საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატყუარები“, "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება
"მატყუარები“, "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე  - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება

და­სავ­ლუ­რი მა­ს­მე­დია აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს და აა­ნა­ლი­ზებს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ექ­სპრე­ზი­დენტ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში“ (КоммерсантЪ) 11 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­თა­უ­რით: "რა­ტომ არ აქვს აზრი კონ­ტაქ­ტებს უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან“. რუ­სე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს ხუთი თე­ზი­სით გან­მარ­ტოს, თუ რა­ტომ არ უნდა ელა­პა­რა­კოს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

პირ­ვე­ლი - უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ძი­ე­ბა­ში რა­ღაც ახალ ის­ტო­რი­ებს თხზა­ვენ, მათი პრე­ზი­დენ­ტი კი, რო­მელ­საც "გან­სა­ზღვრუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს“, იძუ­ლე­ბუ­ლია ლა­ვი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს სხვა­დას­ხვა ძა­ლებს შო­რის და სა­ცირ­კო სალ­ტე-მორ­ტა­ლე შე­ას­რუ­ლოს“, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის მიზ­ნით.

მე­ო­რე - უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სუ­ვე­რე­ნუ­ლად ვერ მოქ­მე­დებს, მთავ­რო­ბა უცხო­ე­თი­დან იმარ­თე­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი მთლი­ა­ნად აშშ-ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამე­რი­კის­თვის უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტრუ­მენტს წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის ამე­რი­კის ვა­სალ­თან საქ­მის და­ჭე­რა უაზ­რო­ბაა. საქ­მე უნდა გა­ვარ­კვი­ოთ ვა­სა­ლის უფ­როს­თან - აშშ-სთან.

მე­სა­მე - უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მხო­ლოდ პი­რა­დი გამ­დიდ­რე­ბით და სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ზე. ესე იგი, მას­თან დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა რუ­სე­თი­სათ­ვის კონ­სტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია.

მე­ო­თხე - უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არა­სან­დო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხალ­ხია, მათ შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­წუთს და­არ­ღვი­ონ მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა, უღა­ლა­ტონ და­პი­რე­ბას, ყო­ველ წუთს მზად არი­ან შეც­ვა­ლონ პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი .

მე­ხუ­თე - სტა­ტი­ა­ში დას­მუ­ლია რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა თით­ქმის ნი­კო­ლაი ჩერ­ნი­შევ­სკი­სე­ბუ­რად: "რა ვა­კე­თოთ?“, რა­ზე­დაც დი­მიტ­რი მედ­ვევ­დე­ვი ამომ­წუ­რა­ვად პა­სუ­ხობს: "არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, უნდა და­ვე­ლო­დოთ იმ დროს, როცა უკ­რა­ი­ნას მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­რა­ცხა­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეყო­ლე­ბა, რო­მე­ლიც მზად იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თხელ­საყ­რე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს რუ­სეთ­თან: "რუ­სეთს მოთ­მე­ნა შე­უძ­ლია, ჩვენც მო­ვით­მენთ“. (წყა­რო)

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სტა­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გერ­მა­ნუ­ლი რა­დიო "დო­ი­ჩე ველე“ (Deutsche Welle) აქ­ვეყ­ნებს ანა­ლიზს, სა­თა­უ­რით: "მედ­ვე­დე­ვის სტა­ტია პუ­ტი­ნის მიერ ზე­ლენ­სკი­სათ­ვის სი­ლის გაწ­ვნას ნიშ­ნავს“ (ავ­ტო­რი - კონ­სტან­ტინ ეგერ­ტი, პო­ლი­ტო­ლო­გი).

