხი­დან 12 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, მდი­ნა­რე ჭა­ნის­წყლის ნა­პი­რას, ზღვის დო­ნი­დან 450-500 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს ბალ­ნეო-კლი­მა­ტუ­რი კუ­რორ­ტი სქუ­რი, რო­მე­ლიც მდი­და­რია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ხელ­წო­დე­ბა სქუ­რი ნიშ­ნავს ტყი­ან ხე­ო­ბას. ის ეგ­რი­სის ქე­დის გან­შტო­ე­ბე­ბით, თარ­ზე­ნით და ბო­გა­შით არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. კუ­რორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ას უძ­ვე­ლეს დრო­ში თავ­დაც­ვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქო­ნია.

სქუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რე ჭა­ნის­წყალს, მრა­ვა­ლი შე­ნა­კა­დი ერ­თვის: ნო­ლი­მე­რი, კი­კო­ნია, სქუ­რის­წყა­ლი, გა­რა­მე­ლა, აბა­ნოს ღელე, ლე­ბი­ა­ვა­ხა­ში და სხვ. თი­თო­ე­ულ მათ­განს ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბა აქვს. ჭა­ნის­წყალ­ზე აგე­ბუ­ლია მცი­რე ჰესი სქურ-ჰესი, რო­მე­ლიც 1958 წლი­დან დღემ­დე მოქ­მე­დებს. სქუ­რის მი­და­მო­ე­ბი აგ­რეთ­ვე მდი­და­რია ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით, მათ შო­რის: აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სქუ­რის ეკ­ლე­სია, სქუ­რის ციხე, ზურ­გი­ა­ნი კოშ­კი, ნა­ეკ­ლე­სი­ა­რი მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი, დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვი და ა.შ.

კუ­რორტ სქურ­ში ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი, ზო­მი­ე­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, და­ბა­ლი ბა­რო­მეტ­რუ­ლი წნე­ვა და ჟანგბა­დის სი­უხ­ვეა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მთი­სა და ზღვის შე­ზა­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რით.

სქუ­რის ერთ-ერთი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლია, რომ­ლის შეს­წავ­ლა 1915 წლი­დან და­ი­წყო, 1920 წელს კი მან უკვე სამ­კურ­ნა­ლო სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­არ­სდა სა­ნა­ტო­რი­უ­მი, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და კუ­თხი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დი­ოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბას (წყლის მი­ნე­რა­ლი­ზა­ცია 1.7, იო­ნე­ბი მგ. ეკ­ვი­ვა­ლენ­ტში c173s0421).

სქუ­რის წყა­ლი, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის 2002 წლის 5 ნო­ემ­ბრის ბრძა­ნე­ბი­თაც. სა­ბა­დო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შუა და ზე­და­ი­უ­რულ, ცარ­ცულ და პა­ლე­ო­გე­ნურ ნა­ლე­ქებ­თან, წყა­ლი ჭა­ბურ­ღი­ლით არის ამოყ­ვა­ნი­ლი შუა იუ­რუ­ლი ბა­ი­ო­სუ­რის ვულ­კა­ნო­გე­ნუ­რი ქა­ნე­ბი­დან.

"სქუ­რის წყალს“ არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურნ­ვა შე­უძ­ლია, მათ შო­რის:

  • საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ორ­გა­ნო­თა; საყ­რდენ სა­მოძ­რაო აპა­რა­ტი­სა და პე­რი­ფე­რი­ულ ნერ­ვულ სის­ტე­მა­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • საყ­ლა­პა­ვი მი­ლის ან­თე­ბე­ბი
  • კუ­ჭის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ქრო­ნი­კუ­ლი გას­ტრი­ტი: კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი
  • კო­ლი­ტი და ენ­ტე­რო­კო­ლი­ტი
  • ღვიძ­ლის, სა­ნაღ­ვლე გზე­ბი­სა და პანკრე­ა­სის და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • ჰე­პა­ტი­ტი
  • ქო­ლე­ცის­ტი­ტი და ქო­ლან­გი­ტი
  • ნაღ­ვლკენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა
  • პანკრე­ა­ტი­ტი
  • ძვალ-კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი პო­ლი­ართრი­ტი

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვერ ხერ­ხდე­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ჩა­მოს­ხმა, თუმ­ცა, რო­გორც წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დი­დან ვი­გებთ, ადრე სამ­კურ­ნა­ლო წყალს ად­გილ­ზე ას­ხამ­დნენ და გა­სა­ყი­დად გაჰ­ქონ­დათ, რო­გორც ადი­ლობ­რივ, ისე სხვა ქვეყ­ნის ბა­ზარ­ზე.

დღეს­დღე­ო­ბით კი ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მუ­რია, აღ­ნიშ­ნუ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლად კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა. თუ ხა­ზა­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვად არ დარ­ჩა და ბიზ­ნეს­მენ­თა ნა­წილ­მა მარ­თლაც გა­და­წყვი­ტა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აღორ­ძი­ნე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა, წე­სით, კუ­რორ­ტი სქუ­რი მათი ინ­ტე­რე­სის უპირ­ვე­ლეს სა­მიზ­ნედ უნდა იქ­ცეს...

  • სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" "კუ­რორ­ტი სქუ­რი" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ლელო პარტია კი არა ნაცკამპანიაა , გაქრება ჩამოწერილი უიმედო ვალივით და მედროვე უსუფაშვილს სხვა ლელოში გადაიყვანენ , ნაცვლიშვილი წავა ბუტკაის სამზარეულოში-ჭადის დაცხობა ცოდნია, ეგრე გადაყვანით მოდის სახელმწიფო საბჭოდან უსუფა და კომკავშირიდან კიდო ,ე მაშინ იკვეთებოდნენ ხაზარაძე ანტრესოლში რომ იჯდა სამრწეველო სავაჭრო პალატაში ახვლედიანთან ! ჯაფარიძეც იქ იჯდა, კი , ბანკი არ ქონდათ ჯერ ! მაგრამ ფიქრობდნენ ! სვიტრები ქონდათ! რამდენი ნახმარი პაკრიშკა მაქვს , იცით ? ავტომრეწველობის მინისტრი მინდა გავხდე , ნასოსიც მაქ , მიკრაფონი წულომ წაიღო , დააბრუნაო და ?!

msajuli
2

ერი ჰა. ეხლა ფანტაზიებში წალენჯიხა იბიცა 2 გამოვა ხო. ვაი თქვენს პატეონს უბედურს. იმენა ზღაპარში ხართ და ამ ხალხსაც ნუ ჩაითრევთ. პრინცი მიშა ციხეშია, დედოფალი გადამალეთ. მაგრამ არა საჭირო ეგ რო გამოვა დედოფალი დაბერსება

ავტორი:

სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?

სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი აშკარად მნიშნველოვნად გაიზარდა. იქ გადასახლება დააანონსა პარტია "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან წალენჯიხაში გადასახლების გეგმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე გაახმაურა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ. მალევე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. "დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა - "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ", - დაწერა ხაზარაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

  • რა ვიცით წალენჯიხაზე?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, მისი ფართობია 64 715 ჰა. ადმინისტრაციული ცენტრი კი წალენჯიხაა, რომელსაც ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიენიჭა. მუნციპალიტეტში შედის კიდევ ერთი ქალაქი - ჯვარი და 14 სოფელი.

მანძილი თბილისამდე - 350 კილომეტრია, ზუგდიდამდე კი - 22 კილომეტრი.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, წალენჯიხაში 23 296 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 0.6%-ია.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რაიონში მცხოვრებთა 33.3% საარსებო შემწეობას იღებს.

მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი ბუნება ტურიზმის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. არაერთი ულამაზესი ადგილი თუ ღირსშესანიშნაობა წალენჯიხას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს. ამჯერად გვსურს მოგითხროთ კურორტ სქურზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინვესტირების შემთხვევაში სერიოზული პერსპექტივა შეიძლება გაუჩნდეს.

  • კურორტ სქურის წარსული და სამომავლო პერსპექტივები

ქალაქ წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი სქური, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით.

როგორც ირკვევა, სახელწოდება სქური ნიშნავს ტყიან ხეობას. ის ეგრისის ქედის განშტოებებით, თარზენით და ბოგაშით არის შემოსაზღვრული. კურორტის ტერიტორიას უძველეს დროში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონია.

სქურის ტერიტორიაზე მდინარე ჭანისწყალს, მრავალი შენაკადი ერთვის: ნოლიმერი, კიკონია, სქურისწყალი, გარამელა, აბანოს ღელე, ლებიავახაში და სხვ. თითოეულ მათგანს ულამაზესი ხეობა აქვს. ჭანისწყალზე აგებულია მცირე ჰესი სქურ-ჰესი, რომელიც 1958 წლიდან დღემდე მოქმედებს. სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის: აღსანიშნავია სქურის ეკლესია, სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, ნაეკლესიარი მთავარანგელოზი, დარბაზული ეკლესიის ნანგრევი და ა.შ.

კურორტ სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით.

სქურის ერთ-ერთი ღირებულება მინერალური წყალია, რომლის შესწავლა 1915 წლიდან დაიწყო, 1920 წელს კი მან უკვე სამკურნალო სტატუსი შეიძინა.

მოგვიანებით დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (წყლის მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421).

სქურის წყალი, როგორც სამკურნალო მინერალური წყალი, დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანებითაც. საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან, წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურული ბაიოსურის ვულკანოგენური ქანებიდან.

"სქურის წყალს“ არაერთი დაავადების განკურნვა შეუძლია, მათ შორის:

  • საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები
  • საყლაპავი მილის ანთებები
  • კუჭის დაავადებები - ქრონიკული გასტრიტი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • კოლიტი და ენტეროკოლიტი
  • ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები
  • ჰეპატიტი
  • ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება
  • პანკრეატიტი
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები
  • რევმატოიდული პოლიართრიტი

სამწუხაროდ, დღეს ვერ ხერხდება მინერალური წყლის ჩამოსხმა, თუმცა, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან ვიგებთ, ადრე სამკურნალო წყალს ადგილზე ასხამდნენ და გასაყიდად გაჰქონდათ, როგორც ადილობრივ, ისე სხვა ქვეყნის ბაზარზე.

დღესდღეობით კი ეს საკითხი პრობლემურია, აღნიშნულის მოსაგვარებლად კი მნიშვნელოვანია ინვესტორების დაინტერესება. თუ ხაზარაძის ინიციატივა ინიციატივად არ დარჩა და ბიზნესმენთა ნაწილმა მართლაც გადაწყვიტა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აღორძინებაში ინვესტიციების ჩადება, წესით, კურორტი სქური მათი ინტერესის უპირველეს სამიზნედ უნდა იქცეს...

  • სტატიაში გამოყენებულია "ფეისბუქგვერდზე" "კურორტი სქური" გამოქვეყნებული ფოტოები