პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ სწორად კედლის ფილები
როგორ შევარჩიოთ სწორად კედლის ფილები

ოთა­ხის, ოფი­სის, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა თუ სა­ა­ბა­ზა­ნოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლი კედ­ლის სა­ფა­რია, რომ­ლის შერ­ჩე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი, არა­მედ კარ­გი ხა­რის­ხის, გამ­ძლე მა­სა­ლა.

ფილა - სტან­დარ­ტუ­ლი სა­ფა­რია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოთა­ხე­ბის, აბა­ზა­ნის, ტუ­ა­ლე­ტი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს კედ­ლე­ბის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად. თუ არ­ჩე­ვა­ნი თქვენც მას­ზე შე­ა­ჩე­რეთ, ეს სტა­ტია და­გეხ­მა­რე­ბათ ფი­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა­სა და მის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ში.

აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი

აბა­ზა­ნის და ტუ­ა­ლე­ტის კედ­ლის­თვის ფი­ლე­ბის არ­ჩე­ვი­სას ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ, არის: გამ­ძლე­ო­ბა, წყალ­გა­უმ­ტა­რი ზე­და­პი­რი და მუდ­მი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­მართ მდგრა­დო­ბა.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ:

1. გლუ­ვი ფი­ლე­ბი უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად და „ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლად“ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე პრი­ა­ლა.

2. გლუ­ვი ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ლა­ქე­ბი და წვე­თე­ბი მას­ზე ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვია.

3. ნა­თელ და ღია ფე­რის ფი­ლებს ნაკ­ლე­ბად ემ­ჩნე­ვა სხვა­დას­ხვა რა­მის ლა­ქე­ბი და მათი გა­მუდ­მე­ბით წმენ­და არ მო­გი­წევთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით.

4. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფი­ლე­ბის ზო­მას და ფორ­მას. დიდი ზო­მის ფი­ლე­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, კე­დელ­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­წი­ბუ­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და, სა­ერ­თო ჯამ­ში, ჰარ­მო­ნი­ულ ვი­ზუ­ალს მი­ი­ღებთ.

თუ სხვა­დას­ხვა პრინ­ტის, ან პა­ტა­რა ზო­მის კა­ფე­ლი გინ­დათ, შე­არ­ჩი­ეთ დიდი ზო­მის ფი­ლე­ბი, ასე­თი ეფექ­ტით.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ფი­ლე­ბი ოთა­ხის დი­ზა­ი­ნის­თვის

უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის ფი­ლე­ბი არ­სე­ბობს, ამი­ტომ ჯობს ყიდ­ვამ­დე ისი­ნი მა­ღა­ზი­ა­ში თა­ვად ნა­ხოთ და დარ­წმუნ­დეთ, მო­უხ­დე­ბა თუ არა თქვე­ნი ოთა­ხის ინ­ტე­რი­ერს.

მთა­ვა­რი წესი: შე­არ­ჩი­ეთ კომ­პლექ­ტი ერთი სა­ხე­ო­ბი­დან, რად­გან არ­სე­ბობს რის­კი, რომ სხვა­დას­ხვა ფილა არ და­ემ­თხვეს ზო­მა­ში, სის­ქე­ში, ფორ­მა­სა თუ ფე­რის ტო­ნებ­ში.

ორი­გი­ნა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია ექ­ვსკუ­თხი­ა­ნი ფი­ლე­ბი პრი­ა­ლა ზე­და­პი­რით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზად იწყო­ბა კე­დელ­ზე და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერ­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ასე­ვე, ტრენ­დუ­ლია ფი­ლე­ბი აგუ­რის იმი­ტა­ცი­ით, რომ­ლე­ბიც შე­გიძ­ლი­ათ შპა­ლერ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­შიც გა­მო­ი­ყე­ნოთ.

ფე­რე­ბი

კლა­სი­კურ ფე­რე­ბად კედ­ლის ფი­ლებ­ში მი­იჩ­ნე­ვა თეთ­რი და შავი ფე­რის ფი­ლე­ბი. 2021 წლის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფე­რე­ბია: ცის­ფე­რი და ლურ­ჯის ტო­ნე­ბი; ფი­რუ­ზის­ფე­რი, ნაც­რის­ფე­რი და კრე­მის­ფე­რი.

კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა არის მო­ჭი­ქუ­ლი ფი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფე­რა­დი მი­ნის ფე­ნი­თაა და­ფა­რუ­ლი, კა­ფელს აძ­ლევს ბზინ­ვა­რე­ბას, მიმ­ზიდ­ველ ფერ­სა და ორ­ნა­მენტს. ეს­თე­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გარ­და ის წყალ­გა­უმ­ტა­რი და ძა­ლი­ან მყა­რია.

