მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი
"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის“ ეთერ­ში წა­ლენ­ჯი­ხის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გია ხარ­ჩი­ლა­ვამ სა­კუ­თა­რი გა­მარ­ჯვე­ბის მი­ზე­ზებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ხარ­ჩი­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, წა­ლენ­ჯი­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ფრონ­ტი ყო­ველ­თვის იყო.

"თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და ის­ტო­რი­უ­ლი კვან­ძე­ბით, წა­ლენ­ჯი­ხა გა­უ­ტოლ­და სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებს, რო­გორც იდე­უ­რი ფრონ­ტის ხაზი. აქა­უ­რი ხალ­ხი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­მარ­თლი­ა­ნი გან­წყო­ბე­ბით. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმუ­შა­ვა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა, ესე­ნია - გან­წყო­ბე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი, ავან­გარ­დში მყო­ფი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლი და მთე­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი გუნ­დი. აქვე იმუ­შა­ვა იმ ფაქ­ტორ­მაც, რომ ამ ქა­ლაქ­ში გაზ­რდი­ლი ვარ. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პე­რი­ოდ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ვპატ­რუ­ლი­რებ­დი ამ ქა­ლაქ­ში. ყვე­ლა ოჯახ­თან სა­კუ­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და პირ­ველ ტურ­ში გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და აქ. "ოც­ნე­ბას" რომ ეგო­ნა, მათ მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექ­ტო­რა­ტის რი­გებ­შიც პერ­სო­ნა­ლუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი იყო, რად­გან 200-ზე მეტი მოს­წავ­ლე მყავს ამ ქა­ლაქ­ში გაზ­რდი­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე“, - გა­ნა­ცხა­და ხარ­ჩი­ლა­ვამ.

წა­ლენ­ჯი­ხის მერი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი უსა­მარ­თლო პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"აქ ბრძო­ლა იყო, ეს არ იყო არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 65-35-ზე არის ნამ­დვი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს ჩა­ურ­თეს რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მოს­ყიდ­ვა, მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და მა­ინც ვერ გა­და­ძა­ლეს. ჩვენ ახ­ლაც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვართ მთე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი რე­სურ­სით, რათა ეს გა­მარ­ჯვე­ბა არამ­ხო­ლოდ მე­რის­თვის, არა­მედ საკ­რე­ბუ­ლოს დო­ნე­ზეც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხარ­ჩი­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

საინტერესოა ზვიადის დროს ვინ იყო და რას წარმოადგენდა ხარჩილავა. ზვიადისტობა და მიშისტობა ორი ურთიერთგამომრიცხავი მცნებაა.

 

თეა
1

სამეგრელოში და წალენჯიხაშიც ნაცები აშინებდნენ ხალხს, ოცნებასთან გარიგებული ვართ, ახლა ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო და ვინც ხმას მათ მისცემს, სასტიკად დავსჯითო. ხალხს ეს მართალი ჰგონია.

ავტორი:

"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი

"აქ ბრძოლა იყო... მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს" - წალენჯიხის არჩეული მერი

"პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმის“ ეთერში წალენჯიხის არჩეულმა მერმა, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ საკუთარი გამარჯვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, წალენჯიხა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი იდეოლოგიური ფრონტი ყოველთვის იყო.

"თავისი დანიშნულებით და ისტორიული კვანძებით, წალენჯიხა გაუტოლდა საქართველოს დიდ ქალაქებს, როგორც იდეური ფრონტის ხაზი. აქაური ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანი განწყობებით. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში იმუშავა რამდენიმე ფაქტორმა, ესენია - განწყობები, ცვლილებების სურვილი, ავანგარდში მყოფი ისტორიული გამოძახილი და მთელი კოალიციური გუნდი. აქვე იმუშავა იმ ფაქტორმაც, რომ ამ ქალაქში გაზრდილი ვარ. სამოქალაქო ომის პერიოდში ფაქტობრივად ვპატრულირებდი ამ ქალაქში. ყველა ოჯახთან საკუთარი ურთიერთობა მაქვს და პირველ ტურში გამაოგნებელი ამბები ხდებოდა აქ. "ოცნებას" რომ ეგონა, მათ მიერ დამუშავებული ელექტორატის რიგებშიც პერსონალური სიმპათიები იყო, რადგან 200-ზე მეტი მოსწავლე მყავს ამ ქალაქში გაზრდილი და მთელი ცხოვრება ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გავატარე“, - განაცხადა ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერი მიიჩნევს, რომ არჩევნები უსამართლო პირობებში მიმდინარეობდა.

"აქ ბრძოლა იყო, ეს არ იყო არჩევნები თავისი კლასიკური გაგებით. ცივილიზებულ არჩევნებში დაახლოებით 65-35-ზე არის ნამდვილი მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს ჩაურთეს რეპრესიული მექანიზმები, მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი, ნარკოტიკები და მაინც ვერ გადაძალეს. ჩვენ ახლაც მობილიზებული ვართ მთელი ადამიანური, ინტელექტუალური და იურიდიული რესურსით, რათა ეს გამარჯვება არამხოლოდ მერისთვის, არამედ საკრებულოს დონეზეც ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.