პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრცხვენია, რომ ვარ ქართველი... ღმერთმა დაიფაროს, მიშას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე
"მრცხვენია, რომ ვარ ქართველი... ღმერთმა დაიფაროს, მიშას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე

"სიკ­ვდი­ლის­თვის გა­და­დეს, შე­იძ­ლე­ბა ძი­ლის დროს რამე მო­უ­ვი­დეს...“ -ამ­ბობს ბუბა კი­კა­ბი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში. მომ­ღერ­ლის თქმით, ექ­სპრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს და მთე­ლი ოჯა­ხით გა­ნიც­დის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- მიშა ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვნერ­ვი­უ­ლობ რომ შიმ­ში­ლობს. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, მა­გას რამე რომ მო­უ­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს არ აიყ­ვანს ხელ­ში. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი ზღვა­რი და წი­თე­ლი ხაზი, გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან უკვე და ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ სიკ­ვდი­ლის­თვის გა­და­დეს, მე მგო­ნი უნდა მო­ე­გონ გონს. მა­გას შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს რამე მო­უ­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა ძი­ლის დროს, ღამე, მერე უკვე გვი­ან იქ­ნე­ბა. მე ვუ­სურ­ვებ მი­შას მხნე­ო­ბას და რად­გან ასე გა­და­წყვი­ტა, მა­ინც უნდა ეცა­დოს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გაძ­ლოს და მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, სად არის თეთ­რი და სად - შავი.

სა­ა­ვამდყო­ფო­ში რომ არ გა­და­ყავთ, ეს იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მა­გი­სი სიკ­ვდი­ლი უნ­დათ. ნიკა ყიფ­ში­ძე ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია და ვიცი, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მანდ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შეტ­რი­ალ­დეს. მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს ახლა ამ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს და ბო­ლომ­დე ნუ შე­ვირ­ცხვენთ თავს. შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნე­ბენ სულ ყვე­ლას, უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით, გა­მოთ­ქმე­ბით, რა­ღა­ცებს გვაბ­რა­ლე­ბენ.

დღეს კი­დევ მქონ­და ერთი ინ­ტერ­ვიუ და გე­უბ­ნე­ბით, მრცხვე­ნია, რომ მე ვარ ქარ­თვე­ლი.

ჩაფ­ლუ­ლე­ბი ვართ ჭა­ობ­ში, ცო­ტა­ღა დარ­ჩა, რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ღუ­პოთ. ყვე­ლას ვი­საც შე­უძ­ლია მოძ­რა­ო­ბა და ვი­საც სამ­შობ­ლო უყ­ვარს და სურს სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ვი­დეს ამ გო­მო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, უნდა წა­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე. ყვე­ლა­ნი მო­დით და უშ­ვე­ლეთ სამ­შობ­ლოს. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი სი­სა­ძაგ­ლე მოხ­დე­ბა. ჩვენ­ზეა ახლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი ხალ­ხი მივა არ­ჩევ­ნებ­ზე, რომ ეს პა­ტა­რა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნოს. მე­გო­ნა, ყვე­ლას უყ­ვარ­და და თურ­მე ნა­ხე­ვარს არ უყ­ვარს. არ მე­გო­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ქარ­თველს და­არ­ტყამ­და, შე­ა­გი­ნებ­და და თურ­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა.

ბევ­რი ხალ­ხი უნდა მო­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე, ბევ­რი და თვალ­ყუ­რი უნდა ადევ­ნონ ყვე­ლა­ფერს, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე დიდი გლა­ხა­ო­ბა წავა.

მე ვი­ცო­დი, რომ მიშა ჩა­მო­ვი­დო­და, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და. ჩა­მო­ვი­და, მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო და მერე გა­ი­გეს ამათ, რომ აქ იყო. შიმ­ში­ლო­ბა რომ და­ი­წყო, ამას არ ვე­ლო­დი. ვაჟ­კა­ცი კაცი ყო­ფი­ლა.

მი­შამ იცის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ერ­თოდ პა­ტივს ვცემ გა­ნათ­ლე­ბულ, ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს. მიშა არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ერთ-ერთი დიდი პო­ლი­ტი­კო­სია. მინ­და ვუ­თხრა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვნერ­ვი­უ­ლობ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხით. მინ­და, რომ სი­კე­თით და­ამ­თავ­რდეს ყვე­ლა­ფე­რი. ვკოც­ნი შო­რი­დან.

ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი ვარ და მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს ლა­მა­ზად და კარ­გად. მთავ­რო­ბამ უნდა იცო­დეს რომ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ და ამ სირ­ცხვილს ვერ ჩა­მო­ირ­ცხა­ვენ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მოკ­ლეს და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში შიმ­ში­ლობს. რაღა დარ­ჩა? - ბევ­რი ხალ­ხი გა­სუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­მუ­შაო არ არის...

