საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განზრახული აქვთ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი... ხელის შეშლა სააკაშვილის ეტაპირების პროცესზე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
"განზრახული აქვთ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი... ხელის შეშლა სააკაშვილის ეტაპირების პროცესზე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ხო­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, დგინ­დე­ბა, რომ საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი გეგ­მა­ვენ გარ­კვე­ულ დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს. კერ­ძოდ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი გლ­და­ნის ნო­მერ მერ­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეტა­პი­რე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით.

რო­გორც ბრი­ფინგზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან მი­სას­ვლე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ბლო­კი­რე­ბას.

"მათ გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით გა­მო­იწ­ვი­ონ უკონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცია, ქა­ო­სი და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბით ხელი შე­უ­შა­ლონ მსჯავ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეტა­პი­რე­ბის პრო­ცესს. მსგავს ქმე­დე­ბას შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეტა­პი­რე­ბის დრო­საც. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სუს-მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სუს-ში.

ამას­თან, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ საქ­მის ფი­გუ­რან­ტმა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მოწ­მის სა­ხით იყ­ვნენ და­ბა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე, უარი გა­ნა­ცხა­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე, რის გა­მოც ისი­ნი გა­მო­ი­კი­თხე­ბი­ან კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­სა­მარ­თლო­ში.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლით პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შექ­მნა წარ­მო­ად­გენს უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო აქ­ტი­ვო­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა მო­ი­ტა­ნოს მძი­მე შე­დე­გე­ბი და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას თან ურ­თავს აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს, რო­მე­ლიც, მათი თქმით, მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ჩა­ნა­წე­რი ორ­სა­ა­თი­ა­ნია და თან დარ­თუ­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
2

არეულობა არ გამოუვათ 

მიშა
2

მაგას ვერ ეღისებიან ვეწრასდროს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"განზრახული აქვთ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი... ხელის შეშლა სააკაშვილის ეტაპირების პროცესზე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

"განზრახული აქვთ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი... ხელის შეშლა სააკაშვილის ეტაპირების პროცესზე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით.

როგორც ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას.

"მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს“, - აღნიშნავენ სუს-ში.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.

უწყება განცხადებას თან ურთავს აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც, მათი თქმით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჩანაწერი ორსაათიანია და თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.