ზუგდიდში 20-ე უბანზე დამკვირვებლები, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
მანამდე ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. როგორც მუმლაძე აცხადებდა, მას რამდენიმე ადამიანი მიუვარდა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო, რომ იგი არ იყო ზუგდიდელი და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
მუმლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა ირაკლი ჩიქოვანისგან, რომელიც უბანთან ინციდენტის შემდეგ მივიდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე უკვე 5 პირია დაკავებული. ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან.
ადგილზე დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.
ვიღას ახსოვს საწყალი, მოშიმშილე მიშა.
დავხოცოთ ქართველები ერთმანეთი , ამის ღირსი ვართ? ვისთვის და რისთვის ვართ მთელი ცხოვრება დაპირისპირებული? რას ვაკეთებთ? ანზორ მელიასთვის? რატომ ვუპირისპირდებით ასეთი ზიზღით და სიძულვილით? ეს არის ტრაგედია. ნაცსექტა არ იცით რისი გამკეთებელია? რას აკეთებდა და რამდენ დედას შააცვა შავები?