საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა,  რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები?
"თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა,  რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები?

28 წლის ბრი­ტა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, ტო­მას კე­ნე­დი კი­დევ ერთი ტუ­რის­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოკ­ლეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში, 7 ოქ­ტომ­ბერს, რამ­დე­ნი­მე პირი ტო­მასს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მტკვარ­ში გა­და­აგ­დო. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რემ სო­ფელ ქვახ­ვრელ­თან, 8 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­რი­ყა.

თე­მას აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ წე­რენ The Guardian, The Times, The Sun და სხვე­ბი.

  • ირ­ლან­დი­უ­რი გა­მო­ცე­მა the Irish Sun-ის ცნო­ბით, ტო­მას კე­ნე­დის ოჯა­ხი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­ლო­დინ­შია.

"28 წლის ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი და კომ­პო­ზი­ტო­რი შვე­ბუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რებ­და, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბის ჯგუფ­მა ის სას­მელ­ზე მი­იწ­ვია. შემ­დეგ კი ტო­მა­სის ცხე­და­რი, გო­რის მახ­ლობ­ლად, მდი­ნა­რე მტკვარ­ში იპო­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე უარ­ყო­ფენ ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბას, თუმ­ცა აღი­ა­რე­ბენ მის გა­ძარ­ცვას. კე­ნე­დი მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ირ­ლან­დი­ა­ში, ბა­ბუ­ას­თან ცხოვ­რობ­და", - წერს The Sun.

  • "თქვა, - სა­ქარ­თვე­ლო ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნაა, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით, რა­ტომ არ უნდა წა­ვი­დე იქო?!“

გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ოლი­ვია ბა­რე­ტი ამ­ბობს, რომ ტო­მასს უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა, ლა­მა­ზი ხე­დე­ბი. მო­ხიბ­ლუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­თი და სწო­რედ ამი­ტომ, შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­წყვი­ტა.

"ის იყო თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი, გი­ტა­რის­ტი, უკ­რავ­და ასე­ვე ვი­ო­ლი­ნო­ზე და სხვა საკ­რა­ვებ­ზე. იყო სა­ოც­რად კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, ბუზ­საც კი არ ავ­ნებ­და. ტომს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა, წა­ი­ღებ­და გი­ტა­რას და სხვა ქვეყ­ნე­ბის ქუ­ჩებ­ში უკ­რავ­და. უყ­ვარ­და მთებ­ში ხე­ტი­ა­ლი, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბის ნახ­ვა, იზი­დავ­და ის­ტო­რია. თქვა, - სა­ქარ­თვე­ლო არის ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით, რა­ტომ არ უნდა წა­ვი­დე იქო?! ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნე­ბი ვართ მისი სიკ­ვდი­ლით, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ძლი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს და ამ გან­საც­დელს გა­ვუმკლავ­დე­ბით. იმე­დია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იზე­ი­მებს და ჩვენ შევ­ძლებთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წას­ვლას და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვას", - ამ­ბობს ოლი­ვია ბა­რე­ტი ირ­ლან­დი­ურ Sun-თან სა­უბ­რი­სას.

  • ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი, რო­მე­ლიც მუ­დამ იღი­მო­და და მზად იყო, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტყვე­ბი ეთ­ქვა

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ტო­მა­სის ძმა, ჯე­იმს კე­ნე­დი და შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ძმაო. შენ ამ სამ­ყა­რო­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი. სა­ო­ცა­რი იყა­ვი ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის და გულ­წრფე­ლად, არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ შენ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. ამ 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცა­რი მო­გო­ნე­ბე­ბი და­მი­ტო­ვე. მე და მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხი ვა­მა­ყობთ შე­ნით. ყო­ველ­თვის მო­მე­ნატ­რე­ბი, ტომ. მიყ­ვარ­ხარ უფრო მე­ტად, ვიდ­რე ოდეს­მე ამის გად­მო­ცე­მა შე­მეძ­ლო. შენ ლე­გენ­და ხარ“, - წერს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა.

