პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვწუხვარ,  რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს" - ბაჩო დოლიძე
"ძალიან ვწუხვარ,  რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს" - ბაჩო დოლიძე

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი ქაჯი მერი გვყავს," - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ბაჩო დო­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა დღეს, თბი­ლის­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­ტრაქ­ცი­ებს უწყობს ოპო­ზი­ცი­ას მა­შინ, რო­დე­საც თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად აცხა­დებს, ეს და­სას­რუ­ლის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია.

დო­ლი­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის აქ­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა არ­ცერ­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ებ­ში და მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მხო­ლოდ მა­თი­ვე სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა.

"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დე­ბა მათი ტა­რე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო აქ­ცი­ებ­ზე. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ძა­ლი­ან სა­ში­ში ნა­ბი­ჯია, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს პო­ლა­რი­ზე­ბას და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფას. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ვთან­ხმდე­ბით, რომ ქვეყ­ნის უდი­დეს ნა­წილს ცვლი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ამ ცვლი­ლე­ბას მი­ი­ღებს 30 ოქ­ტომ­ბერს და ჩვენ მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

ერთ ფაქტს აღ­ვნიშ­ნავ, მი­უ­ხე­და­ვად მთე­ლი სა­ჯა­რო რე­სურ­სის და მო­ხე­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას აქ­ცი­ა­ში, გუ­შინ, კახა კა­ლა­ძე გა­მო­ვი­და და და­პი­რე­ბა გას­ცა, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ა­ზე. იმ­დე­ნად გა­უ­ჭირ­დათ, რომ კა­ლა­ძეს მო­უხ­და იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ კვე­ბით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აქ­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე. ზო­გა­დად, კა­ლა­ძის გა­მოხ­ტო­მებ­ზე უნდა აღ­ვნიშ­ნო ერთი რამ, რომ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით არ­ჩევ­ნებს, ამ ადა­მი­ან­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სახე და­კარ­გა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქა­ლაქ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა მი­ი­ღო, რითი და­უბ­რუ­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ჯო­ბით. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი ქაჯი მერი გვყავს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ამას ვამ­ბობ, მაგ­რამ ეს არის ფაქ­ტი. სამ­წუ­ხა­როა ძა­ლი­ან”, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

კახი კალაძის ფანი არა ვარ, მაგრამ ბაჩო დოლიძე მაგის ჭუჭყად არა ღირს!!

ნინო
0

შენ სვეწკი ხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძალიან ვწუხვარ,  რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს" - ბაჩო დოლიძე

"ძალიან ვწუხვარ,  რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს" - ბაჩო დოლიძე

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა დღეს, თბილისში "ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც კონტრაქციებს უწყობს ოპოზიციას მაშინ, როდესაც თავს გამარჯვებულად აცხადებს, ეს დასასრულის პირველი ნიშანია.

დოლიძე ასევე გამოეხმაურა საჯარო მოხელეების აქციებში ჩართულობას და აღნიშნა, რომ მომავალში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება არცერთი საჯარო მოხელე არ იქნება გამოყენებული მსგავსი ტიპის აქციებში და მათი მთავარი ამოცანა მხოლოდ მათივე სამუშაო იქნება.

"არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მათი ტარება სახელისუფლებო აქციებზე. უპასუხისმგებლო და ძალიან საშიში ნაბიჯია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს პოლარიზებას და ადამიანების ორ ნაწილად გაყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ქვეყნის უდიდეს ნაწილს ცვლილება სჭირდება, ამ ცვლილებას მიიღებს 30 ოქტომბერს და ჩვენ მშვიდ გარემოში გავაგრძელებთ მუშაობას.

ერთ ფაქტს აღვნიშნავ, მიუხედავად მთელი საჯარო რესურსის და მოხელეების ჩართულობას აქციაში, გუშინ, კახა კალაძე გამოვიდა და დაპირება გასცა, რომ თითოეულ ადამიანს კვებით უზრუნველყოფდნენ აღნიშნულ აქციაზე. იმდენად გაუჭირდათ, რომ კალაძეს მოუხდა იმაზე საუბარი, რომ კვებით იქნება უზრუნველყოფილი აქციის თითოეული მონაწილე. ზოგადად, კალაძის გამოხტომებზე უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამ დღეების განმავლობაში რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, ამ ადამიანმა ჩვეულებრივად სახე დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქმა რამდენიმე წლის წინ, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო, რითი დაუბრუნა ეს ყველაფერი? ჩვეულებრივი ქაჯობით. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს არის ფაქტი. სამწუხაროა ძალიან”, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.