საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა... " - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე
"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა... " - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "კუ­რი­ე­რი" ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ვებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლამ­დე ერთი თვით ადრე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სწო­რედ იქ და­ი­გეგ­მა სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა.

ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მისი მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი კე­თი­ლა­ძე ადას­ტუ­რებს.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­ში მყო­ფი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე გუ­შინ და­ა­კა­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერთ-ერთი ვა­კე­ლის აგა­რაკ­ზე იმა­ლე­ბოდ­ნენ.

"და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­მოვ­ლის ჯგუფს წყნეთ­ში, ქუ­ჩა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი და­უ­ნა­ხავს და ამო­უცვნია (რო­გორც ჩანს, მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და). სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის კვალს მიჰ­ყვნენ და როცა აკა­ვებ­დნენ, ჭე­ლი­ძემ გაქ­ცე­ვა სცა­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ტყეს ალყა შე­მო­არ­ტყეს და სპეც­რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, მისი და­კა­ვე­ბაც შეძ­ლეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ჭე­ლი­ძე და კა­ვი­ლა­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან არ გა­სუ­ლან და ისი­ნი ერთ-ერთი ვა­კე­ლის და­კე­ტილ აგა­რაკ­ზე იმა­ლე­ბოდ­ნენ", - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ეძებ­და. მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

giga
30

საიდან იცით სად რა დაიგეგმა თქვენ ნიოსტრადამუსები ხართ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა... " - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე

"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა... " - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "კურიერი" ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულამდე ერთი თვით ადრე თურქეთში იმყოფებოდნენ და სწორედ იქ დაიგეგმა სისხლიანი ანგარიშსწორება.

ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში იმყოფებოდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძე ადასტურებს.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გუშინ დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, ბრალდებულები ერთ-ერთი ვაკელის აგარაკზე იმალებოდნენ.

"დაახლოებით 4 საათზე პოლიციელების შემოვლის ჯგუფს წყნეთში, ქუჩაში ერთ-ერთი ბრალდებული დაუნახავს და ამოუცვნია (როგორც ჩანს, მაღაზიაში იმყოფებოდა). სამართალდამცველები მის კვალს მიჰყვნენ და როცა აკავებდნენ, ჭელიძემ გაქცევა სცადა. პოლიციელებმა ტყეს ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, მისი დაკავებაც შეძლეს. როგორც გაირკვა, ჭელიძე და კავილაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან არ გასულან და ისინი ერთ-ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ", - გვიყვება წყარო.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.