პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი - დაშავდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კატასტროფების მართვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნასირ ნასირმა განაცხადა.
აშშ -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა იყო, მისი ეპიცენტრი კი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 100-ზე მეტი შენობა დაინგრა, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებები. დაზიანებულია უამრავი ნაგებობა. ასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ღმერთოო გთხოვ გთხოოვ, ოღონდ ყველა ბავშვი ამყოფე ჯანმრთელად და უვნებლად ...
მანქანასთან მდგომი ცისფერ ხალათიანი, გრძელთმიანი კაცი თითქოს იესოს ჰგავს. დააკვირდით