საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხეში მეგობარმა ქალმა, ლიზა იასკომ მოინახულა. ციხის დატოვების შემდეგ კი მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. იასკოს განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამავდროულად, გუშინდელი აქციის შემდეგ, იმედიანადაა.
"მადლობას იხდის, მან გაიგონა ქართველი ხალხის ხმა და ძალიან უნდა, რომ ამაზე არ გაჩერდნენ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ აღარ შიმშილობდეს, არ იყოს ციხეში, ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, სადაც კომფორტული პოზიცია და მშვენიერი პირობები აქვს, მაგრამ ის აქ ქართველი ხალხისთვის ჩამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან უყვარს ქართველი ხალხი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დატოვოს საპატიმრო. მისი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, რომ იყოს გარეთ.
ამ მომენტში ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ეს არის ხერხი, რომლითაც ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა შეჰმატა და კარგი განწყობა შეუქმნა", - განაცხადა იასკომ.
ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ კომფორტული ცხოვრება ქონდა ექსპრეზიდენტს კიევში. გასაგებია, რომ სოფო ნიჟარაძეს მან უყიდა ბინა ამერიკაში. შეკითხვაა - რა საშუალებით? პრეზიდენტის ხელფასის დანაზოგით თუ რექტორი დედის დივიდენდებით?
იქნებ ეს მაინც საქართველოს ბიუჯეტიდან წაღებული მილიონებია?
მიშა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამბობდა, რომ მე და სანდრას ხანდახან პურის ფულიც არ გვქონია ხოლმეო. ბინა ოროთახიანიც გვეყოფა, მეტი არ გვინდაო. ვინც არ იცით, კითხეთ ვინმეს ან მოიძიეთ ფაქტები. საქართველოში მიშა მილიარდელი გახდა, ამერიკაში ალბათ კიდევ სამს უყიდის ბინას. იაცკოსაც შეყვარებული მიუტოვებია (არ იყო მიშასავით მდიდარი) და მიშას გაჰყვა. ფული ბაბაია, ფული, ფულით ატარებს მიშა ყველას თავის ჭკუაზე, მათ შორის ზოგიერთ ევროპარლამენტარსაც. ...პლუს, რუსეთი და ბიძია თემურიჩ ზურგს უმაგრებს.