"სტა­ტია მარ­თლაც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია: "მა­ტყუ­ა­რე­ბი“, "ნა­ბიჭ­ვრე­ბი“, "დე­ბი­ლე­ბი“ - ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე და უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­ზეა ნათ­ქვა­მი. ტექ­სტი და­წე­რი­ლია ისე, რომ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, მისი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის მი­ნიშ­ნე­ბი ჩათ­ვლით. სტა­ტი­ის მი­ზა­ნი და აზრი მარ­ტი­ვია: უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან დი­ა­ლო­გი უაზ­რო­ბაა - იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა აშშ-ის კო­ლო­ნი­ას წარ­მო­ად­გენს, კრემ­ლი და­ე­ლო­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ვლას უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ­ლებ­თა­ნაც ლა­პა­რა­კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ხე­ლით, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის სილა გა­აწ­ნა.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია იმით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ პრო­რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სი ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი და­ა­პა­ტიმ­რა. პუ­ტი­ნი­სათ­ვის ზე­ლენ­სკის ასე­თი ნა­ბი­ჯი პი­რა­დად მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია და თა­ნაც ორ­მა­გად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, რად­გან პუ­ტი­ნის აზ­რით, ზე­ლენ­სკი ნამ­დვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ არის, იგი კლო­უ­ნია, მას­ხა­რა, მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ მოს­კოვ­ში რუს პო­ლი­ტი­კო­სებს არ­თობ­და კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე. პუ­ტი­ნის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ზე­ლენ­სკის პრე­ზი­დენ­ტო­ბა... უკ­რა­ი­ნა, კრემ­ლის აზ­რით, "ის­ტო­რი­ულ გა­უ­გებ­რო­ბას“ წარ­მო­ად­გენს.

გარ­და ამი­სა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გან­რის­ხე­ბუ­ლია, რომ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ არ უპა­სუ­ხა მოს­კო­ვის წი­ნა­და­დე­ბას მო­ლა­პა­რა­კე­ბის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: გა­ზის ტრან­ზიტ­ზე 2024 წლის შემ­დეგ ლა­პა­რა­კი შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კი­ე­ვი დონ­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას და­ი­წყებს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სე­თი გა­ზის სა­კითხს ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს და უკ­რა­ი­ნას "გა­ზის ომს“ გა­მო­უ­ცხა­დებს. უკ­რა­ი­ნის­თვის ეს ზამ­თა­რი, სი­ცი­ვის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი გა­მოც­და იქ­ნე­ბა - მით უმე­ტეს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ხელ­ში კო­ზი­რე­ბი უკა­ვია: "ჩრდი­ლო­ე­თი ნა­კა­დი-2’-ის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა კი "ხელი და­ი­ბა­ნა“ - ვა­შინგტონს ახლა რუ­სეთ­თან ჩი­ნე­თი­სა და ავ­ღა­ნე­თის სა­კი­თე­ბის გარ­კვე­ვა უფრო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მე­ბი.

სხვა­თა შო­რის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სტა­ტი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა ევ­რო­კავ­შირ­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლის ვლა­დი­მერ ჩი­ჟო­ვის ინ­ტერ­ვი­უც, რო­მელ­შიც იგი ევ­რო­პე­ლებს დამ­ცი­ნა­ვი სტი­ლით გა­ნუ­მარ­ტავს:

ა) მოს­კოვს ევ­რო­პა­ში გა­ზის ფა­სის მა­ტე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, მაგ­რამ თუ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, და­გეხ­მა­რე­ბით (ანუ, "ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია! გე­ში­ნო­დეთ ჩვე­ნი!“);

ბ) ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­ნა­ახ­ლოს (ანუ, "მოგ­ვიხ­სე­ნით სან­ქცი­ე­ბი და უკ­რა­ი­ნა და­ი­ვი­წყეთ!“);

გ) ევ­რო­პა­ში გა­ზის სა­კი­თხი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია (ანუ "ევ­რო­პე­ლებ­მა პო­ლო­ნე­ლებს და ბალ­ტი­ის­პი­რე­ლებს ცოტა უნდა წა­უ­თა­ქოთ და მო­ეშ­ვით ამე­რი­კე­ლე­ბი­სა­გან რჩე­ვის მი­ღე­ბას!“)

