საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამკაცრებულია მონიტორინგი" - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია კოვიდსტატისტიკა მასწავლებლებში?
"გამკაცრებულია მონიტორინგი" - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია კოვიდსტატისტიკა მასწავლებლებში?

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 108 სკო­ლა და ცალ­კე­უ­ლი 687 კლა­სი გა­და­ვი­და.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, Covid-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სკო­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი გამ­კაცრ­და.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო სივ­რცე­ში გა­ნახ­ლე­ბას­თან ერ­თად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სკო­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი გამ­კაცრ­და. კვლავ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს Covid-19-ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა. სკო­ლის პერ­სო­ნალს – მას­წავ­ლებ­ლებს, მან­და­ტუ­რებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს ტეს­ტი­რე­ბა რო­გორც PCR ტექ­ნო­ლო­გი­ის, ასე­ვე, ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად უტარ­დე­ბა.

Covid-19-ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შიდა გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სკო­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად და ცალ­კე­უ­ლი კლა­სი ან სკო­ლა მყი­სი­ე­რად გა­და­დის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და 108 სკო­ლა და ცალ­კე­უ­ლი 687 კლა­სი,“- აცხა­დე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის 0,9%-ს, ხოლო მოს­წავ­ლე­ე­ბის – 0,6%-ს.

„კვლავ გრძელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. ამ ეტა­პის­თვის აც­რი­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის 69%. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, სკო­ლებ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნა. სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სრუ­ლი­ად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის მა­რა­გით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

123
6

უნდა იყოს ვაქციანცია სავალდებულო ყველასთვის რად უნდა ამას ამდენი ხვეწნა მშვენივრად გაიკეთებს ყველა აბა ფულს თუა რ მისცემთ ეგერევ ყველა გაიკეთებს ან წამალი დროზე გამოუშვან და დამთავრედეს ეს ,,კორონიზაცია" და ვიღალეთ მსოფლიო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამკაცრებულია მონიტორინგი" - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია კოვიდსტატისტიკა მასწავლებლებში?

"გამკაცრებულია მონიტორინგი" - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია კოვიდსტატისტიკა მასწავლებლებში?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

"სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

„კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.