მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წელს  ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს
2023 წელს  ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს

ბა­თუმ­ში ტუ­რიზ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი „World Travel Awards“-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ტუ­რიზ­მის ოს­კა­რის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, ევ­რო­პის გალა ცე­რე­მო­ნი­ას აჭა­რა 2023 წელს უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბა­თუმს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტურ­სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ბიზ­ნეს და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწ­ვე­ვი­ან.

2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის, რო­გორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. World Travel Awards- ის ყვე­ლა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­პის გარ­და სხვა კონ­ტი­ნენ­ტებ­ზეც გა­ი­მარ­თე­ბა, ბა­თუ­მი ევ­რო­პე­ლი პარნტნი­ო­რის სტა­ტუ­სით იქ­ნე­ბა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

„მსოფ­ლი­ოს ტუ­რიზ­მის და­ჯილ­დო­ე­ბის ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი ბა­თუ­მის, რო­გორც სან­დო, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა მსოფ­ლიო ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე. რა თქმა უნდა, არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ვაც­ნოთ მი­ლი­ონ­ზე მეტ ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ პირს და 190-ზე მეტ ქვე­ყა­ნას ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამავდრო­უ­ლად, ეს არის ტუ­რიზ­მის ღირ­სე­უ­ლი და სა­ა­მა­ყო რეს­ტარ­ტი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

„World Travel Awards»-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა 1993 წლი­დან ტარ­დე­ბა. მას­ზე ასო­ბით ნო­მი­ნა­ცია და ათა­სო­ბით ნო­მი­ნან­ტი კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო, საგ­ზაო, სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნი­ე­ბი.

2019- 2020 წელს, ბა­თუმ­მა World Travel Awards-ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო, რო­გორც ევ­რო­პის სწრა­ფად მზარ­დმა ტუ­რის­ტულ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ მო­ი­პო­ვა. 2023 წელს, ტუ­რიზ­მის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან კი უკვე ბა­თუმ­ში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევ­რო­პის გალა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მო­იყ­რი­ან თავს, სა­დაც ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

NS

ავტორი:

2023 წელს  ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს

2023 წელს  ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს

ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.

2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.

„მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში ჩატარება არის სერიოზული განაცხადი ბათუმის, როგორც სანდო, საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებისა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რა თქმა უნდა, არის უნიკალური შესაძლებლობა გავაცნოთ მილიონზე მეტ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს და 190-ზე მეტ ქვეყანას ჩვენი რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული შესაძლებლობები. ამავდროულად, ეს არის ტურიზმის ღირსეული და საამაყო რესტარტი პანდემიის დასრულებისას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

„World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

2019- 2020 წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.

NS