ვლა­დი­მერ ჩი­ჟო­ვის ინ­ტერ­ვიუ მო­წო­დე­ბაა მათ­თვის, ვინც მხარს უჭერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს ევ­რო­კავ­შირ­ში, უპირ­ვე­ლე­სად კი საფ­რა­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ი­სათ­ვის, რომ მათ უკ­რა­ი­ნა და­ი­ვი­წყონ. და თუ ისი­ნი კრემ­ლის შე­გო­ნე­ბას უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბენ, ზამ­თარ­ში ევ­რო­პა გა­ი­ყი­ნე­ბა. შე­საძ­ლოა გაზი ევ­რო­კავ­შირ­მა სა­დღაც იყი­დოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სით, რაც ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის უაღ­რე­სად წამ­გე­ბი­ა­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრი­უ­სელ­მა უნდა აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლი უფრო სა­სარ­გებ­ლოა მის­თვის - მოს­კოვ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა თუ კი­ე­ვი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა. უნ­გრეთ­მა არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა - ბუ­და­პეშ­ტი რუ­სულ გაზს სერ­ბე­თი­სა და ავ­სტრი­ის გავ­ლით მი­ი­ღებს, უკ­რა­ი­ნის გვერ­დის აქ­ცე­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბაც თბი­ლად ეყო­ლე­ბა.

არ­სე­ბი­თად, საქ­მე ეხე­ბა უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას: ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი იძუ­ლე­ბუ­ლი უნდა გახ­დეს, რომ რუ­სე­თის წი­ნა­შე რა­დი­კა­ლურ დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დეს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტად მისი ხელ­მე­ო­რედ არ­ჩე­ვა კრემ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის. კრემლს შე­უძ­ლია თა­ვი­სი გა­ზის უკ­რა­ი­ნუ­ლი ტრან­ზი­ტი 2024 წლამ­დეც შე­წყვი­ტოს, ანუ კონ­ტრაქ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე, თუ ამი­სათ­ვის სა­ბა­ბი ექ­ნე­ბა (სა­ბაბს კი იპო­ვის!). ვლა­დი­მერ პუ­ტინს იმე­დი აქვს, რომ ამე­რი­კა ევ­რო­პას გა­ზით არ და­ეხ­მა­რე­ბა. იმი­ტომ, რომ ჯო ბა­ი­დენს ახლა რუ­სე­თი­სა­გან დახ­მა­რე­ბა ჭირ­დე­ბა თა­ლი­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და ჩი­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტშიც, რომ კრემ­ლმა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი გა­მო­ავ­ლი­ნოს.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა გან­წი­რუ­ლია, კი­ევს არა­ვინ და­ეხ­მა­რე­ბა... და თუ იგი ამა­ში დარ­წმუნ­დე­ბა, საქ­მე სტა­ტი­ე­ბი­თა და გა­ზით არ დას­რულ­დე­ბა“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ეხ ვასილი ვასილი რა ტყვილად ცხოვრობ საქართველოში ტყუილ მართალს რომ ვერ ხედავ.

ჰერტა
46

ყველაფერი მარტივადაა, ზელენსკი ნაცია, პუტინი კი ქოცი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მატყუარები“, "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება

"მატყუარები“, "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე  - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება

დასავლური მასმედია აქტიურად განიხილავს და აანალიზებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სტატიას, რომელიც გაზეთ "კომერსანტში“ (КоммерсантЪ) 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით: "რატომ არ აქვს აზრი კონტაქტებს უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან“. რუსეთის ექსპრეზიდენტი ცდილობს ხუთი თეზისით განმარტოს, თუ რატომ არ უნდა ელაპარაკოს რუსეთი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას.

