საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე
რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე

19 ოქ­ტომ­ბერს თე­ო­ლო­გი გოჩა ბარ­ნო­ვი და ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი თა­მარ მეს­ხი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს, ბარ­თლო­მე პირ­ველს სტამ­ბოლ­ში შეხ­ვდნენ. რო­გორც თა­მარ მეს­ხი Ambebi.ge -ს უყ­ვე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის­თვის აღ­საყ­დრე­ბის 30 წლის­თა­ვის მი­ლოც­ვა იყო.

ბარ­თლო­მე პირ­ველ­მა ქარ­თველ სტუმ­რებს სი­ნო­დის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე უმას­პინ­ძლა. სწო­რედ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისა­უბ­რეს მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც, რაც მით­ქმა-მოთ­ქმის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და მე­დი­ა­ში.

და­ინ­ტე­რეს­და, თუ არა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ბე­ბით და რე­ა­ლუ­რად, რა თქვა მან სა­ა­კაშ­ვილ­ზე?

თა­მარ მეს­ხი Ambebi.ge-სთან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს და გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვამს იმ რე­ზო­ნან­სის გამო, რაც მის მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას მოჰ­ყვა.

"მე მას ხში­რად ვხვდე­ბი და ყო­ველ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, მო­ი­კი­თხავს ხოლ­მე პატ­რი­არ­ქს, შემ­დეგ კი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. რო­დე­საც მი­მო­ვი­ხი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­ვა­პი­რე სა­უბ­რის და­წყე­ბა, შე­მა­წყვე­ტი­ნა და მი­თხრა, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი იცო­და მე­დი­ი­დან. რა­ტომ გახ­და ეს მით­ქმა-მოთ­ქმის სა­ფუძ­ვე­ლი ვერ მივ­ხვდი, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ უამ­რავ სა­კი­თხზე და მიშა არ ყო­ფი­ლა ამ სა­უბრს მთა­ვა­რი თემა. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ ასე თქვა სი­ტყვა-სი­ტყვით: მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს არ ეგე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. მე ვერც პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ვე­რე­ვი და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის შიდა საქ­მე­ებ­ში, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლად, მო­შიმ­ში­ლე ადა­მი­ანს თა­ნა­ვუგ­რძნობ, ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, გამ­ძლე­ო­ბას და წარ­მა­ტე­ბებ­სო. ეს იყო და ეს" - ამ­ბობს თა­მარ მეს­ხი.

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე სა­პატ­რი­არ­ქოს პრესს­პი­კერ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­სა და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ზი­ა­ნოდ, გოჩა ბარ­ნო­ვი მო­რიგ ავან­ტი­უ­რას გეგ­მავ­და.

დე­კა­ნო­ზი სა­კუ­თარ პოს­ტში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბარ­ნო­ვი­სა და მეს­ხის სტამ­ბოლ­ში ვი­ზი­ტი სი­ნო­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა და­ა­ფი­ნან­სა, მი­ზა­ნი კი მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა იყო. მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­საკ­ვი­რი აღ­მოჩ­ნდა თა­მარ მეს­ხის­თვის, რო­მე­ლიც ათე­უ­ლი წლე­ბია სა­პატ­რი­არ­ქოს თარ­ჯი­მა­ნია და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან ახლო, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს.

"მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს ვიც­ნობ 1978 წლი­დან, რო­დე­საც ის ჯერ კი­დევ მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­ვი­და კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი­დან, რათა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის­თვის აღ­საყ­დრე­ბა მი­ე­ლო­ცათ. სწო­რედ იქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მე მას არა­ერ­თხელ შევ­ხვედ­რი­ვარ, გვი­თა­ნამ­შრომ­ლია, ის მე მე­გობ­რად მთვლის. ასე რომ, მას­თან მი­სას­ვლე­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გზა მაქვს" - ამ­ბობს თა­მარ მეს­ხი და დას­ძენს, რომ ბარ­თლო­მეო პირ­ველ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის პოს­ტის შე­სა­ხებ იცო­და.

"ვიცი, რაც და­ი­წე­რა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი, ამას ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბაო - მი­თხრა მან" - გვე­უბ­ნე­ბა თა­მარ მეს­ხი.

თე­ო­ლო­გი გოჩა ბარ­ნო­ვი თით­ქმის იდენ­ტუ­რად იხ­სე­ნებს მსოფ­ლიო პა­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს, რო­გორც ამას მისი თან­მხლე­ბი ყვე­ბა. იგი აპი­რებს სა­პატ­რი­არ­ქოს პრესს­პი­კე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა წა­მო­ი­წყოს, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა.

"ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ და კულ­ტუ­რულ ქვე­ყა­ნა­ში, იმ პოს­ტის გამო, რაც მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევ­და. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს. ახლა, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამის აზრს ვერ ვხე­დავ, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით თავს შე­ვი­კა­ვებ.

