პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის თქმით, სააკაშვილს დედა და შვილები ორშაბათს მოინახულებენ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სანდრა რულოვსიც შეხვდებოდა, არასწორი აღმოჩნდა
ადვოკატის თქმით, სააკაშვილს დედა და შვილები ორშაბათს მოინახულებენ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სანდრა რულოვსიც შეხვდებოდა, არასწორი აღმოჩნდა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტის, ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი და და­მა­ტე­ბი­თი ლე­ი­ბი შე­უ­ტა­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ბა­სი­ლა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნუ­ცხა­და.

თუმ­ცა, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რაც მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აკ­რძა­ლა.

"ტე­ლე­ვი­ზო­რი ნამ­დვი­ლად აქვს, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით ლე­ი­ბი შე­უ­ტა­ნეს. მა­ნამ­დეც ყო­ფი­ლა შე­ტა­ნი­ლი ლე­ი­ბი, თუმ­ცა ის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ელე­მენ­ტა­რულ, ადა­მი­ა­ნურ მო­თხოვ­ნას, რომ ნარ­ზე და­გე­ბუ­ლი ამ ლე­ი­ბით რკი­ნა არ ეგ­რძნო.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­რებს, ის შე­ზღუ­დუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. იმე­დი მაქვს, სა­სა­მარ­თლო ამ­ჯე­რად მა­ინც დად­გე­ბა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, დრო­უ­ლად ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა პრო­ცე­სი. უკვე დაგ­ვი­ან­და, მაგ­რამ იქ­ნებ დღეს ან ორ­შა­ბათს მა­ინც ჩა­ტარ­დეს პრო­ცე­სი, სა­დაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა მოხ­დე­ბა და ფორ­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი აღარ იქ­ნე­ბა ზა­რე­ბის გა­უქ­მე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ორ­შა­ბათს მშო­ბელ­სა და შვი­ლებს მი­ე­ცე­მათ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დი ექი­მის მო­თხოვ­ნით პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში და­წე­რილ გან­ცხა­დე­ბას, რო­გორც ბა­სი­ლა­ია ამ­ბობს, ამ დრომ­დე პა­სუ­ხი არ ყო­ფი­ლა.

"მისი მშო­ბე­ლი და შვი­ლე­ბი ითხო­ვენ მას­თან შეხ­ვედ­რას. ვე­ლო­დე­ბით, რომ ორ­შა­ბათს პა­ე­მა­ნი შედ­გე­ბა. იმე­დია, რამე გა­უ­გებ­რო­ბა არ წარ­მო­ი­შო­ბა ორ­შა­ბა­თამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

თა­ვა­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სიც ითხოვ­და, თუმ­ცა ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნდა და სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას არ აპი­რებს.

ამას­თა­ნა­ვე, ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ 8-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

"მიშა არის მო­რა­ლუ­რად მხნედ და შე­მარ­თუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ის მე-8 დღეა შიმ­ში­ლობს და მისი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ი­წყებს გა­უ­ა­რე­სე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს და და­ი­წყოს პრო­ცე­სე­ბი, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამავდრო­უ­ლად იმ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რის­თვი­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და - ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლი და ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
6

ნარებზე რკინა რომ აეგრძნოო-რა მხელა დაცინვაა მიშას დროს დაჭერილების მიმართ

მერი
20

ნეტა ეს ავანტიურისტი თუ ფიქრობს, რამხელა ტრავმას აყენებს შვილებს გაუთავებელი კლოუნადით? ეგ ისეთი ეგოცენტრიკია, რომ ალბათ არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს დედა და შვილები ორშაბათს მოინახულებენ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სანდრა რულოვსიც შეხვდებოდა, არასწორი აღმოჩნდა

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს დედა და შვილები ორშაბათს მოინახულებენ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სანდრა რულოვსიც შეხვდებოდა, არასწორი აღმოჩნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს.

ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს ჯერჯერობით არ აქვს ზარების განხორციელების უფლება, რაც მისივე თქმით, პროკურატურამ აკრძალა.

"ტელევიზორი ნამდვილად აქვს, ასევე, დამატებით ლეიბი შეუტანეს. მანამდეც ყოფილა შეტანილი ლეიბი, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რომ ნარზე დაგებული ამ ლეიბით რკინა არ ეგრძნო.

რაც შეეხება ზარებს, ის შეზღუდულია პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომელიც სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დროულად ჩაინიშნება პროცესი. უკვე დაგვიანდა, მაგრამ იქნებ დღეს ან ორშაბათს მაინც ჩატარდეს პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდება და ფორმალური შესაძლებლობაც კი აღარ იქნება ზარების გაუქმების“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ორშაბათს მშობელსა და შვილებს მიეცემათ. რაც შეეხება პირადი ექიმის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურში დაწერილ განცხადებას, როგორც ბასილაია ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა.

"მისი მშობელი და შვილები ითხოვენ მასთან შეხვედრას. ველოდებით, რომ ორშაბათს პაემანი შედგება. იმედია, რამე გაუგებრობა არ წარმოიშობა ორშაბათამდე“, - განაცხადა ბასილაიამ.

თავადაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან შეხვედრას ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც ითხოვდა, თუმცა ეს არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა და სანდრა რულოვსი სააკაშვილთან შეხვედრას არ აპირებს.

ამასთანავე, ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 8-დღიანი შიმშილობის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია.

"მიშა არის მორალურად მხნედ და შემართული, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის მე-8 დღეა შიმშილობს და მისი ფიზიკური მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება გააქტიურდეს და დაიწყოს პროცესები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამავდროულად იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა - ეს არის დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება, საქართველოს გათავისუფლება პრორუსული და ოლიგარქიული მმართველობისგან“, - განაცხადა ბასილაიამ.