პირველი - უკრაინის ხელმძღვანელები უბედური ადამიანები არიან. ისინი თვითიდენტიფიცირების ძიებაში რაღაც ახალ ისტორიებს თხზავენ, მათი პრეზიდენტი კი, რომელსაც "განსაზღვრული ეთნიკური ფესვები აქვს“, იძულებულია ლავირება მოახდინოს სხვადასხვა ძალებს შორის და საცირკო სალტე-მორტალე შეასრულოს“, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.

მეორე - უკრაინის ხელმძღვანელობა სუვერენულად ვერ მოქმედებს, მთავრობა უცხოეთიდან იმართება, ოფიციალური კიევი მთლიანად აშშ-ზეა დამოკიდებული. ამერიკისთვის უკრაინა რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის ამერიკის ვასალთან საქმის დაჭერა უაზრობაა. საქმე უნდა გავარკვიოთ ვასალის უფროსთან - აშშ-სთან.

მესამე - უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მხოლოდ პირადი გამდიდრებით და საერთოდ არ ფიქრობს სახელმწიფოს ინტერესებზე. ესე იგი, მასთან დიალოგის დაწყება რუსეთისათვის კონსტრპროდუქტიულია.

მეოთხე - უკრაინის ხელმძღვანელები არასანდო და უპასუხისმგებლო ხალხია, მათ შეუძლიათ ყოველწუთს დაარღვიონ მიცემული სიტყვა, უღალატონ დაპირებას, ყოველ წუთს მზად არიან შეცვალონ პოლიტიკური კურსი .

მეხუთე - სტატიაში დასმულია რიტორიკული კითხვა თითქმის ნიკოლაი ჩერნიშევსკისებურად: "რა ვაკეთოთ?“, რაზედაც დიმიტრი მედვევდევი ამომწურავად პასუხობს: "არაფერი. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა უკრაინას მეტ-ნაკლებად შერაცხადი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც მზად იქნება ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთთან: "რუსეთს მოთმენა შეუძლია, ჩვენც მოვითმენთ“. (წყარო)

დიმიტრი მედვედევის სტატიასთან დაკავშირებით გერმანული რადიო "დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს ანალიზს, სათაურით: "მედვედევის სტატია პუტინის მიერ ზელენსკისათვის სილის გაწვნას ნიშნავს“ (ავტორი - კონსტანტინ ეგერტი, პოლიტოლოგი).

"სტატია მართლაც დასამახსოვრებელია: "მატყუარები“, "ნაბიჭვრები“, "დებილები“ - ეს ყველაფერი უკრაინელ პოლიტიკოსებზე და უკრაინულ პოლიტიკაზეა ნათქვამი. ტექსტი დაწერილია ისე, რომ ვლადიმერ ზელენსკი მაქსიმალურად არის შეურაცხყოფილი, მისი ებრაული წარმოშობის მინიშნები ჩათვლით. სტატიის მიზანი და აზრი მარტივია: უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელებთან დიალოგი უაზრობაა - იმიტომ, რომ უკრაინა აშშ-ის კოლონიას წარმოადგენს, კრემლი დაელოდება ისეთი ადამიანების მოსვლას უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებთანაც ლაპარაკი შესაძლებელი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა, დიმიტრი მედვედევის ხელით, ვლადიმერ ზელენსკის სილა გააწნა.

ვლადიმერ პუტინი გაბრაზებულია იმით, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. პუტინისათვის ზელენსკის ასეთი ნაბიჯი პირადად მისთვის შეურაცხმყოფელია და თანაც ორმაგად შეურაცხმყოფელი, რადგან პუტინის აზრით, ზელენსკი ნამდვილი პრეზიდენტი არ არის, იგი კლოუნია, მასხარა, მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში რუს პოლიტიკოსებს ართობდა კორპორატიულ წვეულებებზე. პუტინისთვის წარმოუდგენელია ზელენსკის პრეზიდენტობა... უკრაინა, კრემლის აზრით, "ისტორიულ გაუგებრობას“ წარმოადგენს.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი განრისხებულია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ არ უპასუხა მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების პირობებთან დაკავშირებით: გაზის ტრანზიტზე 2024 წლის შემდეგ ლაპარაკი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კიევი დონბასთან მოლაპარაკებას დაიწყებს.

