მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა
საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

გა­სულ წელს საკ­ვერ­ცხის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი მსოფ­ლი­ო­ში 314 ათა­სამ­დე ქალს და­უს­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მისი 381 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ის ქალ­თა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის მე-8 ად­გილს იკა­ვებს, ხოლო ქა­ლის მცი­რე მენ­ჯის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის სიმ­სივ­ნე­ებს შო­რის, საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნის და საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის შემ­დეგ, მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს სპე­ცი­ფი­კუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი არ აქვს, რაც მის ად­რე­ულ ეტაპ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას არ­თუ­ლებს. გარ­და ამი­სა, და­ა­ვა­დე­ბა სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­ღა­ლია მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მისი რე­ცი­დი­ვის ანუ გან­მე­ო­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ქა­ლე­ბი, რომ საკ­ვერ­ცხის კიბო დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნონ? რო­გო­რია მისი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა და რო­გორ ვმარ­თოთ და ვა­კონ­ტრო­ლოთ საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე შემ­დგომ­ში? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ქი­რურ­გი ნინო ჩო­გო­ვა­ძე და კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი თა­მარ ესა­კია გვე­სა­უბ­რა.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს სკრი­ნინ­გი არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ვლინ­დე­ბა სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ. ესე­ნია: მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა, მისი ზო­მა­ში მო­მა­ტე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა, სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ბოყი­ნი და გულძ­მარ­ვა. ასე­ვე, საკ­ვერ­ცხის კი­ბოს იშ­ვი­ა­თი სიმპტო­მი ახალ­გაზ­რდებ­ში მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვა ან ასა­კო­ვან ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი­ცაა.

სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ეს ჩი­ვი­ლი უკვე საკ­ვერ­ცხის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის გვი­ან – მე­სა­მე ან მე­ო­თხე სტა­დი­ა­ზე – ვლინ­დე­ბა.

„ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ქა­ლებ­მა გი­ნე­კო­ლოგს, სულ მცი­რე, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც მი­მარ­თონ, თუნ­დაც ჯან­მრთე­ლად გრძნობ­დნენ ისი­ნი თავს.

მათ შე­უძ­ლი­ათ ჩა­ი­ტა­რონ ისე­თი არა­ინ­ვა­ზი­უ­რი და არა­აგ­რე­სი­უ­ლი კვლე­ვაც, რო­გო­რი­ცაა მცი­რე მენ­ჯის ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა. ეს კი­ბოს ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის შან­სებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის“, – ამ­ბობს ონ­კო­ქი­რურ­გი ნინო ჩო­გო­ვა­ძე.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ასაკ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა და ავად­დე­ბი­ან ძი­რი­თა­დად პოსტმე­ნო­პა­უ­ზა­ლურ ასაკ­ში მყო­ფი ქა­ლე­ბი. თუმ­ცა, ბოლო დროს შე­ი­ნიშ­ნე­ბა სიმ­სივ­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ტენ­დენ­ცია.

საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია: გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, სიმ­სუქ­ნე, უშ­ვი­ლო­ბა, მწე­ვე­ლო­ბა, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, ად­რე­უ­ლი მე­ნარ­ხე, გვი­ა­ნი მე­ნო­პა­უ­ზა.

„ოჯა­ხურ ანამ­ნეზს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. თუ ორ ან მეტ პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სავს ჰქონ­და საკ­ვერ­ცხის ან ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი, საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც მა­ტუ­ლობს. ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩა­ვა­ტა­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბის – BRCA1-სა და BRCA2-ს გან­სა­ზღვრა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თუკი, პა­ცი­ენ­ტში BRCA1-ს მუ­ტა­ცია აღ­მოჩ­ნდა, საკ­ვერ­ცხის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2-ს შემ­თხვე­ვა­ში – 13-29%-ით ეზ­რდე­ბა“, – ამ­ბობს კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი თა­მარ ესა­კია.

ამ გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის დად­გე­ნა ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ, ასე­ვე, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში. პა­ცი­ენ­ტებს , რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბენ საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით, შე­საძ­ლოა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­უ­ტარ­დეთ პირ­ვე­ლი ხა­ზის თე­რა­პი­ის შემ­დგო­მი შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ჯან­მრთელ ადა­მი­ანს კი კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შე­მამ­ცი­რე­ბე­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია – ბი­ლა­ტე­რა­ლუ­რი სალ­პინ­გო-ოო­ფო­რექ­ტო­მია.

„სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 5%-ს, რო­მელ­თაც ეს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, სწო­რედ ამ დროს აღ­მო­აჩ­ნდათ საკ­ვერ­ცხე­ში ად­რე­უ­ლი სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე. სიმ­სივ­ნე, რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც მა­ნამ­დე გა­მოკ­ვლე­ვე­ბით ვერ მო­ხერ­ხდა“, – გვი­თხრა თა­მარ ესა­კი­ამ.

