პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს" - გრიგოლ გეგელია
"ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს" - გრიგოლ გეგელია

"ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რის, გრი­გოლ გე­გე­ლი­ას თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ოპო­ზი­ცი­ამ ბრძო­ლის ერთ-ერთ ია­რა­ღად სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კო­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს.

"გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, რად­გან „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სრუ­ლი­ად ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა შექ­მნა ქვე­ყა­ნა­ში. პა­სუ­ხე­ბიც შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი იყოს" - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც გე­გე­ლია ამ­ბობს, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გან­ხილ­ვა, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ბრძო­ლის პრო­ცე­სი სა­მო­მავ­ლოდ.

"ახლა წყდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­კი­თხი და ის, თუ რამ­დე­ნად აქვს ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აზრი. ამა­ზე დიდი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი არა­ფე­რი არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნეთ ზე­წო­ლის­თვის და იმის­თვის, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­ი­ხა­დოს ძა­ლი­ან ძვი­რი ფასი წუ­ხელ ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცია ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს გა­მო­ი­ყე­ნებს, მათ შო­რის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლას.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­წყვი­ტა, რომ ყვე­ლა დიდ ქა­ლაქს მი­ი­ტა­ცებს, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ხმას მი­ი­ტა­ცებს, ადა­მი­ა­ნის სინ­დი­სით ივაჭ­რებს, იკად­რებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ბო­ლო­ოდ მი­ით­ვი­სებს. ჩვენ ნათ­ლად ვნა­ხეთ, რომ ეს პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჩა­ცე­მენტდა და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პირ­და­პირ გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებს არა­ვი­თა­რი აზრი არ გა­აჩ­ნია“,-გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ.

მის თქმით, ოპო­ზი­ცია იბ­რძვის არა თი­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩევ­ლის ხმის და­სა­ცა­ვად, არა­მედ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებს აზრი და­უბ­რუნ­დეს.

"დღეს სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ ხედ­ვას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას“,-აღ­ნიშ­ნა გე­გე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

შვილოოოო, ახლა გაიგე ეს? რა სიახლედ მოგვაწოდე, ჭურში იჯექი?

 

ტრისტან დ'აკუნია
0

აფსუს, რა გვარს აფუჭებს ეს ქარაქუცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს" - გრიგოლ გეგელია

"ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს" - გრიგოლ გეგელია

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, გამორიცხული არ არის ოპოზიციამ ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად საპარლამენტო ბოიკოტი გამოიყენოს.

"გამორიცხული არაფერია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად ექსტრაორდინალური ვითარება შექმნა ქვეყანაში. პასუხებიც შესაძლოა სრულიად ექსტრაორდინალური იყოს" - აღნიშნა მან.

როგორც გეგელია ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის განხილვა, თუ როგორ წარიმართება ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესი სამომავლოდ.

"ახლა წყდება სახელმწიფოებრიობის საკითხი და ის, თუ რამდენად აქვს ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი. ამაზე დიდი და ფუნდამენტური არაფერი არსებობს დემოკრატიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენეთ ზეწოლისთვის და იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადოს ძალიან ძვირი ფასი წუხელ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ყველა მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას.

"ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ყველა მოქალაქის ხმას მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს, იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს. ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ეს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩაცემენტდა და „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს არავითარი აზრი არ გააჩნია“,-განაცხადა გეგელიამ.

მის თქმით, ოპოზიცია იბრძვის არა თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნებს აზრი დაუბრუნდეს.

"დღეს საღამოს 19:00 საათზე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას“,-აღნიშნა გეგელიამ.