სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა
საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ფარ­გლებ­ში, 2 ნო­ემ­ბერს, მო­რი­გი მას­ტერკლა­სი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნერ­მა ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს (18-25), ააიპ „კავ­ში­რი მშო­ბელ­თა ხი­დის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კა შე­ას­წავ­ლა.

რო­გორც ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დი­რექ­ტორ­მა ნინა ცა­გა­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, მას­ტერკლა­სი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. „ვა­ტა­რებთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან დარ­გობ­რივ მას­ტერკლა­სებს. დღეს „კავ­ში­რი მშო­ბელ­თა ხი­დის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ. ეს არის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და სი­ხა­რუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი ხომ უნი­კა­ლუ­რია. მად­ლო­ბა ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვილს, რო­მელ­მაც და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქა ახალ­გაზ­რდებს“.

ართ თე­რა­პევტმა მა­რი­კა ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა: „დღეს მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ფარ­გლებ­ში მიგ­ვე­ღო ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო მას­ტერკლა­სი. შე­ვის­წავ­ლეთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ვი­მუ­შა­ვეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლით. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბი არი­ან“.

მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რი ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი:„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ პა­ტა­რე­ბის გა­ხა­რე­ბა შევ­ძე­ლით და თა­ვა­დაც და­დე­ბი­თი ემო­ცია მი­ვი­ღე. მად­ლო­ბა ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ ნინა ცა­გა­რელს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბის­თვის“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; იტა­ლი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტრა­დი­ცი­ას XX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მის სა­თა­ვე­ებ­თან გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე და დი­რი­ჟო­რი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე იდგა. მან პირ­ველ­მა 1982 წელს სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში – აფხა­ზეთ­ში და­ა­არ­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით ბიჭ­ვინ­თა­ში იმარ­თე­ბო­და და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ყო­ველ­წლი­უ­რად ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რა­ვი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მუ­სი­კო­სი სტუმ­რობს. სხვა­დას­ხვა დროს ფეს­ტი­ვალ­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ისე­თი მუ­სი­კო­სე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ალფ­რედ შნიტ­კე, კურტ მა­ზუ­რი, გი­დონ კრე­მე­რი, აი­მან მუ­სა­ხა­ჯა­ე­ვა, ვიქ­ტორ ტრე­ტი­ა­კო­ვი, მუ­ჰაი ტან­გი, ლა­ვარდ სკოუ ლარ­სე­ნი, ჟან პას­კალ ტორ­ტე­ლიე, გეზა ჰოსუ ლე­გოც­კი, დე­ნის შა­პო­ვა­ლო­ვი, კა­ტია სკა­ნა­ვი, ლისა ბეზ­როდ­ნი, მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი და მრა­ვა­ლი სხვა.

2011 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მიერ შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო კა­მე­რუ­ლი ან­სამ­ბლ-ორ­კესტრი „ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“. ამ ორ­კესტრმა დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს ორ­კესტრი და­კომ­პლექტდა უცხო­ეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბით და ეწო­და „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“.

ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია გი­ორ­გი ისა­კა­ძე - მუ­სი­კო­სი და პე­და­გო­გი, ინ­გოლშტა­ტი­სა და მი­უნ­ხე­ნის ცეკ­ვი­სა და მუ­სი­კის აკა­დე­მი­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რია ნინა ცა­გა­რე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რია მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ფესტვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია – „არტ-ალი­ან­სი“

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლი: კომ­პა­ნია “არდი”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, 2 ნოემბერს, მორიგი მასტერკლასი გაიმართა, სადაც მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (18-25), ააიპ „კავშირი მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებს კოლაჟის ტექნიკა შეასწავლა.

როგორც ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორმა ნინა ცაგარელმა აღნიშნა, მასტერკლასი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. „ვატარებთ მრავალფეროვან დარგობრივ მასტერკლასებს. დღეს „კავშირი მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებთან ემოციური შეხვედრა გავმართეთ. ეს არის დიდი სიამოვნება და სიხარული, თითოეული ბავშვი ხომ უნიკალურია. მადლობა ნინო მირიანაშვილს, რომელმაც დაუვიწყარი დღე აჩუქა ახალგაზრდებს“.

ართ თერაპევტმა მარიკა ცაგარეიშვილმა აღნიშნა: „დღეს მოგვეცა საშუალება ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში მიგვეღო ასეთი საინტერესო მასტერკლასი. შევისწავლეთ ახალი ტექნოლოგიები, ვიმუშავეთ განსხვავებული მასალით. მართლაც საოცარი ბავშვები არიან“.

მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი:„ძალიან მიხარია, რომ ამ პატარების გახარება შევძელით და თავადაც დადებითი ემოცია მივიღე. მადლობა ფესტივალის დირექტორ ნინა ცაგარელს და ორგანიზატორებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ღამის სერენადების“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იტალიისა და გერმანიის საელჩოები.

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ჩატარების ტრადიციას XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. მის სათავეებთან გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე იდგა. მან პირველმა 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი სტუმრობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში ლიანა ისაკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ლისა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის ცეკვისა და მუსიკის აკადემიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია მსოფლიოში სახელგანთქმული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

ფესტვალის ორგანიზატორი კომპანია – „არტ-ალიანსი“

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია “არდი”.