გოჩა ბარ­ნო­ვი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ აქვთ უფ­ლე­ბა, სა­დაც უნდა იქ გაფ­რინ­დნენ და ვინც უნდა ის ნა­ხონ. და ეს არ არის არც ჯაღ­მა­ი­ძე­ე­ბის და არც ში­ო­ლაშ­ვი­ლე­ბის საქ­მე. ეგე­ნი ყო­ველ თვე და­დი­ან რუ­სეთ­ში ან სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჩუ­მად მას­პინ­ძლო­ბენ რუ­სე­თის დუ­მის წევ­რებს და ავან­ტი­უ­რა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ არის ეს და არა ის, რომ გოჩა ბარ­ნო­ვი მი­დის ევ­რო­პა­ში მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან შე­სახ­ვედ­რად“ - აცხა­დებს თე­ო­ლო­გი გოჩა ბარ­ნო­ვი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს. მან კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ მესხს
34

თამარ მესხი, მსოფლიო პატრიარქთან ძალიან ახლო მეგობრობაშია და უახლოესი გარემოცვაა, მას ძალიან ენდობა, უბრალოდ გაოგნებული ვარ, ამ ფრიად განსწავლული ქალის ნაცობისგან, მას სანაცო არაფერი სჭირდა, ისეთ დონეზეა გასული საბერძნეთში, გული ჩამწყდა..ხოლო სააკშვილზე თამარი ეტყოდა ალბათ ბართლომეს, რომელიც ენდობა თამარს

ასე რო, ჯაღმაიძეს, არაფერი ტყუილი არ დაუწერია.

-
37

გოჩა ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში.

ავტორი:

რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე

რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე

19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე პირველს სტამბოლში შეხვდნენ. როგორც თამარ მესხი Ambebi.ge -ს უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანი მსოფლიო პატრიარქისთვის აღსაყდრების 30 წლისთავის მილოცვა იყო.

ბართლომე პირველმა ქართველ სტუმრებს სინოდის სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უმასპინძლა. სწორედ ამ დროის განმავლობაში ისაუბრეს მათ საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზეც, რაც მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა მედიაში.

დაინტერესდა, თუ არა მსოფლიო პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ამბებით და რეალურად, რა თქვა მან სააკაშვილზე?

თამარ მესხი Ambebi.ge-სთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და გაკვირვებას გამოთქვამს იმ რეზონანსის გამო, რაც მის მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას მოჰყვა.

"მე მას ხშირად ვხვდები და ყოველთვის, პირველ რიგში, მოიკითხავს ხოლმე პატრიარქს, შემდეგ კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება. ამჯერადაც ასე მოხდა. როდესაც მიმოვიხილე საქართველოში არსებული ვითარება და მიხეილ სააკაშვილის შესახებ დავაპირე საუბრის დაწყება, შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მან ყველაფერი იცოდა მედიიდან. რატომ გახდა ეს მითქმა-მოთქმის საფუძველი ვერ მივხვდი, ჩვენ ვისაუბრეთ უამრავ საკითხზე და მიშა არ ყოფილა ამ საუბრს მთავარი თემა. მესამე პრეზიდენტის შესახებ ასე თქვა სიტყვა-სიტყვით: მსოფლიო პატრიარქს არ ეგების პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. მე ვერც პოლიტიკაში ჩავერევი და ვერც საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში, მაგრამ ადამიანურად, ქრისტიანულად, მოშიმშილე ადამიანს თანავუგრძნობ, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და წარმატებებსო. ეს იყო და ეს" - ამბობს თამარ მესხი.

აღნიშნულ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, გოჩა ბარნოვი მორიგ ავანტიურას გეგმავდა.

დეკანოზი საკუთარ პოსტში ამტკიცებდა, რომ ბარნოვისა და მესხის სტამბოლში ვიზიტი სინოდის ერთ-ერთმა წევრმა დააფინანსა, მიზანი კი მსოფლიო პატრიარქის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება იყო. მსგავსი შინაარსის განცხადება მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა თამარ მესხისთვის, რომელიც ათეული წლებია საპატრიარქოს თარჯიმანია და მსოფლიო პატრიარქთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

"მსოფლიო პატრიარქს ვიცნობ 1978 წლიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ მიტროპოლიტი იყო. მაშინ ოფიციალური დელეგაცია ჩამოვიდა კონსტანტინეპოლიდან, რათა ჩვენი პატრიარქისთვის აღსაყდრება მიელოცათ. სწორედ იქედან მოყოლებული, მე მას არაერთხელ შევხვედრივარ, გვითანამშრომლია, ის მე მეგობრად მთვლის. ასე რომ, მასთან მისასვლელი ძალიან მარტივი გზა მაქვს" - ამბობს თამარ მესხი და დასძენს, რომ ბართლომეო პირველმა ანდრია ჯაღმაიძის პოსტის შესახებ იცოდა.

"ვიცი, რაც დაიწერა სოციალური ქსელით, გასაგებია ყველაფერი, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდებაო - მითხრა მან" - გვეუბნება თამარ მესხი.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი თითქმის იდენტურად იხსენებს მსოფლიო პარიარქთან შეხვედრის დეტალებს, როგორც ამას მისი თანმხლები ყვება. იგი აპირებს საპატრიარქოს პრესსპიკერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლება.

"ნებისმიერ ნორმალურ და კულტურულ ქვეყანაში, იმ პოსტის გამო, რაც მან გამოაქვეყნა, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევდა. თუ ხელისუფლება შეიცვალა, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის ანდრია ჯაღმაიძეს. ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში, ამის აზრს ვერ ვხედავ, ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

გოჩა ბარნოვი და სხვა ადამიანები არიან თავისუფალი ადამიანები და მათ აქვთ უფლება, სადაც უნდა იქ გაფრინდნენ და ვინც უნდა ის ნახონ. და ეს არ არის არც ჯაღმაიძეების და არც შიოლაშვილების საქმე. ეგენი ყოველ თვე დადიან რუსეთში ან საპატრიარქოში ჩუმად მასპინძლობენ რუსეთის დუმის წევრებს და ავანტიურა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს და არა ის, რომ გოჩა ბარნოვი მიდის ევროპაში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად“ - აცხადებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. მან კომენტარზე უარი განაცხადა.