მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა
7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა

აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ჯან­სა­ღი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ცავ­დეს ცი­ლას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა: თევ­ზი, კვერ­ცხი, ხორ­ცი, ხოლო მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ხით, მა­გა­ლი­თად, ლო­ბიო.

უმ­ჯო­ბე­სია, რომ პრო­ტე­ი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, სა­უზ­მე­ზე ან სა­დილ­ზე მი­ვირ­თვათ, რათა ორ­გა­ნიზ­მმა მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბა უკეთ შეძ­ლოს, აით­ვი­სოს ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ელე­მენ­ტი და ვი­ტა­მი­ნი, ამას­თან, არ მო­ვი­მა­ტოთ წო­ნა­ში.

დღის პრო­ტე­ი­ნე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბით და­წყე­ბა უფრო მეტ ენერ­გი­ას გვაძ­ლევს, უფრო ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად ვმუ­შა­ობთ და ორ­გა­ნიზ­მი მალ-მალე არ ითხოვს კვე­ბას. შე­დე­გად, სა­უზ­მე­სა და სა­დილს შო­რის გო­ნივ­რუ­ლი შუ­ა­ლე­დის და­ჭე­რა­საც ვა­ხერ­ხებთ.

რა­ტომ არის სა­სურ­ვე­ლი სა­უზ­მე­ზე ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა?

ხორცს ორ­გა­ნიზ­მი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკეთ ით­ვი­სებს და შიმ­ში­ლის გრძნო­ბა სა­დი­ლამ­დე აღარ გვა­წუ­ხებს ხოლ­მე. სა­უზ­მი­სას და­ბა­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბის მქო­ნე ხორ­ცი, თუნ­დაც ბე­კო­ნის სა­ხით, ენერ­გი­ის წყა­როა.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხორ­ცი­ა­ნი სა­უზ­მე ბე­კო­ნია კვერ­ცხთან და გა­ხუ­ხულ პურ­თან ერ­თად ან სენდვი­ჩი ბე­კო­ნი­თა და ბოსტნე­უ­ლით, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღიც არის და გემ­რი­ე­ლიც.

ხორ­ცის შემ­ცვე­ლი სა­უზ­მე მა­ში­ნაც კარ­გი იდე­აა, როცა წო­ნის დაკ­ლე­ბას ვცდი­ლობთ, მთა­ვა­რია, და­ბა­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტი შე­ვარ­ჩი­ოთ და ჩვე­ნი წო­ნის, სი­მაღ­ლი­სა და ასა­კის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის ლი­მი­ტი და­ვიც­ვათ.

ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ა­ნი სა­უზ­მე ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც წლე­ბია მის­დე­ვენ. ხორ­ცი­ა­ნი სენდვი­ჩის, უბ­რა­ლოდ მო­ხარ­შუ­ლი ან შემ­წვა­რი ხორ­ცი­სა და გარ­ნი­რე­ბის უგემ­რი­ე­ლე­სი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი დღის ენერ­გი­უ­ლი და­სა­წყი­სია.

გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­გაც­ნოთ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სა­უზ­მე, რომ­ლის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი ხორ­ცია:

კა­ნა­და - ნე­კერ­ჩხლის სირო­ფი, კვერ­ცხი, ბე­კო­ნი და ტოს­ტი ან ბლი­ნე­ბი - კა­ნა­დე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ასე სა­უზ­მო­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ფე­ე­ბის მე­ნი­უ­შიც ხში­რად წა­ა­წყდე­ბით ამ­გვარ ვა­რი­ა­ცი­ებს.

მექ­სი­კა - მსუ­ბუ­ქად შემ­წვა­რი სი­მინ­დის ტორ­ტი­ლე­ბი იჭ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ნაჭ­რად, იწყო­ბა სალ­სას სო­უს­ში, ზე­მო­დან კი ეყ­რე­ბა ქათ­მის ხორ­ცი, ხახ­ვი, ავო­კა­დო, შემ­წვა­რი კვერ­ცხი და ხან­და­ხან ბრინ­ჯი და ლო­ბი­ოც. სა­უზ­მე გა­მო­დის მსუ­ყე, თუმ­ცა ჯან­სა­ღი და გემ­რი­ე­ლი.

ფი­ლი­პი­ნე­ბი - ტაფ­სი­ლო­გი ეროვ­ნუ­ლი კერ­ძია, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა დი­ლით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევს. კერ­ძის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ხორ­ცი, რო­მე­ლიც ხახვთან ერ­თად მომ­ზა­დე­ბულ ბრინჯთან და კვერ­ცხთან ერ­თად უგემ­რი­ე­ლე­სია.