პა­ცი­ენ­ტე­ბის, რო­მელ­თაც BRCA1 ან BRCA2 მუ­ტა­ცია აქვთ და უარს ამ­ბო­ბენ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ა­ზე, რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა და სის­ხლის ანა­ლი­ზი ონ­კო­მარ­კერ CA 125-ზე.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რის­გან შედ­გე­ბა. მას შემ­დეგ, რაც პა­ცი­ენ­ტი სპე­ცი­ა­ლისტს ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თავს, პირ­ველ რიგ­ში მას ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა უტარ­დე­ბა.

„რო­დე­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვით მცი­რე მენ­ჯში ვლინ­დე­ბა ქსო­ვი­ლო­ვან-კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, დი­აგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ასე­ვე, მოწ­მდე­ბა საკ­ვერ­ცხის ონ­კო­მარ­კე­რე­ბი.

იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კუ­ჭის კი­ბოს დროს მე­ტას­ტა­ზი საკ­ვერ­ცხე­შიც ვრცელ­დე­ბა. ამ დროს კუ­ჭი­სა და საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე­ე­ბის სიმპტო­მე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს. ამი­ტომ, დი­აგ­ნოს­ტი­კის პრო­ცეს­ში ვა­ტა­რებთ გას­ტროს­კო­პი­ას, რათა ზუს­ტად და­ვად­გი­ნოთ კი­ბოს წარ­მო­მავ­ლო­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას უკვე ყვე­ლა კვლე­ვის შე­დე­გის მი­ხედ­ვი­თა და სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ გან­ვსა­ზღვრავთ“, – ამ­ბობს ნინო ჩო­გო­ვა­ძე.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბას მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი უძღვე­ბა ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გის, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გის, რა­დი­ო­ლო­გე­ბი­სა და ზო­გა­დი ონ­კო­ქი­რურ­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით. მკურ­ნა­ლო­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია და ის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას მო­ი­ცავს.

„ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დროს ე.წ. ცი­ტო­რე­დუქ­ცი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ვა­ტა­რებთ, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა სიმ­სივ­ნუ­რი ქსო­ვი­ლის, ყვე­ლა ხი­ლუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ამოკ­ვე­თა ხდე­ბა. ეს ხში­რად ძა­ლი­ან დიდი მას­შტა­ბის, შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­აა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ქი­რურ­გებ­მა ჩა­ა­ტა­რონ“, – გვი­თხრა ნინო ჩო­გო­ვა­ძემ.

სიმ­სივ­ნის გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი და ტიპი. ნე­ო­ა­დი­უ­ვან­ტუ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პია ოპე­რა­ცი­ის წინ, ადი­უ­ვან­ტუ­რი კი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ინიშ­ნე­ბა. და­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პი­ა­საც.

თუმ­ცა, რაც არ უნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს მკურ­ნა­ლო­ბის ციკ­ლი, საკ­ვერ­ცხის კი­ბოს რე­ცი­დი­ვის მა­ღა­ლი რის­კი ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პა­ცი­ენ­ტებს მის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ექიმ­თან ვი­ზი­ტი და კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა თა­ვი­დან მი­ზან­შე­წო­ნი­ლი 3 თვე­ში, შემ­დეგ კი 6 თვე­ში ერთხე­ლაა. სა­ბო­ლო­ოდ კი, ეს პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ერთ წლამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

NS

ავტორი:

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

გასულ წელს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი მსოფლიოში 314 ათასამდე ქალს დაუსვეს, საქართველოში კი მისი 381 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო ქალის მცირე მენჯის სასქესო ორგანოების სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

საკვერცხის კიბოს სპეციფიკური ჩივილები არ აქვს, რაც მის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას ართულებს. გარდა ამისა, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმედ მიმდინარეობს. მაღალია მკურნალობის შემდეგ მისი რეციდივის ანუ განმეორებით განვითარების ალბათობაც.

როგორ უნდა მოიქცნენ ქალები, რომ საკვერცხის კიბო დროულად აღმოაჩინონ? როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა და როგორ ვმართოთ და ვაკონტროლოთ საკვერცხის სიმსივნე შემდგომში? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე და კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია გვესაუბრა.

საკვერცხის კიბოს სკრინინგი არ არსებობს. თუმცა, ვლინდება სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ამ დაავადებაზე მიანიშნებდნენ. ესენია: მუცლის შებერილობა, მისი ზომაში მომატება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი და გულძმარვა. ასევე, საკვერცხის კიბოს იშვიათი სიმპტომი ახალგაზრდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ასაკოვან ქალებში მენოპაუზის შემდეგ სისხლიანი გამონადენიცაა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ყველა ეს ჩივილი უკვე საკვერცხის კიბოს განვითარების გვიან – მესამე ან მეოთხე სტადიაზე – ვლინდება.