ტო­მას კე­ნე­დის ძმა

ტო­მა­სის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი მუ­დამ იღი­მო­და და ყო­ველ­თვის მზად იყო, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტყვე­ბი ეთ­ქვა.

The Sun ასე­ვე აღ­წერს სა­სა­მარ­თლო­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. მათი ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ ტო­მა­სის ტე­ლე­ფო­ნი ლომ­ბარ­დში იპო­ვა. გა­მო­ცე­მა წერს, ასე­ვე ბრალ­დე­ბულ­თა სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს.

"28 წლის გი­ორ­გი ბა­ლაშ­ვი­ლი, 19 წლის ზურა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, 17 წლის გი­ორ­გი ოხა­ნაშ­ვი­ლი, 20 წლის გი­ორ­გი ქა­რე­ლი აღი­ა­რე­ბენ ძარ­ცვას, თუმ­ცა უარ­ყო­ფენ მკვლე­ლო­ბას. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან რომ კე­ნე­დი გა­ექ­ცა მათ­თან ჩხუბს, რა დრო­საც მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი უარ­ყოფს რო­გორც კე­ნე­დის ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ასე­ვე მის მკვლე­ლო­ბას. ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ტო­მა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 აგ­ვის­ტო­დან იმ­ყო­ფე­ბო­და

  • ცნო­ბის­თვის:

ბრი­ტა­ნე­ლი ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 5 პირს 12 ოქ­ტომ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ერთი პირი არას­რულ­წლო­ვა­ნია, რის გა­მოც მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა სხდო­მა და­ხუ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით და სსკ-ის 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნა პა­ტიმ­რო­ბა იყო, მო­სა­მარ­თლემ საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რა­საც არ იზი­ა­რებს დაც­ვის მხა­რე და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

ბრალ­დე­ბულ­თა­გან ოთხის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი გიგა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი იცავს. ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში 8 ნო­ემ­ბერს შედ­გე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში, 7 ოქ­ტომ­ბერს, რამ­დე­ნი­მე პირი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტო­მას კე­ნე­დის ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მტკვარ­ში გა­და­აგ­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რემ სო­ფელ ქვახ­ვრელ­თან 8 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­რი­ყა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შუ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 5 პირი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან 3 პირი წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის არის ნა­სა­მარ­თლე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

ქართველებო რას ჩადიხართ, რამ გაგაველურათ. რა ოჯახებში იზრდებით. ფუი..... 

Gela
9

ლამაზი ქვეყანა, ველური და ბნელი ხალხით დასახლებული..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა,  რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები?

"თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა,  რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები?

28 წლის ბრიტანელი მუსიკოსი, ტომას კენედი კიდევ ერთი ტურისტია, რომელიც საქართველოში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, 7 ოქტომბერს, რამდენიმე პირი ტომასს ფიზიკურად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდო. გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან, 8 ოქტომბერს გამორიყა.

თემას აქტიურად აშუქებს ბრიტანული მედია. მომხდარის შესახებ წერენ The Guardian, The Times, The Sun და სხვები.

  • ირლანდიური გამოცემა the Irish Sun-ის ცნობით, ტომას კენედის ოჯახი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.

"28 წლის ნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი შვებულებას საქართველოში ატარებდა, როდესაც მამაკაცების ჯგუფმა ის სასმელზე მიიწვია. შემდეგ კი ტომასის ცხედარი, გორის მახლობლად, მდინარე მტკვარში იპოვეს.

ბრალდებულები სასამართლოზე უარყოფენ ტურისტის მკვლელობას, თუმცა აღიარებენ მის გაძარცვას. კენედი მანჩესტერში დაიბადა, მაგრამ მთელი ცხოვრება ირლანდიაში, ბაბუასთან ცხოვრობდა", - წერს The Sun.

  • "თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ულამაზესი ხედებით, რატომ არ უნდა წავიდე იქო?!“

გარდაცვლილის ბიძაშვილი, ოლივია ბარეტი ამბობს, რომ ტომასს უყვარდა მოგზაურობა, ლამაზი ხედები. მოხიბლული იყო საქართველოთი და სწორედ ამიტომ, შვებულების გატარება საქართველოში გადაწყვიტა.