თუ კედ­ლის ფი­ლას შე­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწო­რად შე­არ­ჩევთ და ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით აა­წყობთ, ის მრა­ვა­ლი წელი მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ. თა­ნა­მედ­რო­ვე კედ­ლის ფი­ლებს აქვთ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ზომა, ვი­ზუ­ა­ლი და ტექ­სტუ­რა, რაც მათი თით­ქმის ნე­ბის­მი­ე­რი დი­ზა­ი­ნის პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ავტორი:

როგორ შევარჩიოთ სწორად კედლის ფილები

როგორ შევარჩიოთ სწორად კედლის ფილები

ოთახის, ოფისის, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს აუცილებელი დეტალი კედლის საფარია, რომლის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინი, არამედ კარგი ხარისხის, გამძლე მასალა.

ფილა - სტანდარტული საფარია, რომელიც გამოიყენება ოთახების, აბაზანის, ტუალეტისა და სამზარეულოს კედლების მოსაპირკეთებლად. თუ არჩევანი თქვენც მასზე შეაჩერეთ, ეს სტატია დაგეხმარებათ ფილების ხარისხის განსაზღვრასა და მის სწორად შერჩევაში.

აბაზანა-ტუალეტი

აბაზანის და ტუალეტის კედლისთვის ფილების არჩევისას ძირითადი მახასიათებლები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის: გამძლეობა, წყალგაუმტარი ზედაპირი და მუდმივი ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ მდგრადობა.

რა უნდა გაითვალისწინოთ:

1. გლუვი ფილები უფრო ხარისხიანად და „ძვირადღირებულად“ გამოიყურება, ვიდრე პრიალა.

2. გლუვი ფილების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ლაქები და წვეთები მასზე ნაკლებად შესამჩნევია.

3. ნათელ და ღია ფერის ფილებს ნაკლებად ემჩნევა სხვადასხვა რამის ლაქები და მათი გამუდმებით წმენდა არ მოგიწევთ სპეციალური ხსნარებით.

4. ყურადღება მიაქციეთ ფილების ზომას და ფორმას. დიდი ზომის ფილების არჩევის შემთხვევაში, კედელზე ნაკლები რაოდენობის ნაწიბური გამოჩნდება და, საერთო ჯამში, ჰარმონიულ ვიზუალს მიიღებთ.

თუ სხვადასხვა პრინტის, ან პატარა ზომის კაფელი გინდათ, შეარჩიეთ დიდი ზომის ფილები, ასეთი ეფექტით.

როგორ შევარჩიოთ ფილები ოთახის დიზაინისთვის

უამრავი სახეობის ფილები არსებობს, ამიტომ ჯობს ყიდვამდე ისინი მაღაზიაში თავად ნახოთ და დარწმუნდეთ, მოუხდება თუ არა თქვენი ოთახის ინტერიერს.

მთავარი წესი: შეარჩიეთ კომპლექტი ერთი სახეობიდან, რადგან არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა ფილა არ დაემთხვეს ზომაში, სისქეში, ფორმასა თუ ფერის ტონებში.

ორიგინალური ვარიანტია ექვსკუთხიანი ფილები პრიალა ზედაპირით, რომელიც ძალიან ლამაზად იწყობა კედელზე და თანამედროვე ინტერიერში ხშირად გამოიყენება.

ასევე, ტრენდულია ფილები აგურის იმიტაციით, რომლებიც შეგიძლიათ შპალერთან კომბინაციაშიც გამოიყენოთ.

ფერები

კლასიკურ ფერებად კედლის ფილებში მიიჩნევა თეთრი და შავი ფერის ფილები. 2021 წლის ყველაზე აქტუალური ფერებია: ცისფერი და ლურჯის ტონები; ფირუზისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი.

კერამიკული ფილების ერთ-ერთი სახეობა არის მოჭიქული ფილები, რომლებიც ფერადი მინის ფენითაა დაფარული, კაფელს აძლევს ბზინვარებას, მიმზიდველ ფერსა და ორნამენტს. ესთეტიკური თვისებების გარდა ის წყალგაუმტარი და ძალიან მყარია.

თუ კედლის ფილას შენობის თავისებურებებიდან გამომდინარე სწორად შეარჩევთ და ინსტრუქციის მიხედვით ააწყობთ, ის მრავალი წელი მოგემსახურებათ. თანამედროვე კედლის ფილებს აქვთ სხვადასხვანაირი ზომა, ვიზუალი და ტექსტურა, რაც მათი თითქმის ნებისმიერი დიზაინის პროექტში გამოყენების საშუალებას იძლევა.