საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, ის ივანიშვილის პროექტი  იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი
"გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, ის ივანიშვილის პროექტი  იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გა­ხა­რი­ას ღა­ლა­ტი 7- 8% დაგ­ვიჯ­და, მე­ო­რე ტუ­რე­ბი და­ი­ნიშ­ნა იმის გამო, რომ ბევ­რს ეგო­ნა, გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი ორი იყო", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, 2016- 2020 წლებ­ში მე­ო­რე ტუ­რე­ბი ოლ­ქე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარ­ში, 50-51% -ში და­ი­ნიშ­ნა, ახლა კი 30%-ში და­ი­ნიშ­ნა, რაც რე­ა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­დე­გია.

"მო­სახ­ლე­ო­ბას რომ ავუხ­სნათ რე­ა­ლუ­რად, ანა­ლიზს თუ გა­ვუ­კე­თებთ, 64 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან 20 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნა. მე დღეს ჩემს ბრი­ფინგზე ვთქვი, რომ ეს რე­ა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, თუ ჩვენ იგი­ვე წინა არ­ჩევ­ნებს შე­ვა­და­რებთ, მა­გა­ლი­თად, 2016 წელს, 2020 წელს მე­ო­რე ტუ­რე­ბი თით­ქმის 50-51% -ში, ოლ­ქე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ნიშ­ნა, ახლა 30% -ში და­ი­ნიშ­ნა, ანუ ერთ მე­სა­მედ­ში და­ი­ნიშ­ნა. მთა­ვა­რი, ოპო­ზი­ცი­ის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი რაც მაქვს მე, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­ო­რე ტუ­რე­ბი და­ი­ნიშ­ნა იმის გამო, რომ, მე ვახ­სე­ნე წე­ღან, რომ ღა­ლა­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 7- 8% დაგ­ვიჯ­და მეთ­ქი, იქაც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ეს დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, ჯერ კი­დევ იყო გა­ხა­რი­ას შემ­თხვე­ვა­ში და პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, რომ ბევ­რი ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი შე­აც­დი­ნა, ბევ­რს ეგო­ნა, რომ ეს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი ორი იყო და 6-7% და­ახ­ლო­ე­ბით, რაც დაჯ­და რე­გი­ო­ნებ­ში, ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტე­ბი ამ 20 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პირ­ველ ტურ­ში ვერ გა­ვიდ­ნენ.

ამის ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო აი ეს ღა­ლა­ტის ის­ტო­რია, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­იძ­ლე­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში ყველ­გან მოგ­ვე­გო და დაგ­ვემ­თავ­რე­ბი­ნა ყველ­გან, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ასე რომ, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბიც გა­ა­კე­თე­ბენ ამის პროგ­ნოზს, ორ­ჯერ ორი ოთხია, რომ 30 ოქ­ტომ­ბერს, ანუ მა­შინ, როცა მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ ასე იქ­ნე­ბა, ოცი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გით წა­ა­გებს ნაც­მოძ­რა­ო­ბა. რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი სხვა მო­ლო­დი­ნი ჩვენ არ გვაქვს, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ ჩვენს საქ­მეს, იმის­თვის, რომ ის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ ხალ­ხმა გა­ა­კე­თა, ეს არ­ჩე­ვა­ნი გამ­ყარ­დეს და ბო­ლომ­დე მი­ვი­დეს ეს საქ­მე. გუ­შინ რე­ა­ლუ­რად ჩვენ­მა ხალ­ხმა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა დესტრუქ­ცი­ას, სიც­რუ­ეს, არე­უ­ლო­ბას, ქა­ოსს, პო­ლა­რი­ზე­ბა­სა და მე­ო­რეს მხრივ მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაფერი არ მეგონა
8

გახარიას ხმა მისცა ყველაზე გონიერმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხმა, ვისაც ესმის როგორმა ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა.

ფრთხილად
0

ნუ აყენებთ გახარიას ამომრჩეველს შეურაცხყოფას. მეორე ტურში თქვენი გამარჯვება მათზეა დამოკიდებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, ის ივანიშვილის პროექტი  იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, ის ივანიშვილის პროექტი  იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია.

"მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი, იქაც რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო და 6-7% დაახლოებით, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ.

ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა პირველივე ტურში ყველგან მოგვეგო და დაგვემთავრებინა ყველგან, როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ასე რომ, ამის პროგნოზირება ძალიან მარტივია, ჩვენი ბავშვებიც გააკეთებენ ამის პროგნოზს, ორჯერ ორი ოთხია, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როცა მეორე ტური დაინიშნება, სავარაუდოდ ასე იქნება, ოცივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს ნაცმოძრაობა. რა თქმა უნდა, არავითარი სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ ის არჩევნები, რომელიც გუშინ ხალხმა გააკეთა, ეს არჩევანი გამყარდეს და ბოლომდე მივიდეს ეს საქმე. გუშინ რეალურად ჩვენმა ხალხმა არჩევანი გააკეთა დესტრუქციას, სიცრუეს, არეულობას, ქაოსს, პოლარიზებასა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.