საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას" - რას ამბობს მიქაელ ბოტკოველი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ
"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას" - რას ამბობს მიქაელ ბოტკოველი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მა­ვა­ლა, გა­დავ­ცე მის უწ­მინ­დე­სო­ბას, რომ ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს შიმ­ში­ლო­ბას, რად­გან ეს არის მისი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია" - ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა მე­დი­ას­თან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პატ­რი­არ­ქს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"გა­და­ვე­ცი ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის გზავ­ნი­ლი. პი­რა­დად გა­და­ვე­ცი წე­რი­ლი, სა­დაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბა მას კი­დევ ერთხელ სთხოვს, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა. ის წუხს იმის გამო, რომ ამ­დენ­ხანს შიმ­ში­ლობს.

ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მის უწ­მინ­დე­სო­ბას, უკვე მე­ო­რედ ვეს­ტუმ­რე მას და ის გრძნობს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ყუ­რა­დღე­ბას. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ის პა­ტივს სცემს მის უწ­მინ­დე­სო­ბას. მან და­მა­ვა­ლა, რომ გა­დავ­ცე მის უწ­მინ­დე­სო­ბას, რომ ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს შიმ­ში­ლო­ბას, რად­გან ეს არის მისი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია და ამ პო­ზი­ცი­ა­ში კო­რექ­ტი­რე­ბის შე­ტა­ნას ამ ეტაპ­ზე არ აპი­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

ამას­თან პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ წინა შეხ­ვედ­რას­თან შე­და­რე­ბით წო­ნა­ში კლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"წინა შეხ­ვედ­რას­თან შე­და­რე­ბით, აშ­კა­რად შე­ვამ­ჩნიე, რომ ის წო­ნა­ში მოკ­ლე­ბუ­ლია. სხვა გან­ზო­მი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან არ გახ­ლა­ვართ ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ვერ ვერ­კვე­ვი ასეთ სა­კი­თხებ­ში. რომ გი­თხრათ, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ვამ­ჩნიე იმ მხრივ, რომ მას მე­ტყვე­ლე­ბა უჭირს ან აზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად არ ეტყო­ბა. ის ჩვე­უ­ლებ­რივ სა­უბ­რობ­და.

მეც ვურ­ჩიე მას, რომ იქ­ნებ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, მაგ­რამ მას აქვს მყა­რი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს კლი­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­თი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ეს ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როს სცილ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

მან ასე­ვე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საკ­თხზე და აღ­ნიშ­ნა, რომ "პატ­რი­არ­ქს არ აქვს იმის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ ის შე­ი­წყა­ლოს, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ უნდა მი­მარ­თოს პრე­ზი­დენტს. მისი და ეკ­ლე­სი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ფი­ლა მთე­ლი ამ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ­სე­ბობს ასე­თი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც ამა თუ ინ პა­ტი­მარ­ზე ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მო­ტა­ნა და ამ სა­ბუ­თე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ ეს გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. არ ვიცი, ამას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი რო­გორ გა­ი­გე­ბენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მინ­დო­და ამის და­ზუს­ტე­ბა - რო­გორც ასე­თი, პატ­რი­არ­ქი ვე­რა­ვის შე­ი­წყა­ლებს.

ასე­თი წე­რი­ლე­ბი ათო­ბით და ასო­ბით შე­მო­დის, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა წე­რი­ლი არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა, რად­გან ჩვენ ვუ­წევთ რე­კო­მენ­და­ცი­ას არა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ მსუ­ბუქ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

ასეთ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კი­თხე­ბის შე­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სია, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, ასეთ სა­კი­თხებს ამუ­შა­ვე­ბენ, შემ­დეგ კი შე­სა­ბა­მის ინ­სტან­ცი­ებ­ში გა­და­უგ­ზავ­ნი­ან ისეთს, რო­მელ­საც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ”, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

რა საინტერესოა, შეჩვეების და განკვეთის უფლება არ აქვს ? ხევისბერს ქონდა !

ნინო
0

მიშა როდის უსმენდა ეკლესიას და პატრიაქს? სულ ცოტა უზრდელობაა. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას" - რას ამბობს მიქაელ ბოტკოველი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას" - რას ამბობს მიქაელ ბოტკოველი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია" - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა.

"გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენხანს შიმშილობს.

ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, - განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით წონაში კლება აღენიშნება.

"წინა შეხვედრასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. რომ გითხრათ, რომ რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმ მხრივ, რომ მას მეტყველება უჭირს ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა.

მეც ვურჩიე მას, რომ იქნებ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება”, - განაცხადა ბოტკოველმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკთხზე და აღნიშნა, რომ "პატრიარქს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის შეიწყალოს, მისმა უწმინდესობამ უნდა მიმართოს პრეზიდენტს. მისი და ეკლესიის შუამდგომლობით, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მინდა შეგახსენოთ, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ამა თუ ინ პატიმარზე ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა და ამ საბუთების განხილვის შემდეგ ეს გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ, ყოველ შემთხვევაში მინდოდა ამის დაზუსტება - როგორც ასეთი, პატრიარქი ვერავის შეიწყალებს.

ასეთი წერილები ათობით და ასობით შემოდის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება, რადგან ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას არა მძიმე კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებით, არამედ მსუბუქ დანაშაულებზე.

ასეთ თემებთან დაკავშირებით, საკითხების შემოტანა შეიძლება. იურიდიული კომისია, რომელიც საპატრიარქოში იმყოფება, ასეთ საკითხებს ამუშავებენ, შემდეგ კი შესაბამის ინსტანციებში გადაუგზავნიან ისეთს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ”, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.