მკითხველის კომენტარები / 192 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიანია ბაკურიანი
0

ბუბა!შენ მოქმედებას ვაფასებ,რადგან მეფეს თუ ნავში ჩაუჯდები,ნაპირამდე და სამშვიდობოს,რომ გაგიყვანოს,მეფის გული უნდა მოიგო და ასიამოვნო,თორემ შუა ზღვაში გადაგაგდებენ ნავიდან,მიშას მხრიდან ახლა ეს შენ არ გელოდება,ამიტომ მშვიდად იჯექი მასთან ნავში და თუ დაიბრუნა პრეზიდენტობა,ჭშენც გეშველება და ბარამიძესაც.

!!
10

ამ კაცს ცოლი ახალი გარდაცვლილი ჰყავს და საჭორაოდ სცალია?

ავტორი:

"მრცხვენია, რომ ვარ ქართველი... ღმერთმა დაიფაროს, მიშას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე

"მრცხვენია, რომ ვარ ქართველი... ღმერთმა დაიფაროს, მიშას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე

"სიკვდილისთვის გადადეს, შეიძლება ძილის დროს რამე მოუვიდეს...“ -ამბობს ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ტვ პირველის“ ეთერში. მომღერლის თქმით, ექსპრეზიდენტს ძალიან კარგად იცნობს და მთელი ოჯახით განიცდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

- მიშა ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ რომ შიმშილობს. ღმერთმა დაიფაროს, მაგას რამე რომ მოუვიდეს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და წითელი ხაზი, გადასულები არიან უკვე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიკვდილისთვის გადადეს, მე მგონი უნდა მოეგონ გონს. მაგას შეიძლება ნებისმიერ დროს რამე მოუვიდეს, შეიძლება ძილის დროს, ღამე, მერე უკვე გვიან იქნება. მე ვუსურვებ მიშას მხნეობას და რადგან ასე გადაწყვიტა, მაინც უნდა ეცადოს, რომ არჩევნებამდე გაძლოს და მერე ყველაფერი გამოჩნდება, სად არის თეთრი და სად - შავი.

საავამდყოფოში რომ არ გადაყავთ, ეს იმას მიანიშნებს, რომ მაგისი სიკვდილი უნდათ. ნიკა ყიფშიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ვიცი, რომ ნებისმიერ დროს მანდ ყველაფერი შეიძლება შეტრიალდეს. მთელი მსოფლიო უყურებს ახლა ამ პატარა საქართველოს და ბოლომდე ნუ შევირცხვენთ თავს. შეურაცხყოფას გვაყენებენ სულ ყველას, უწმაწური სიტყვებით, გამოთქმებით, რაღაცებს გვაბრალებენ.

დღეს კიდევ მქონდა ერთი ინტერვიუ და გეუბნებით, მრცხვენია, რომ მე ვარ ქართველი.

ჩაფლულები ვართ ჭაობში, ცოტაღა დარჩა, რომ ბოლომდე დავიღუპოთ. ყველას ვისაც შეუძლია მოძრაობა და ვისაც სამშობლო უყვარს და სურს საქართველო გამოვიდეს ამ გომორული მდგომარეობიდან, უნდა წავიდეს არჩევნებზე. ყველანი მოდით და უშველეთ სამშობლოს. კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

ცვლილებები რეალურია, მაგრამ მაინც ბევრი სისაძაგლე მოხდება. ჩვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენი ხალხი მივა არჩევნებზე, რომ ეს პატარა ჩვენი საყვარელი ქვეყანა გადაარჩინოს. მეგონა, ყველას უყვარდა და თურმე ნახევარს არ უყვარს. არ მეგონა, რომ ქართველი ქართველს დაარტყამდა, შეაგინებდა და თურმე ეს ყველაფერი მოსულა.

ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, ბევრი და თვალყური უნდა ადევნონ ყველაფერს, რადგან საარჩევნო უბნებზე დიდი გლახაობა წავა.

მე ვიცოდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა. ჩამოვიდა, მოიარა საქართველო და მერე გაიგეს ამათ, რომ აქ იყო. შიმშილობა რომ დაიწყო, ამას არ ველოდი. ვაჟკაცი კაცი ყოფილა.

მიშამ იცის, რომ ძალიან მიყვარს. საერთოდ პატივს ვცემ განათლებულ, ჭკვიან ადამიანებს. მიშა არის განსხვავებული პიროვნება, ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსია. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ მთელი ჩემი ოჯახით. მინდა, რომ სიკეთით დაამთავრდეს ყველაფერი. ვკოცნი შორიდან.

ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ყველაფერი უნდა დამთავრდეს ლამაზად და კარგად. მთავრობამ უნდა იცოდეს რომ შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და ამ სირცხვილს ვერ ჩამოირცხავენ. პირველი პრეზიდენტი მოკლეს და მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. რაღა დარჩა? - ბევრი ხალხი გასულია საზღვარგარეთ, სამუშაო არ არის...