პო­ლო­ნე­თი - გად­მო­ვი­ნაც­ვლოთ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, სა­დაც ხორ­ცი ძა­ლი­ან უყ­ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­უზ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ცაა.

სა­უზ­მე, სა­ხე­ლად „კა­ნა­პ­კი“ პო­ლო­ნე­თის ბევრ კა­ფე­სა და რეს­ტო­რან­ში შეგ­ხვდე­ბათ. მისი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცია არ­სე­ბობს, თუმ­ცა ბე­კო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი - სა­უზ­მე გა­მო­ირ­ჩე­ვა ნოყი­ე­რე­ბი­თა და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. ბრი­ტა­ნუ­ლი სა­უზ­მე მო­ი­ცავს რო­გორც სო­სის­სა და ბე­კონს, ისე მო­თუ­შულ ბოსტნე­ულს, ტოსტსა და კვერ­ცხს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბრი­ტა­ნუ­ლად სა­უზ­მო­ბის შემ­დეგ ვახ­შმამ­დეც არ მოგ­შივ­დე­ბათ.

აშშ - ბე­ი­გე­ლი კრემყვე­ლით ან ბე­კო­ნით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­უზ­მეა, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებს დღის ენერ­გი­უ­ლად და­წყე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. შუ­ა­ზე გაჭ­რილ ბე­ი­გელ­ზე ვა­ფენთ ბე­კონს ან ძეხვს, სურ­ვი­ლი­სა­მებრ ვუს­ვამთ კრემყველს ან ვდებთ შემ­წვარ კვერ­ცხს და გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევთ.

და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დეთ, ჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, ხორ­ცი სა­უზ­მე­ზე ჩვენ­თა­ნაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ბე­კო­ნი ან და­ბა­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბის მქო­ნე სხვა სა­ხის ხორპრო­დუქ­ტე­ბის სენდვი­ჩე­ბი დი­ლით გემ­რი­ე­ლი და ნოყი­ე­რი სა­უზ­მეა, რო­მელ­საც დი­ლით დიდი დრო­ის დათ­მო­ბაც არ სჭირ­დე­ბა. ამას­თან, ვი­ღებთ პრო­ტე­ი­ნებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თუ ხორ­ცი­ა­ნი სა­უზ­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ და ამავდრო­უ­ლად, გსურთ, ორ­გა­ნიზზ­მა ნაკ­ლე­ბი ცხი­მი მი­ი­ღოს, არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რეთ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ან ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე. მა­გა­ლი­თად, შაშ­ხი „მან­დო­ლი­ნა“, რო­მელ­საც კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ აწარ­მო­ებს, მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, 100 გ პრო­დუქტზე მხო­ლოდ 7.3 გრამ ცხიმს და 127 კკალ-ს შე­ი­ცავს. ის უხ­დე­ბა რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ სენდვიჩს, ისე ბრი­ტა­ნულ სა­უზ­მეს, თუ კვერ­ცხიც თქვე­ნის დი­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. გემ­რი­ე­ლი, მსუ­ბუ­ქი და ნოყი­ე­რი შაშ­ხით შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ მსუ­ბუ­ქი ბურ­გე­რი ბე­ი­გე­ლის­გან ან სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გი­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი იყოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა

7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა

აღიარებულია, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული კვება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცილას, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობით შეიძლება მივიღოთ ისეთი პროდუქტებისგან, როგორიცაა: თევზი, კვერცხი, ხორცი, ხოლო მცენარეული სახით, მაგალითად, ლობიო.

უმჯობესია, რომ პროტეინებით მდიდარი საკვები დღის პირველ ნახევარში, საუზმეზე ან სადილზე მივირთვათ, რათა ორგანიზმმა მისი გადამუშავება უკეთ შეძლოს, აითვისოს ყველა სასარგებლო ელემენტი და ვიტამინი, ამასთან, არ მოვიმატოთ წონაში.

დღის პროტეინებით მდიდარი პროდუქტებით დაწყება უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს, უფრო ეფექტურად და სწრაფად ვმუშაობთ და ორგანიზმი მალ-მალე არ ითხოვს კვებას. შედეგად, საუზმესა და სადილს შორის გონივრული შუალედის დაჭერასაც ვახერხებთ.

რატომ არის სასურველი საუზმეზე ხორცის პროდუქტების მიღება?

ხორცს ორგანიზმი დღის პირველ ნახევარში უკეთ ითვისებს და შიმშილის გრძნობა სადილამდე აღარ გვაწუხებს ხოლმე. საუზმისას დაბალი ცხიმიანობის მქონე ხორცი, თუნდაც ბეკონის სახით, ენერგიის წყაროა.

