მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხადია, რბილი ლ არ კლავს, მაგრამ... ნერვიულობს კალაძე! რთულია ვერმოგების მოგებად გასაღება" - რას წერს ლაშა ბუღაძე?
"ცხადია, რბილი ლ არ კლავს, მაგრამ... ნერვიულობს კალაძე! რთულია ვერმოგების მოგებად გასაღება" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ "ოც­ნე­ბამ" წა­გე­ბუ­ლი მო­გე­ბად გა­ა­სა­ღა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუ­ღა­ძე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"ცხა­დია, რბი­ლი ლ არ კლავს, მაგ­რამ კა­ლა­ძეს ამ­წუ­თი­ე­რი ხე­ლოვ­ნუ­რად რი­ხი­ა­ნი გა­მოს­ვლის დროს კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რად უვარ­დე­ბა ლა­სის დე­ფექ­ტი... ნერ­ვი­უ­ლობს! რთუ­ლია ვერ­მო­გე­ბის მო­გე­ბად გა­სა­ღე­ბა" - წერს ბუ­ღა­ძე.

ცნო­ბის­თვის, "იმე­დის" დაკ­ვე­თით "გორ­ბის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში კახა კა­ლა­ძე იმარ­ჯვებს 57, 2%-ით, ნიკა მე­ლი­ას 42,8%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ეგ­ზიტ­პო­ლებს პარ­ტი­ის ოფი­სის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნა­ზე ოვა­ცი­ე­ბი­თა და ტა­შით შეხ­ვდნენ. პარ­ტი­ის ოფის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, კახა კა­ლა­ძე და პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რე­ბი.

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ჩემს მხარ­დამ­ჭერს. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო არ­ჩევ­ნებ­ში და გა­დად­გა სწო­რი ნა­ბი­ჯი, გა­ა­კე­თა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბით აღმშე­ნებ­ლო­ბას­თან, გან­ვი­თა­რე­ბას­თან, სიმ­შვი­დეს­თან და სტა­ბი­ლუ­რო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით.

დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც თბი­ლისს სჭირ­დე­ბა, ეს არის გან­ვი­თა­რე­ბა, აღმშე­ნებ­ლო­ბა, ეს არის სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ეს არის თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის. მე ჩემს გუნდთან ერ­თად მზად ვარ, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვემ­სა­ხუ­რო ამ ქა­ლაქს, მზად ვარ, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ვემ­სა­ხუ­რო ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, გა­ნურ­ჩე­ვალდ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა.

მე პი­რო­ბა დავ­დე, ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას მერი, ვი­ყა­ვი ყვე­ლას მერი და ასე­ვე ვა­პი­რებ მო­მა­ვალ­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით ცეს­კო-ს სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემთ ყვე­ლას და მე­ო­რე დღი­დან­ვე ვი­წყებთ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
6

მაგარი "ლ"-ს მოტრფიალეთ: ქართული ლ არ არის ისეთი მაგარი, როგორც ინგლისური l, მაგრამ არც ისეთი რბილი, როგორც მეგრული. განათლების დონეს ეგ ნამდვილად არ განსაზღვრავს, თუმცა ზოგს მხოლოდ ეგ აქვს სხვის დასაცინად. ჩემო ლაშა (მაგარ ლ-ს ვამბობ შენს სახელში, არ შეგეშინდეს), იქნებ ჯერ წერა გესწავლა ? რაც არ უნდა იყოს, მწერალი გქვია. კახას რაც შეეხება, თქვს რბილი ლ და თავისი საქმე კარგად გააკეთოს.

დათო
16

ისე მაგ დღეს მეც შევატყე ყველას რბილი ლ გამოსდიოდა.ღარიბაშვილსაც კი.მგონი მიკროფონს ჭირდა რაღაცა. და ამ ბუღაძეს ხო არ ვიცი რა რაც მაგათ რბილი ლები ყავთ ირგვლივ იმათ რო მიხედონ არ ურჩევნიათ? ისე მაგას და მამისს ყველაზე რბილ ლც კი მირჩევნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ცხადია, რბილი ლ არ კლავს, მაგრამ... ნერვიულობს კალაძე! რთულია ვერმოგების მოგებად გასაღება" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

"ცხადია, რბილი ლ არ კლავს, მაგრამ... ნერვიულობს კალაძე! რთულია ვერმოგების მოგებად გასაღება" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწერალი ლაშა ბუღაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნებამ" წაგებული მოგებად გაასაღა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუღაძე პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ცხადია, რბილი ლ არ კლავს, მაგრამ კალაძეს ამწუთიერი ხელოვნურად რიხიანი გამოსვლის დროს კაპიტულანტურად უვარდება ლასის დეფექტი... ნერვიულობს! რთულია ვერმოგების მოგებად გასაღება" - წერს ბუღაძე.

ცნობისთვის, "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს 57, 2%-ით, ნიკა მელიას 42,8%-იანი მხარდაჭერა აქვს.

"ქართული ოცნების“ ლიდერები ეგზიტპოლებს პარტიის ოფისის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ. პარტიის ოფისთან იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და პარტიის სხვა ლიდერები.

"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით.

დღეს ყველაზე მეტად რაც თბილისს სჭირდება, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევალდ მათი პოლიტიკური შეხედულებისა.

მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასევე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.