პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან
მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან

მაშ­ვე­ლე­ბი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გარ­და, კი­დევ ერთ ბავ­შვს ეძე­ბენ. მისი ასა­კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, სახ­ლში დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "კუ­რი­ე­რი" ავ­რცე­ლებს.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გან­მარ­ტა, რომ კონ­ტაქ­ტზე არც დედა და არც ბავ­შვი არ გა­მო­სუ­ლან და მათ, რა­ი­მე სა­ი­მე­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წევ­რე­ბი არ ეუბ­ნე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ ბავ­შვს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მე­ო­თხე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი ასა­კი 1.2 და 9 წელს შე­ად­გენს. მაშ­ვე­ლებ­მა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის დედა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ იპო­ვეს და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ამ დრო­ის­თვის მაშ­ვე­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 13 ადა­მი­ა­ნის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ. დან­გრე­უ­ლი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცტექ­ნი­კამ მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა.

მაშ­ვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნან­გრე­ვებ­ში იყო მო­ყო­ლი­ლი

სა­ვა­რა­უ­დოდ, მაშ­ვე­ლე­ბი დიდი ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის­გან, ასე­ვე ჩარ­ჩე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­გან ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, 7 სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა. ად­გილ­ზე უკვე 11 სა­ათ­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან უკვე 2 ადა­მი­ა­ნის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს. ნა­პოვ­ნია ერთი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან

მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან

მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ. მისი ასაკი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის მესამე სართულზე, სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

"კურიერთან" საუბარში ოჯახის ახლობელმა განმარტა, რომ კონტაქტზე არც დედა და არც ბავშვი არ გამოსულან და მათ, რაიმე საიმედო ინფორმაციას, სამწუხაროდ, სამაშველო სამსახურის წევრები არ ეუბნებიან.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ. მათი ასაკი 1.2 და 9 წელს შეადგენს. მაშველებმა არასრულწლოვნების დედა რამდენიმე საათის წინ იპოვეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

მაშველებმა ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან ავტომობილი გაიყვანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი

სავარაუდოდ, მაშველები დიდი ბეტონის ფილებისა და ნარჩენებისგან, ასევე ჩარჩენილი ავტომობილებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 11 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.