ყველაზე გავრცელებული ხორციანი საუზმე ბეკონია კვერცხთან და გახუხულ პურთან ერთად ან სენდვიჩი ბეკონითა და ბოსტნეულით, რომელიც ჯანსაღიც არის და გემრიელიც.

ხორცის შემცველი საუზმე მაშინაც კარგი იდეაა, როცა წონის დაკლებას ვცდილობთ, მთავარია, დაბალი ცხიმიანობის მქონე პროდუქტი შევარჩიოთ და ჩვენი წონის, სიმაღლისა და ასაკისთვის განსაზღვრული კალორიების ლიმიტი დავიცვათ.

ბევრ ქვეყანაში ხორციანი საუზმე ტრადიციაა, რომელსაც წლებია მისდევენ. ხორციანი სენდვიჩის, უბრალოდ მოხარშული ან შემწვარი ხორცისა და გარნირების უგემრიელესი ვარიაციები დღის ენერგიული დასაწყისია.

გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ რამდენიმე ქვეყნის საუზმე, რომლის მთავარი ინგრედიენტი ხორცია:

კანადა - ნეკერჩხლის სიროფი, კვერცხი, ბეკონი და ტოსტი ან ბლინები - კანადელები ყველაზე ხშირად ასე საუზმობენ და ადგილობრივი კაფეების მენიუშიც ხშირად წააწყდებით ამგვარ ვარიაციებს.

მექსიკა - მსუბუქად შემწვარი სიმინდის ტორტილები იჭრება რამდენიმე ნაჭრად, იწყობა სალსას სოუსში, ზემოდან კი ეყრება ქათმის ხორცი, ხახვი, ავოკადო, შემწვარი კვერცხი და ხანდახან ბრინჯი და ლობიოც. საუზმე გამოდის მსუყე, თუმცა ჯანსაღი და გემრიელი.

ფილიპინები - ტაფსილოგი ეროვნული კერძია, რომელსაც მოსახლეობა დილით დიდი სიამოვნებით მიირთმევს. კერძის განუყოფელი ნაწილია ხორცი, რომელიც ხახვთან ერთად მომზადებულ ბრინჯთან და კვერცხთან ერთად უგემრიელესია.

პოლონეთი - გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ხორცი ძალიან უყვართ, შესაბამისად, ის საუზმის შემადგენელი ნაწილიცაა.

საუზმე, სახელად „კანაპკი“ პოლონეთის ბევრ კაფესა და რესტორანში შეგხვდებათ. მისი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა ბეკონი აუცილებელი შემადგენელი ინგრედიენტია.

დიდი ბრიტანეთი - საუზმე გამოირჩევა ნოყიერებითა და ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. ბრიტანული საუზმე მოიცავს როგორც სოსისსა და ბეკონს, ისე მოთუშულ ბოსტნეულს, ტოსტსა და კვერცხს. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანულად საუზმობის შემდეგ ვახშმამდეც არ მოგშივდებათ.

აშშ - ბეიგელი კრემყველით ან ბეკონით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საუზმეა, რომელიც ამერიკელებს დღის ენერგიულად დაწყებაში ეხმარება. შუაზე გაჭრილ ბეიგელზე ვაფენთ ბეკონს ან ძეხვს, სურვილისამებრ ვუსვამთ კრემყველს ან ვდებთ შემწვარ კვერცხს და გემრიელად მივირთმევთ.

და საქართველოში რომ დავბრუნდეთ, ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად, ხორცი საუზმეზე ჩვენთანაც აქტუალური ხდება. ბეკონი ან დაბალი ცხიმიანობის მქონე სხვა სახის ხორპროდუქტების სენდვიჩები დილით გემრიელი და ნოყიერი საუზმეა, რომელსაც დილით დიდი დროის დათმობაც არ სჭირდება. ამასთან, ვიღებთ პროტეინებს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

თუ ხორციანი საუზმის მოყვარული ხართ და ამავდროულად, გსურთ, ორგანიზზმა ნაკლები ცხიმი მიიღოს, არჩევანი შეაჩერეთ ნაკლებცხიმიან ხორცპროდუქტებზე. მაგალითად, შაშხი „მანდოლინა“, რომელსაც კომპანია „ნიკორა“ აწარმოებს, მათ მიერ შემუშავებული რეცეპტის დამსახურებით, 100 გ პროდუქტზე მხოლოდ 7.3 გრამ ცხიმს და 127 კკალ-ს შეიცავს. ის უხდება როგორც ტრადიციულ სენდვიჩს, ისე ბრიტანულ საუზმეს, თუ კვერცხიც თქვენის დილის განუყოფელი ნაწილია. გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი შაშხით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი ბურგერი ბეიგელისგან ან სხვა საინტერესო ვარიაციები, რაც დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში ენერგიული და აქტიური იყოთ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"