„ამიტომ აუცილებელია, რომ ქალებმა გინეკოლოგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ, თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდნენ ისინი თავს.

მათ შეუძლიათ ჩაიტარონ ისეთი არაინვაზიური და არააგრესიული კვლევაც, როგორიცაა მცირე მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის“, – ამბობს ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე.

საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება და ავადდებიან ძირითადად პოსტმენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალები. თუმცა, ბოლო დროს შეინიშნება სიმსივნის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, უშვილობა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა.

„ოჯახურ ანამნეზს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ორ ან მეტ პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი, საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკიც მატულობს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავატაროთ სპეციალური კვლევა, რომელიც გენეტიკური მუტაციების – BRCA1-სა და BRCA2-ს განსაზღვრაში გვეხმარება. თუკი, პაციენტში BRCA1-ს მუტაცია აღმოჩნდა, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2-ს შემთხვევაში – 13-29%-ით ეზრდება“, – ამბობს კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია.

ამ გენეტიკური მუტაციების არსებობის დადგენა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც სიმსივნით დაავადებულ, ასევე, ჯანმრთელ ადამიანებში. პაციენტებს , რომლებიც მკურნალობენ საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზით, შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდეთ პირველი ხაზის თერაპიის შემდგომი შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჯანმრთელ ადამიანს კი კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი პროფილაქტიკური ოპერაცია – ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია.

„საინტერესოა, რომ იმ ჯანმრთელი ადამიანების 5%-ს, რომელთაც ეს პროფილაქტიკური ოპერაცია ჩაუტარდათ, სწორედ ამ დროს აღმოაჩნდათ საკვერცხეში ადრეული სტადიის სიმსივნე. სიმსივნე, რომლის დიაგნოსტირებაც მანამდე გამოკვლევებით ვერ მოხერხდა“, – გვითხრა თამარ ესაკიამ.

პაციენტების, რომელთაც BRCA1 ან BRCA2 მუტაცია აქვთ და უარს ამბობენ პროფილაქტიკურ ოპერაციაზე, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ულტრაბგერითი კვლევა და სისხლის ანალიზი ონკომარკერ CA 125-ზე.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მას შემდეგ, რაც პაციენტი სპეციალისტს ჩივილებით მიმართავს, პირველ რიგში მას ულტრაბგერითი კვლევა უტარდება.

„როდესაც ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით მცირე მენჯში ვლინდება ქსოვილოვან-კისტოზური წარმონაქმნები, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიის ჩატარება. ასევე, მოწმდება საკვერცხის ონკომარკერები.

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კუჭის კიბოს დროს მეტასტაზი საკვერცხეშიც ვრცელდება. ამ დროს კუჭისა და საკვერცხის სიმსივნეების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, დიაგნოსტიკის პროცესში ვატარებთ გასტროსკოპიას, რათა ზუსტად დავადგინოთ კიბოს წარმომავლობა.

მკურნალობის ტაქტიკას უკვე ყველა კვლევის შედეგის მიხედვითა და სიმსივნური პროცესის შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ“, – ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

საკვერცხის კიბოს მკურნალობას მულტიდისციპლინური გუნდი უძღვება ონკოგინეკოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგებისა და ზოგადი ონკოქირურგების შემადგენლობით. მკურნალობა თითქმის ყოველთვის კომბინირებულია და ის ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

„ქირურგიული მკურნალობის დროს ე.წ. ციტორედუქციულ ოპერაციებს ვატარებთ, რომლის დროსაც ყველა სიმსივნური ქსოვილის, ყველა ხილული დაზიანების ამოკვეთა ხდება. ეს ხშირად ძალიან დიდი მასშტაბის, შრომატევადი და ხანგრძლივი ოპერაციაა და მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქირურგებმა ჩაატარონ“, – გვითხრა ნინო ჩოგოვაძემ.

სიმსივნის გავრცელების მიხედვით განისაზღვრება ქიმიოთერაპიის კურსი და ტიპი. ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ოპერაციის წინ, ადიუვანტური კი ოპერაციის შემდგომ ინიშნება. დამატებით მიმართავენ ტარგეტული თერაპიასაც.

თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მკურნალობის ციკლი, საკვერცხის კიბოს რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს. ამიტომ, სპეციალისტები პაციენტებს მის მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება თავიდან მიზანშეწონილი 3 თვეში, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელაა. საბოლოოდ კი, ეს პერიოდი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს.

NS