რასაკვირველია, რუსეთი გაზის საკითხს ინსტრუმენტად გამოიყენებს და უკრაინას "გაზის ომს“ გამოუცხადებს. უკრაინისთვის ეს ზამთარი, სიცივის შემთხვევაში, დიდი გამოცდა იქნება - მით უმეტეს, რომ ვლადიმერ პუტინს ხელში კოზირები უკავია: "ჩრდილოეთი ნაკადი-2’-ის მშენებლობა დასრულებულია, ჯოზეფ ბაიდენმა კი "ხელი დაიბანა“ - ვაშინგტონს ახლა რუსეთთან ჩინეთისა და ავღანეთის საკითების გარკვევა უფრო აინტერესებს, ვიდრე უკრაინის პრობლემები.

სხვათა შორის, დიმიტრი მედვედევის სტატიის პარალელურად გამოქვეყნდა ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის ინტერვიუც, რომელშიც იგი ევროპელებს დამცინავი სტილით განუმარტავს:

ა) მოსკოვს ევროპაში გაზის ფასის მატებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ თუ გაგიჭირდებათ, დაგეხმარებით (ანუ, "ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია! გეშინოდეთ ჩვენი!“);

ბ) ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა განაახლოს (ანუ, "მოგვიხსენით სანქციები და უკრაინა დაივიწყეთ!“);

გ) ევროპაში გაზის საკითხი პოლიტიზებულია (ანუ "ევროპელებმა პოლონელებს და ბალტიისპირელებს ცოტა უნდა წაუთაქოთ და მოეშვით ამერიკელებისაგან რჩევის მიღებას!“)

ვლადიმერ ჩიჟოვის ინტერვიუ მოწოდებაა მათთვის, ვინც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს ევროკავშირში, უპირველესად კი საფრაგეთისა და გერმანიისათვის, რომ მათ უკრაინა დაივიწყონ. და თუ ისინი კრემლის შეგონებას უყურადღებოდ დატოვებენ, ზამთარში ევროპა გაიყინება. შესაძლოა გაზი ევროკავშირმა სადღაც იყიდოს, მაგრამ ძალიან მაღალი ფასით, რაც ეკონომიკისათვის უაღრესად წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ბრიუსელმა უნდა აირჩიოს, რომელი უფრო სასარგებლოა მისთვის - მოსკოვთან კარგი ურთიერთობა თუ კიევისადმი მხარდაჭერა. უნგრეთმა არჩევანი უკვე გააკეთა - ბუდაპეშტი რუსულ გაზს სერბეთისა და ავსტრიის გავლით მიიღებს, უკრაინის გვერდის აქცევით, მოსახლეობაც თბილად ეყოლება.

არსებითად, საქმე ეხება უკრაინის ეკონომიკისათვის მაქსიმალური პრობლემების შექმნას: ვლადიმერ ზელენსკი იძულებული უნდა გახდეს, რომ რუსეთის წინაშე რადიკალურ დათმობებზე წავიდეს. უკრაინის პრეზიდენტად მისი ხელმეორედ არჩევა კრემლისთვის სასურველი არ არის. კრემლს შეუძლია თავისი გაზის უკრაინული ტრანზიტი 2024 წლამდეც შეწყვიტოს, ანუ კონტრაქტის დასრულებამდე, თუ ამისათვის საბაბი ექნება (საბაბს კი იპოვის!). ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკა ევროპას გაზით არ დაეხმარება. იმიტომ, რომ ჯო ბაიდენს ახლა რუსეთისაგან დახმარება ჭირდება თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩინეთთან კონფლიქტშიც, რომ კრემლმა ნეიტრალიტეტი გამოავლინოს.

ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინა განწირულია, კიევს არავინ დაეხმარება... და თუ იგი ამაში დარწმუნდება, საქმე სტატიებითა და გაზით არ დასრულდება“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