"ის იყო თვითნასწავლი მუსიკოსი, ძალიან ნიჭიერი მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი, უკრავდა ასევე ვიოლინოზე და სხვა საკრავებზე. იყო საოცრად კეთილი, მხიარული, ბუზსაც კი არ ავნებდა. ტომს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, წაიღებდა გიტარას და სხვა ქვეყნების ქუჩებში უკრავდა. უყვარდა მთებში ხეტიალი, ულამაზესი ხედების ნახვა, იზიდავდა ისტორია. თქვა, - საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, ულამაზესი ხედებით, რატომ არ უნდა წავიდე იქო?! ძალიან გულნატკენები ვართ მისი სიკვდილით, მაგრამ, ამავდროულად, ძლიერი ოჯახი გვაქვს და ამ განსაცდელს გავუმკლავდებით. იმედია, სამართლიანობა იზეიმებს და ჩვენ შევძლებთ სასამართლო პროცესზე წასვლას და იმ ადამიანების დანახვას", - ამბობს ოლივია ბარეტი ირლანდიურ Sun-თან საუბრისას.

  • ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც მუდამ იღიმოდა და მზად იყო, გარშემომყოფებისთვის სასიამოვნო სიტყვები ეთქვა

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება ტომასის ძმა, ჯეიმს კენედი და შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან მიყვარხარ, ძმაო. შენ ამ სამყაროში შესანიშნავი ადამიანი იყავი. საოცარი იყავი ჩვენთვის, ყველასთვის და გულწრფელად, არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ შენ გარეშე ცხოვრება. ამ 28 წლის განმავლობაში საოცარი მოგონებები დამიტოვე. მე და მთელი ჩვენი ოჯახი ვამაყობთ შენით. ყოველთვის მომენატრები, ტომ. მიყვარხარ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ამის გადმოცემა შემეძლო. შენ ლეგენდა ხარ“, - წერს გარდაცვლილის ძმა.

ტომას კენედის ძმა

ტომასის მეგობრები ამბობენ, რომ ეს ხუჭუჭა ბიჭი მუდამ იღიმოდა და ყოველთვის მზად იყო, ადამიანებისთვის სასიამოვნო სიტყვები ეთქვა.

The Sun ასევე აღწერს სასამართლოზე განვითარებულ მოვლენებს. მათი ცნობით, გამოძიებამ ტომასის ტელეფონი ლომბარდში იპოვა. გამოცემა წერს, ასევე ბრალდებულთა სახელებსა და გვარებს.

"28 წლის გიორგი ბალაშვილი, 19 წლის ზურა ფალავანდიშვილი, 17 წლის გიორგი ოხანაშვილი, 20 წლის გიორგი ქარელი აღიარებენ ძარცვას, თუმცა უარყოფენ მკვლელობას. ისინი ირწმუნებიან რომ კენედი გაექცა მათთან ჩხუბს, რა დროსაც მდინარეში გადავარდა. კიდევ ერთი ბრალდებული უარყოფს როგორც კენედის ძარცვაში მონაწილეობას, ასევე მის მკვლელობას. ხუთივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ", - ნათქვამია სტატიაში.

ტომასი საქართველოში 30 აგვისტოდან იმყოფებოდა

  • ცნობისთვის:

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს 12 ოქტომბერს პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი არასრულწლოვანია, რის გამოც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარე საქმეზე ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობა იყო, მოსამართლემ საქმის პროკურორის, მიხეილ ბერიაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც არ იზიარებს დაცვის მხარე და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ბრალდებულთაგან ოთხის უფლებებს ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი იცავს. ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ. მოსამზადებელი სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 8 ნოემბერს შედგება.

შეგახსენებთ, გორში, 7 ოქტომბერს, რამდენიმე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1993 წელს დაბადებული ტომას კენედის ფიზიკურად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს. გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან 8 ოქტომბერს გამორიყა.

ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.